რამდენიმე საიდუმლო უთოსა და უთოობის შესახებ

რჩევები დიასახლისებს

24 ივნისი 10:00, 2015 წელი

როგორ გავაადვილოთ უთოობის პროცესი, ამოვიყვანოთ ქსოვილიდან უთოსგან დატოვებული დამწვრობის კვალი, გავუკეთოთ შარვალს „გრძელვადიანი“ ნაკეცები და რა უნდა გვახსოვდეს სხვადასხვა ფაქტურის ქსოვილების გაუთოებისას?

უთო ყველაზე ძველი საოჯახო მოწყობილობაა.
ის ჯერ კიდევ მე-18 საუკუნის დასაწყისში გამოჩნდა.
უზარმაზარი, 10 კილოგრამამდე წონის  გასაცხელებელი უთოები მხოლოდ დიდგვაროვანთა ოჯახებში მოიპოვებოდა, ახლა კი ეს ძალიან საჭირო ნივთი ყველა სახლშია.
ბევრი დიასახლისისთვის უთაობა დამღლელი და მოსაწყენი საქმიანობაა, თუმცა, ჩვენ შემოგთავაზებთ მცირე საიდუმლოებებს, რომლებიც ამ პროცესს გაგიადვილებთ.


საუთოო მაგიდა უნდა იყოს იდეალურად სწორი.
მაგიდაზე შუქი მარცხნიდან მარჯვნივ უნდა ეცემოდეს, ხოლო უთოს ჩამრთველი დიასახლისისგან მარჯვნივ უნდა მდებარეობდეს.
უთო აბსოლუტურად სუფთა უნდა იყოს.
უთოს ზედაპირის გაწმენდა შეიძლება უჟანგავი ლითონის წმენდისთვის განკუთვნილი ნებისმიერი საშუალებით ან უთოს მსხვილ მარილზე რამდენიმეჯერ გასმით.
სანამ უთო ცხელდება, გაამზადეთ თეთრეულის დასანამი, საუთოო ნაჭერი და პერანგის სახელოს დაუთოვებისთვის საჭირო პატარა ბალიში.
უთოობის გასაადვილებლად სარეცხი გაფენის წინ კარგად უნდა დაფერთხოთ და პერანგს და ბლუზას ყველა ღილი შეუკრათ.
სამოსი უკუღმა მხრიდან უნდა დაუთავდეს - განსაკუთრებით, მუქი ქსოვილის შემთხვევაში. წაღმა გაუთოვებისას ქსოვილმა შეიძლება, პრიალი დაიწყოს.
ორთქლის ფუნქცია მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოიყენეთ, თუ მწარმოებელს იარლიყზე აქვს მითითებული. ნუ ჩაატარებთ ექსპერიმენტებს, რადგან ასე შეიძლება ქსოვილი დააზიანოთ.
თუ მუქი ქსოვილის წაღმა მხრიდან დაუთოება აუცილებელია, გამოიყენეთ საუთოო ნაჭერი ან ეცადეთ, ხშირად ჩართოთ ორთქლის გამომშვები.
არ „გადააშროთ“ სარეცხი თოკზე და გახსოვდეთ, რომ ნოტიო თეთრეულის გაუთოვება გაცილებით ადვილია. 
რაც უფრო თხელია გასაუთოებელი ქსოვილი, მით უფრო სქელი უნდა იყოს ქსოვილის ქვეშ დასაფენი საუთოო ნაჭერი.

დაუთოების წინ ქსოვილი დაახარისხეთ მისი შემადგენლობის მიხედვით.
ბამბის ქსოვილი ცალკე, შალის - ცალკე და სინთეტიკური - ცალკე.
დაუთოებისას ბამბის ქსოვილიდან სინთეტიკაზე გადასვლა მოუხერხებელია, რადგან უთოს გაციებას უნდა ელოდოთ.
სანამ სინთეტიკური ქსოვილიდან დამზადებული სამოსის დაუთოებას დაიწყებდეთ, კარგად დააკვირდით იარლიყზე - შესაძლოა, იქ უთოს ამკრძალავი ნიშანი ნახოთ. თუ ასეთი რამ ვერ აღმოაჩინეთ, შეგიძლიათ მშვიდად შეუდგეთ საქმეს.
სინთეტიკისგან დამზადებული ქსოვილს დაუთოებისას არ ნამავენ, რადგან შეიძლება, ქსოვილზე ლაქები დარჩეს.
თუ სინთეტიკის ქსოვილი ძალიან გამომშრალია, ჯობია, ცოტა ხნით ნოტიო პირსაცხოცში გაახვიოთ და შემდეგ თბილი უთოთი გააუთაოოთ.


შალისა და ტრიკოტაჟის ქსოვილისგან დამზადებული სამოსი აუცილებლად უკუღმა მხრიდან და სველი ნაჭრის დახმარებით  დააუთოვეთ.


ბამბის თეთრეული სარეცხ თოკზე ბოლომდე არ გააშროთ, რადგან ნოტიო თეთრეულის დაუთოება გაცილებით იოლია.
ძალიან გამომშრალი თეთრეული დაუთოების წინ უნდა დანამოთ და სისველის თანაბრად გადასანაწილებლად, ცოტა ხნით პოლიეთილენის პარკში მოათავსოთ.
ასე გაცილებით ადვილად დააუთოებთ.



