ნინო გოგოლაძე: „ზუსტად ვიცოდი, როგორი პიარმენეჯერი არ უნდა ვყოფილიყავი“

PR კლუბი

28 ნოემბერი 22:00, 2016 წელი

„არ მიყვარს, როცა პიარმენეჯერები ტელეფონს არ პასუხობენ, ამას არასდროს ვაკეთებ; ყოველთვის ვამოწმებ ფეისბუკგვერდს, ელექტრონულ ფოსტას, რათა ყველა წერილს ვუპასუხო... ჩემი საქმე უსაზღვროდ მიყვარს“, - ამბობს ბრენდ „ბაბილოს“ პიარისა და მარკეტინგის მენეჯერი ნინო გოგოლაძე, რომელიც დღეს „PR კლუბში“ საკუთარ ამბავს გვიყვება. 

- ნინო, როგორ აღმოჩნდით პიარისა და მარკეტინგის სფეროში?
- რატომღაც, პიარისა და მარკეტინგის სფეროში ყველაზე ხშირად ჟურნალისტებს შეხვდებით და მეც ამ სფეროში ჟურნალისტიკიდან მოვედი. მართალია, პროფესიით ფილოლოგი ვარ, მაგრამ ჟურნალისტიკის თითქმის ყველა სფეროში, ჟურნალსა და გაზეთში, რადიოსა თუ ტელევიზიაში მიმუშავია. იქიდან გამომდინარე, რომ საკმაოდ „ჭრელ“ საზოგადოებასთან მიწევდა ურთიერთობა, გადავწყვიტე, ჩემი შესაძლებლობები პიარისა და მარკეტინგის მიმართულებითაც მომესინჯა. სხვათა შორის, ჟურნალისტის პროფესია ამ სფეროშიც დამეხმარა, რადგან ზუსტად ვიცოდი, როგორი პიარმენეჯერი არ უნდა ვყოფილიყავი. ჟურნალისტებს ხომ ხშირი კონტაქტი გვაქვს ამ სფეროს წარმომადგენლებთან და არასდროს დამავიწყდება, როგორ „გვაწვალებდნენ“, განსაკუთრებით - სახელმწიფო სტრუქტურის პიარმენეჯერები. შემდეგ გადავწყვიტე, ამ მიმართულებით თეორიული ცოდნაც მიმეღო და „ბიზნესტრენინგების ასოციაციაში“ თორნიკე გურულთან გავიარე ლექციების კურსი. ამ კურსებმა კიდევ უფრო გამიმყარა აზრი, რომ ნამდვილად მინდოდა მუშაობა პიარისა და მარკეტინგის კუთხით.

- „ბაბილოში“ მოსვლამდე რომელ კომპანიებში საქმიანობდით?
- პიარის მიმართულებით ჩემი პირველი სამსახური იყო რესტორან „ვერე გარდენში“, სადაც, პიარისა და მარკეტინგის მენეჯერობის გარდა, ივენთმენეჯერობასაც ვითავსებდი. შემდეგ „მულტი-პულტში“ ვიმუშავე, იქაც პიარისა და მარკეტინგის კუთხით. ასევე, ჩემს პრაქტიკაში იყო სილამაზის საერთაშორისო აკადემია „პივოტ პოინტი“.

- „ბაბილოს“ გუნდს როდის შემოუერთდი?
- „ბაბილოში“ გახსნის დღიდან ვმუშაობ. მართალია, ცოტა ხნით სხვა კომპანიაში გადავედი, მაგრამ ახლა ისევ „ბაბილოს“ გუნდის წევრი ვარ და ეს ფაქტი ძალიან მახარებს.

- როგორც ვიცით, „ბაბილოში“ დიდი სიახლეებია...
- დიახ, ახლახან განხორციელდა „ბაბილოს“ რებრენდინგი... მოგეხსენებათ, ძველი „ბაბილოს“ შენობა მთლიანად დაინგრა და მის ადგილას აშენდა ახალი რესტორანი - „ბაბილო მიუზიკ ჰოლი“. თითქმის ყველაფერი შეიცვალა - არქიტექტურა, დიზაინი, მენეჯმენტი, მომსახურების სტილი, მენიუში დავამატეთ „ბაბილოს“ ბრენდის ქვეშ გაერთიანებული რამდენიმე კერძი და სხვ. რაც ყველაზე მთავარია, „ბაბილო მიუზიკ ჰოლი“ თავის სახელს ამართლებს და ნამდვილი საკონცერტო დარბაზი გახდა. ასეთ გრანდიოზულ და ტრანსფორმირებად სცენას, შესაძლოა, მხოლოდ ბროდვეიზე შეხვდეთ. მოკლედ, „ბაბილო მიუზიკ ჰოლი“ საუკეთესო ადგილია როგორც დიდი წვეულებების მოსაწყობად, ისე საქმიანი შეხვედრებისთვის ან, უბრალოდ, მეგობრებთან ერთად მშვიდი საღამოს გასატარებლად.
რაც შეეხება „რივერსაიდ ბაბილოს“, აქაც მუდმივად სიახლეები გვაქვს. ვცდილობთ, ჩვენმა სტუმრებმა ჩვენზე არასოდეს თქვან ქართულ რეალობას მორგებული ფრაზა - „სანამ ახლები იყვნენ, კარგად მუშაობდნენ, ახლა კი გააფუჭეს მომსახურება“. ამიტომ ყოველ სეზონს განახლებული ინტერიერით, მუსიკალური პროგრამით და კიდევ უფრო დახვეწილი მომსახურე პერსონალით ვიწყებთ.

- როგორია „ბაბილოს“ პიარმენეჯერის დღის რეჟიმი?
- ძალიან დატვირთული. ჩემი სამუშაო დღე დილას ადრე იწყება და გვიან ღამით მთავრდება. არ მიყვარს, როცა პიარმენეჯერები ტელეფონს არ პასუხობენ, ამას არასდროს ვაკეთებ... ყოველთვის ვამოწმებ ფეისბუკგვერდს, ელექტრონულ ფოსტას, რათა ყველა წერილს ვუპასუხო... ახლა მიმდინარეობს „ბაბილოს“ ფეისბუკგვერდის განახლება და ახალი ვებგვერდის შექმნა, რაშიც აქტიურად ვარ ჩართული. დატვირთული რეჟიმის მიუხედავად, მაქსიმალურად ვცდილობ, ყურადღება არ მოვაკლო ჩემს ორ შვილს. და რაც ყველაზე მთავარია, ეს რეჟიმი არ მღლის, რადგან, პირველ რიგში, შრომისმოყვარე ვარ, ენთუზიაზმით ვუდგები ყველა წამოწყებულ პროექტს და, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, ჩემი საქმე, უბრალოდ, სიამოვნებას მგვრის.

დღის ჰოროსკოპი

20 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

„ქალები დილის 10 საათამდე“

სენსაციური ფოტოპროექტი, რომელიც ქალის ნამდვილ სილამაზეს ეძღვნება და რომელმაც ფრანგ ფოტოგრაფს ვერონიკა ვიალს საოცარი პოპულარობა მოუტანა. 
საკნატუნო ამბები

5 შემთხვევა, როდესაც სექსი არ ღირს

ექსპერტებმა დაადგინეს 5 მიზეზი, რომელთა მიხედვითაც ქალებმა უმჯობესია, სექსზე უარი თქვან.
დღის ჰოროსკოპი

19 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...