ლამინატის მოვლა: მთავარი წესები

რჩევები დიასახლისებს

5 ნოემბერი 12:00, 2019 წელი

ლამინატი, ისევე როგორც იატაკის ნებისმიერი საფარი, სწორ მოვლას მოითხოვს...

ეს საინტერესო რეკომენდაციები დალაგების პროცესს გაგიმარტივებთ:


1. იმისთის, რომ მტვერსასრუტით დალაგებისას ლამინატი არ დაგეკაწროთ, გამოიყენეთ რბილი ზედაპირისთვის განკუთვნილი საცმი და ხის იატაკის წმენდის ფუნქცია;


2.  ნამცეცებისა და მტვრის ასაღებად გამოგადგებათ მიკროფიბრა. თუ მიკროფიბრა არ გაქვთ, გამოიყენეთ პირსახოცის ან ბამბის ნაჭერი;


3. ლამინატის მოსარეცხად უმჯობესია, გამოიყენოთ საბავშვო შამპუნი. იგი უნდა გააზავოთ წყალში, პროპროციით: 1 სუფრის კოვზი შამპუნი 4 ლიტრ წყალზე. ამ ხსნარში დაასველეთ მიკროფიბრა, კარგად გაწურეთ და იატაკი მოწმინდეთ. ამის შემდეგ იატაკი აუცილებლად მოამშრალეთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ნესტიანი ლამინატი შეიძლება დეფორმირდეს;


4. ლამინატის გასაპრიალებლად გამოიყენეთ ძმრისა და ცხელი წყლის ნაზავი: ¼ ლიტრი ძმარი 4 ლიტრ წყალზე. ამ ხსნარში დაასველეთ მიკროფიბრა, კარგად გაწურეთ და ისე მოწმინდეთ იატაკი. მსგავსი პროცედურა დასაშვებია თვეში, მაქსიმუმ, ერთხელ, რათა ლამინატის გადაბმის ადგილებში დამცავი ფენა არ დაზიანდეს.


 


როგორ მოვაშოროთ ლამინატს ლაქები?


ეს, უმჯობესია, დაუყოვნებლივ გააკეთოთ. იმის გათვალისწინებით, თუ რა სახის ლაქაა, არსებობს მასთან ბრძოლის სხვადასხვა საშუალებები:


ა) საღებავის, ზეთისა ან მარკერის ლაქის მოსაშორებლად გამოგადგებათ სპირტი ან აცეტონი. რომელიმე მათგანი მცირე რაოდენობით დააწვეთეთ სუფთა ნაჭერზე და ლაქა გაწმინდეთ. საჭიროების შემთხვევაში, პროცედურა შეგიძლიათ გაიმეოროთ;


ბ) სანთლის ან საღეჭი რეზინის მოსაშორებლად გამოგადგებათ ყინული და პლასტმასის დანა. დასვრილ ადგილს დაადეთ ყინული. ყინულის ზემოქმედებით სანთელი ან საღეჭი რეზინი გამაგრდება, რაც შემდეგ შეგიძლიათ პლასტმასის დანით ან პლასტიკური ბარათითაც კი მოაცილოთ. მეტალის საგანს ნუ გამოიყენებთ, რათა იატაკი არ დაგეკაწროთ;


გ) ჟანგის კვალი, რომელიც შესაძლოა, ავეჯის მეტალის ფეხებმა დატოვოს, მოაშორეთ მარილისა და ლიმონის დახმარებით. ჟანგის ლაქაზე დააყარეთ წმინდად დაფქვილი მარილი და გაწმინდეთ ლიმონის ნაჭრით, შემდეგ კი ნარჩენები აიღეთ ქაღალდის ხელსახოცით;


დ) გაქექილი ან დაკაწრული ლამინატისთვის გამოგადგებათ ისეთი უნივერსალური საშუალება, როგორიც არის ხსნარი WD-40, რომელიც, ძირითადად, აეროზოლის სახით იყიდება. მოაფრქვიეთ იგი იატაკის გაქექილ ადგილას ან ნაკაწრებზე და  შემდეგ მოამშრალეთ მშრალი ნაჭრით ან ქაღალდის ხელსახოცით. თუმცა იმისთვის, რომ ამ ადგილებში ფეხი არ გაგიცურდეთ, საჭიროა, დამუშავებული მონაკვეთი მორეცხოთ საბავშვო შამპუნით ან ძმრით.


