ნატო კალმახელიძე: ,,ჟურნალისტმა კარგად იცის, რა სჭირდება პიარს“

PR კლუბი

11 დეკემბერი 18:00, 2017 წელი

პროფესიით ჟურნალისტი ნატო კალმახელიძე კლინიკა „ინოვას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის ხელმძღვანელია. PR-ში სამი წლის წინათ გადაინაცვლა, მაშინ კულტურის სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელობა ანდეს.

- პირველ რიგში, გვიამბეთ თქვენი ჟურნალისტური კარიერის შესახებ...
- 1996 წლიდან 2004 წლამდე ჟურნალისტიკაში ვმოღვაწეობდი. ეს ჩემი პროფესიაა. ტელეკომპანია ,,იბერიას“ საინფორმაციო სამსახურის ჟურნალისტი ვიყავი, შემდეგ რედაქტორი. მოგვიანებით „საზოგადოებრივ მაუწყებელზე“ გადავედი. ამ არხზე ჩემი საქმიანობა დილის გადაცემის ჟურნალისტობით დავიწყე და დღის გამოშვებების ხელმძღვანელობით დავასრულე. ასევე, ვმუშაობდი რამდენიმე გაზეთშიც. შემდეგ აქტიური ჟურნალისტიკიდან პიარის სფეროში გადავინაცვლე - სხვადასხვა PR პროექტებში ვიყავი ჩართული. ჟურნალისტმა კარგად იცის, რა სჭირდება პიარს და როგორ მიაწოდოს კონკრეტული პროდუქტი მომხმარებელს.


- როგორ დაიწყეთ PR-ის სფეროში საქმიანობა?
- მასობრივი კომუნიკაციის სფეროშო ადრეც ვიყავი ჩართული, თუმცა მაშინ ეს მიმართულება ასეთი აქტიური არ იყო. PR -ში სტაბილურად, სამი წლის წინ, იმ პერიოდში ჩავერთე, როდესაც კულტურის სამინისტროში საზოგადოებასთან ურთიერთობის სამმართველოს ხელმძღვანელი გავხდი - მაშინ უკვე საკმაო გამოცდილება მქონდა მიღებული მასობრივი კომუნიკაციაში და შეთავაზებას დავთანხმდი. წელიწადზე მეტია, რაც კლინიკა „ინოვას“ საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერი ვარ. მიუხედავად იმისა, რომ კულტურა და მედიცინა ერთმანეთისგან სრულიად განსხვავებული სფეროებია, ეს ცვლილება თავისუფლად მივიღე, რადგან მიმაჩნია, რომ ძირითადი პრინციპი ერთია - სწორი კომუნიკაცია მომხმარებელთან. გარდა ამისა, ეს სიახლე ჩემთვის საკმაოდ საინტერესო აღმოჩნდა.


- გვიამბეთ კლინიკა ,,ინოვას“ შესახებ.
- „ინოვა“ 2015 წლის ოქტომბერში გაიხსნა და სწრაფადვე მოიპოვა პოპულარობა, რადგან კლინიკის დაარსების იდეა ცნობილ ექიმებს ეკუთვნით. კლინიკაში გოჩა ჩუტკერაშვილი, ირაკლი ჭელიშვილი, ირაკლი თოდუა, დათო აბულაძე, ვადიმ ხატიაშვილი და სხვა ბევრი ისეთი ექიმია დასაქმებული, რომ „ინოვას“ განსაკუთრებული პიარი არც დასჭირვებია. კლინიკაში ფუნქციონირებს  ნეიროქირურგიული, გინეკოლოგიური, ტრავმატოლოგიური, ზოგადი ქირურგიული და სხვა განყოფილებები. აქვეა ინვიტრო განაყოფიერების კლინიკა „ინოვა-ინვიტროც“. საკმაოდ დიდი და დატვირთული კლინიკაა, სადაც ძირითადი აქცენტი ქირურგიაზეა -  „ინოვას“ ცნობილი ექიმებისა და პროფესიონალი პერსონალის დამსახურებით ურთულესი ოპერაციები წარმატებით სრულდება.


- რა იყო თქვენი პირველი ნაბიჯი ,,ინოვაში“?
- „ინოვაში“ საქართველოში ცნობილი ექიმები მუშაობენ, ამიტომ პირველი ნაბიჯი კლინიკის ცნობადობის გაზრდაზე ზრუნვა იყო. გამომდინარე იქიდან, რომ სოციალურმა ქსელმა და ელექტრონულმა მედიამ ტელევიზიაც ჩაანაცვლა და ბეჭდური პრესაც,  მომხმარებელს „ინოვას“ შესახებ ინფორმაცია, პირველ რიგში, ფეისბუქის საშუალებით მივაწოდეთ. პაციენეტებს უნდა გაეგოთ, სად მოეძებნათ თავისი ექიმი, რომელსაც სიცოცხლეს ანდობდნენ. აქ მოსულებს კი ხვდებოდათ  სრული კომფორტი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია მათთვის.


- თუმცა კლინიკაში საკმაოდ დიდი საქმე გაკისრიათ...
- დიახ, ნამდვილად ასეა. ჩემი მოვალეობა „ინოვასა“ და მასში მომუშავე ექიმების შესაძლებლობების მაქსიმალურად წარმოჩენაა.


- თქვენი საქმიანობის მთავარ პრიოტიტეტად რა მიგაჩნიათ?
- პაციენტი კლინიკაში მოსვლისთანავე ხვდება, რომ „ინოვა“ ევროპული დონის სამედიცინო ცენტრია. თანამედროვე, უმალესი ხარისხის ტექნიკა და ერთ-ერთი საუკეთესო ლაბორატორია გვაქვს გვაქვს, რაც სამედიცინო სფეროში ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემი საქმიანობის პრიორიტეტი კი კლინიკის შესაძლებლობების სათანადოდ წარმოჩენა და იმის შეხსენებაა, რომ საქართველოში „ინოვას“ სახით არსებობს სამედიცინო ცენტრი, რომელიც ყველაზე პრეტენზიული პაციენტის მოთხოვნებს პასუხობს.


- კლინიკა ,,ინოვას“ გარდა რით ხართ დაკავებული?
- 6 წლის შვილი, ელენე მყავს, რომელიც წელს წავიდა სკოლაში და მთელი ოჯახი მასზე ვართ გადართული. ჩემი მეუღლე, გოგი მეძმარიაშვილი პროფესიით არქიტექტორია. ამ ეტაპზე მშენებლობა-არქიტექტურის სფეროში მუშაობს.

დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...