ამისთვის დაგჭირდებათ: წყალი, მარილი, ყინული.
პირველ რიგში, ჯამი წყლით აავსეთ. დაუმატეთ ყინულის სასურველი რაოდენობა და რამდენიმე სუფრის კოვზი მარილი. ყველაფერი კარგად აურიეთ და სასმელით სავსე ბოთლი წყალში მოათავსეთ.
რამდენიმე წამში, თქვენი სასმელი ყინულივით ცივი გახდება.
საქმე ის გახლავთ, რომ ორი სხვადასხვა ტემპერატურის ნივთიერების თანხვედრისას, წყლის ტემპერატურა მოიმატებს, ხოლო სასმელის ტემპერატურა დაიწევს, სანამ მათ შორის „ოქროს შუალედი“ არ დამყარდება.