***


მშენებლობისა და რემონტის შესახებ სასარგებლო ინფორმაციას გაეცანით ვებგვერდებზე:


https://www.goodworks.ge/


https://scaffolding.ge/

ამბები

ახალგაზრდა პერსპექტიული ქართველი მომღერლის ბრიტანული ამბავი

ეკა გოგლიძე ახალგაზრდა ქართველი მომღერალია, რომელიც ბრიტანელმა მსმენელმა უკვე შეიყვარა.
დღის ჰოროსკოპი

24 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 ვარსკვლავი, რომელმაც ჰოლივუდში წარმატებას ინგლისურის ცოდნის გარეშე მიაღწია!

ეს, რა თქმა უნდა, იმას არ ნიშნავს, რომ ინგლისური ენის შესწავლა საჭირო არ არის. უბრალოდ, საუარია იმაზე, რომ თუკი მიზანი და ტალანტი გაქვს და შრომაც არ გეზარება, წარმატებას ყველა პირობებში მიაღწევ.
დღის ჰოროსკოპი

23 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე www.responsible.ge-ს კამპანიის შესახებ დეტალურად საუბრობს

„ევროპაბეთის“ მიერ დაფინანსებულმა ფსიქო-სარეაბილიტაციო კურსმა საზოგადოებაში მაღალი ინტერესი გამოიწვია.
დღის ჰოროსკოპი

22 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ნათია ფანჯიკიძე responsible.ge-ს პროექტში ჩაერთო

დღეს  ფსიქო-სოციალური რეაბილიტაციის ცენტრ „კამარასა“ და კომპანია „ევროპაბეთს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. კომპანია თამაშზე დამოკიდებულ ადამიანებს ფსიქოსარეაბილიტაციო კურსს სრულად დაუფინანსებს.
ამბები

ვაინშტეფანი WEIHENSTEPHAN - მსოფლიოში პირველი და ყველაზე ძველი მონასტრის ლუდსახარში

რუბრიკის წარმდგენია გერმანული ლუდის სახლი „მიუნხენი“.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ეს 4 ნიშანი არასდროს უბრუნდება წარსულს

მათ არ უყვართ ძველი ცხოვრებისა და ძველი იარების გახსენება. განშორების დროს, რაც არ უნდა უჭირდეთ, ღირსეულად უჭირავთ თავი და ფიქრობენ, რომ ცხოვრება ისეთი ხანმოკლეა, არ ღირს წარსულზე დროის ხარჯვა.
ამბები

რა სახის სამუშაოებს უნდა აარიდოს დამსაქმებელმა ორსული, ახალნამშობიარები, მეძუძური ქალი

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის ბრძანებით განისაზღვრა სამუშაოები, რომლებითაც დამსაქმებელმა ორსული ან ახალნამშობიარები ქალი, ასევე, მეძუძური დედა არ უნდა დაასაქმოს.
სილამაზე/ჯანმრთელობა

ლამაზი ვარცხნილობის გაკეთება 2 წუთში!

ამას ნებისმიერი შეძლებს. საჭიროა მხოლოდ კარგი მაკრატელი, ცოტა წყალი, თმის ფენი და მრგვალი სავარცხელი.
FUN-ტესტი

პიროვნული ტესტი - რა შეცდომას უშვებთ რთულ სიტუაციაში?

აირჩიეთ ერთი ლაბირინთი, რომელიც თქვენში სტრესის ასოციაციას იწვევს. ეს ფსიქოლოგიური ტესტი კარგი საშუალებაა, გაარკვიოთ, რა გეშლებათ რთულ სიტუაციაში, რათა შეცვალოთ თქვენი ქცევა და უფრო სწრაფად მიიღოთ შედეგი.