ხელოვნული აბრეშუმისგან დამზადებული სამოსი გარეცხვის შემდეგ უმჯობესია, თოკზე დაფენის ნაცვლად, ნესტის შემწოვ ქსოვილში გაახვიოთ და შემდეგ ზომიერად გაცხელებული უთოთი დააუთოოთ. 


ნეილონისა და კაპრონის ქსოვილი საერთოდ არ უთოვდება.
ამ ქსოვილისგან დამზადებული სამოსი გარეცხვის შემდეგ ოდნავ გაწურეთ, დაფერთხეთ და გაფინეთ.


ბამბის ქსოვილისგან და ღია ფერის აბრეშუმისგან დამზადებულ სამოსი უნდა დააუთოოთ ნოტიო მდგომარეობაში, წინა მხრიდან. მუქი ფერის აბრეშუმი კი პირიქით - უკუღმა მხრიდან.


ბოჭკოვანი ქსოვილისგან დამზადებულ მასალას მშრალად  ან ოდნავ დასველებული ტილოს დახმარებით აუთოებენ.


მამაკაცის პერანგის გაუთოება განსაკუთრებულ სიფაქიზეს და გამიოცდილებას მოითხოვს, რადგან შესაძლოა, თქვენს რჩეულს ნებისმიერმა მცირე ნაკეცმა ხასიათი წაუხდინოს.
დაუთოების გასაადვილებლად გარეცხილ პერანგს საკიდზე აშრობენ.
სასურველია, დაუთოვების დაწყებამდე პერანგი ბოლომდე მშრალი არ იყოს.
თუ ეს არ მოხერხდა, პერანგი პულივიზატორით დანამეთ და ცოტა ხნით პოლიეთილენის პარკში გააჩერეთ. დაუთოებას იწყებენ წვრილი დეტალებიდან.
იმისთვის, რომ წაღმა მხარეს წვრილი ნაკეცების გაჩენა  თავიდან ავიცილოთ, საყელოს და მანჟეტებს ჯერ უკანა, შემდეგ წაღმა მხრიდან აუთოებენ.
თუ პერანგის გაუთოება ისე გინდათ, რომ სახელოებს ზოლები არ დაეტყოს, მაშინ პატარა საუთოო ბალიშის ან დაფის გამოყენება მოგიწევთ.
დანამული პერანგის უთოობა დაიწყეთ ზურგის მხრიდან და ამის შემდეგ გადადით წინა მხარეებზე.


შარვლის დაუთოება უნდა დაიწყოთ შიდა მხრიდან.
დააუთოვეთ ყველა ნაკერი, ნაკეცი და ჯიბე.
წაღმა მხარეზე გადმობრუნების შემდეგ ჯერ დააუთოვეთ შარვლის ზედა ნაწილი და საქამრე, შემდეგ შარვალი სიმეტრიულად შუაზე გადაკეცეთ და „შიგნიდან გარეთ“ დააუთოვეთ.
თუ გინდათ, რომ შარვალს მკვეთრი ნაკეცები ჰქონდეს, საუთოო ნაჭერი დაასველეთ ძმრიან წყალში (პროპორცია -1 ჩაის კოვზი ძმარი, 1/2ლ. წყალზე).
ქსოვილს უთო მანამდე არ მოაშოროთ, სანამ საუთოო ნაჭერი სრულიად არ გაშრება.
თუ გინდათ, რომ შარვალმა ნაკეცები დიდხანს შეინარჩუნოს, ქაოვილი შიდა მხრიდან სახამებლიანი წყლით დაასველეთ და ისე გააუთოვეთ.
უთოს სახამებლის კვალს ადვილად მოაცილებთ, თუ მშრალი მარილით გაწმენდთ.


შეიძლება, არ დაიჯეროთ, მაგრამ ქსოვილიდან უთოს დამწვრობის კვალის ამოყვანა სრულიად რეალურია, თუ დამწვრობა ძალიან ძლიერი არ არის.
უთოსგან დამწვარი ადგილი დაასველეთ და საჭმელი სოდა მოაფრქვიეთ.
ქსოვილი ამ მდგომარეობაში  რამდენიმე საათით დატოვეთ, რთა სოდა ქსოვილს კარგად გაუჯდეს.
შემდეგ აიღეთ ჯაგრისი, ღრუბელი, პირსახოცი და დაიწყეთ დამწვარი ადგილის ფაქიზად გაწმენდა.
თუ შეატყვეთ, რომ ლაქა გაღიავდა, ქსოვილი წყალში გაავლეთ და პროცედურა თავიდან გაიმეორეთ. სოდის ნაცვლად შეგიძლიათ, ძმარი ან ლიმონმჟავა გამოიყენოთ, მხოლოდ იმ განსხვავებით, რომ მათი ქსოვილზე გაჩერება მხოლოდ რამდენიმე წუთით შეიძლება.
ახლა თქვენ უკვე იცით, როგორ ამოიყვანოთ ქსოვილიდან უთოსგან დატოვებული დამწვრობის კვალი.

გაიმარტივეთ ცხოვრება ჩვენი რჩევებით!


 
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?