მაგდა ქარქაშაძე: „სცენაზე რომ გადიხარ, მოტეხილი ფეხითაც იცეკვებ!“

ნიჭიერი

29 ნოემბერი 17:30, 2016 წელი

„ცეკვა რომ დავამთავრე, ვერ ვსუნთქავდი. ჟიურის წევრებისგან და მაყურებლისგან დადებითი ემოციის შემდეგ გულზე მომეშვა და ამოვისუნთქე,“ - უთხრა Funtime-ს 20 წლის კონკურსანტმა მაგდა ქარქაშაძემ. ის გუშინ საკუთარ გამოსვლას, სხვა მონაწილეებთან და „ნიჭიერის“ შემოქმედებით გუნდთან ერთად, Sky bar-ში ადევნებდა თვალყურს.

- მაგდა, ისეთი ნომერი წარადგინე, ალბათ, დიდი ხანია, ცეკვავ...
- ცეკვა 6 წლის ასაკში დავიწყე. ჯერ ტანვარჯიშზე დავდიოდი, თუმცა აღარ გავაგრძელე და ჯერ თანამედროვე ცეკვებზე, მერე კი ჰიპ-ჰოპზე გადავედი. 2010 წელს „ევროვიზიაზე“ მოცეკვავედ მიმიწვიეს. მარიამ კახელიშვილმა წარადგინა საქართველო და მეოთხე ადგილი ავიღეთ. ის პერიოდი ძალიან კარგად მახსენდება, რადგან მოტივაცია აღმოჩნდა იმისა, რომ ცეკვას გავყოლოდი. შეჯიბრებში ხშირად ვმონაწილეობდი, ახლა კი გვაქვს შოუები, სადაც ვცეკვავ. ერთ-ერთი X Factor-ია. „ნიჭიერში“ გამოსვლა ჩემმა ქორეოგრაფმა, მიშკა ტალახაძემ მირჩია და დავთანხმდი.


- საკმაოდ რთული ნომერი წარმოადგინე. მზადების პროცესი როგორი იყო?
- ეს ჩემთვის დიდი გამოწვევა იყო. ასეთი ნომერი პირველად წარმოვადგინე. თოკი ძალიან მიჭერდა. ამ დროს ტანი უნდა დაჭიმო, რაც საკმაოდ ძნელია. მხოლოდ ერთი თვე მქონდა დრო და ყოველდღე ვვარჯიშობდი. ტანზე უამრავი რამ მეცვა, რომ წელზე მოჭერილ თოკს დისკომფორტი არ შეექმნა.


- გადაცემის ჩაწერაზე საკმაოდ თხელი კაბა გეცვა. ეს არ იყო შენთვის დისკომფორტი?
- სცენაზე რომ გადიხარ, მოტეხილი ფეხითაც იცეკვებ! ნაღრძობი ფეხითაც მიცეკვია, ოღონდ ვერ მიგრძნია. მაყურებლის წინაშე რომ დგები, ვერაფერს ხედავ! საკუთარ თავთან მარტო რჩები! ცეკვა რომ დავამთავრე, ვერ ვსუნთქავდი. ჟიურის წევრებისგან და მაყურებლისგან დადებითი ემოციის შემდეგ კი გულზე მომეშვა და ამოვისუნთქე.


- გამარჯვების იმედი გაქვს?
- გამარჯვებაზე არ ვფიქრობ. ჩემთვის მთავარია, სცენაზე დიდხანს ვიდგე. ჩემი გეგმა მხოლოდ ბევრი ვარჯიშია. ყოველთვის მჯერა, რომ, თუ მთელი გულით ვეცდები, ყველაფერი გამომივა!


- ცეკვის გარდა, რა გიტაცებს?
- ერთი პერიოდი ფიგურული სრიალით ვიყავი გატაცებული, ხატვაზეც დავდიოდი. მერე დროს ვეღარ ვანაწილებდი და ამიტომ სწავლასა და ცეკვას დავჯერდი. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში ბიზნესის მართვის ფაკულტეტის მესამე კურსზე ვსწავლობ. მოცეკვავე ბიზნესლედი ვიქნები!


- პირსინგი, ტატუები... გამორჩეული გარეგნობის გამო კომპლიმენტებს უფრო ხშირად იღებ თუ უარყოფით შეფასებას?
- პირსინგზე მოხუცები უხეშად მაყოლებენ თვალს. კომენტარები არავისგან მესმის. ერთი თვეა, რაც პირსინგს ვატარებ. ამის გარდა, სამი ისეთი პატარა ტატუ მაქვს, მხოლოდ ბიკინში ჩანს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?