მამალს არ უყვარს ფულის მფანტველი ხალხი, ამიტომ ეცადეთ, საახალწლო სუფრაც თავშეკავებულად, მაგრამ გემოვნებით გააწყოთ.
გაითვალისწინეთ, რომ მამალს ძალიან გაახარებთ, თუ ახალ წელს მხიარულად და ხმაურიანად შეხვდებით.
რა ჩავიცვათ?
კარგი იქნება, თუ მამლის წელს წითელ სამოსში გამოწყობილი შეხვდებით. შეგიძლიათ წითელს მამლის საყვარელი ყვითელი და ნარინჯისფერი შეუხამოთ, მაგრამ ეცადეთ, რომ უზარმაზარ ჭრელ ლაქას არ დაემსგავსოთ. გახსოვდეთ, მამალს შესანიშნავი გემოვნება აქვს.
ახალ წელს მანდილოსნები შარვალში ან კომბინიზონში გამოწყობილი არ შეხვდეთ და უპირატესობა ხასხასა, საზეიმო კაბას მიანიჭეთ, რომელიც მამლის ყურადღებას მიიპყრობს. მამალს აუცილებლად მოეწონება ხელოვნური ან ბუნებრივი ბუმბულებით გაფორმებული კაბა.
ახალი წლის ღამეს არავითარ შემთხვევაში არ ჩაიცვათ ცხოველის ტყავით ან ბეწვეულით გაწყობილი ტანისამოსით. მოერიდეთ გველის და ნიანგის ტყავისგან დამზადებულ აქსესუარებს. გაითვალისწინეთ, რომ მამალს ძალიან ეშინია მტაცებელი ცხოველების, ამიტომ მსგავსი მასკარადი არ გაახარებს.
ახალი წლისთვის ყველაზე შესაფერისი აქსესუარი ოქროს ან მოოქროული სამკაულები იქნება. მამალს ასევე მოეწონება მარგალიტის სამკაული და მსხვილი თვლებისგან დამზადებული ბიჟუტერია.
რა უნდა დააწყოთ საახალწლო სუფრაზე და რას უნდა მოერიდოთ?
მამალი რომ არ დააფრთხოთ, საახალწლო მენიუდან ქათამი უნდა გამორიცხოთ. გირჩევთ, თავი შეიკავოთ სუფრაზე მოხარშული, ფარშირებული კვერცხისა და კვერცხისგან გაკეთებული ფიგურების დაწყობისგან. ამის ნაცვლად, შეგიძლიათ, სუფრაზე ზღვის პროდუქტები და თევზეული დაალაგოთ.
წლის სიმბოლოს რომ ასიამოვნოთ, მაგიდაზე ხორბლითა და წყლით სავსე ჯამები და მწვანილი დააწყეთ.
სუფრაზე აუცილებლად უნდა იყოს ახალი ხილი და ბოსტნეული. ახალი წლის ღამეს ალკოჰოლური სასმელები ზომიერად უნდა მიირთვათ. კარგი იქნება თუ უპირატესობას ღვინოს, შამპანურს და მსუბუქ კოქტეილებს მიანიჭებთ.
საზეიმო სუფრა სავსე უნდა იყოს ტკბილეულით და რაც მეტი, მით უკეთესია. მამალს ხილი ძალიან უყვარს, ამიტომ შეგიძლიათ, ხილის სალათიც გააკეთოთ და ხილის ნამცხვრები გამოაცხოთ.
სუფრის ცენტრში ტკბილეულით სავსე ლანგარი მოათავსეთ და გვერდით წლის სიმბოლო მიუდგით.
ვინაიდან წელი ცეცხლოვანი მამლისაა, სუფრზე წითელი უნდა დომინირებდეს - პომიდორი, ბროწეული და ყველაფერი რაც წითელი და გემრიელია.
როგორ უნდა გააწყოთ საახალწლო სუფრა?
წითელი და თეთრი ერთმანეთს მშვენივრად ეხამება, ამიტომ სასურველია, სუფრა თეთრი იყოს, ხოლო დეტალები - სანთლები, ხელსახოცები და ღვინო - წითელი. როგორც წესი, მამალი სოფელში ცხოვრობს, ამიტომ სუფრაზე ყველაფერი ნატურალური უნდა იყოს. არავითარი პლასტიკატი და ხელოვნური მასალა. ჭურჭელი მინის და თიხის შეარჩიეთ. ასევე შეიძლება, ხის მასალისგან დამზადებული და დაწნული კალათები გამოიყენოთ.
ბედნიერ ახალ წელს გისურვებთ!