1. მინის გაწმენდა - თეთრი ღვინო შესანიშნავად წმენდს ფანჯრებსა და მინებს. სუფთა ნაჭერს ცოტაოდენი ღვინო დასხით და მინები გაწმინდეთ. პროცედურის ბოლოს მინები სუფთა ნაჭრით ან გაზეთით გააპრიალეთ.
2. სახის ნიღაბი - შავი და წითელი ღვინო დიდი ოდენობით ამინომჟავებს შეიცავს. ამინომჟავა კი შესანიშნავი ანტიოქსიდანტია, რომელსაც შეუძლია, სახის კანს სიგლუვე და სიმკვრივე მიანიჭოს. პერიოდულად გაიწმინდეთ სახე შავ ღვინოში დასველებული ბამბის ტამპონით. აცადეთ გაშრობა და შემდეგ ჯერ ცხელი, შემდეგ კი ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
3. ლაქების ამოყვანა - მშრალ, თეთრ ღვინოს შეუძლია, ტანსაცმლიდან და ავეჯიდან შავი ღვინის ლაქები ამოიყვანოს. ამას კი ალკოჰოლში შემავალი მაღალი მჟავიანობის წყალობით ახერხებს. შეურიეთ თეთრ ღვინოში ცოტაოდენი სოდა და ცხიმის ლაქების ამოყვანასაც მარტივად მოახერხებთ.
4. თმის ლოსიონი - წითელი ღვინო შეიცავს ბუნებრივ ფიტოალექსინს, რომლებიც ცვენას აჩერებს და თმას ელასტიკურობასა და სირბილეს ანიჭებს. შემთხვევითი არაა, რომ იტალიელი ქალები დაბანის შემდეგ თმაზე წითელ ღვინოს ივლებენ. თქვენც სცადეთ და შედეგით კმაყოფილი დარჩებით.
5.დეზინფექცია - მშრალ ღვინოს ანტიმიკრობული თვისებები აქვს, ამიტომ მას ბაქტერიებისა და მიკრობების გასანეიტრალებლად იყენებენ. კვლევის შედეგებმა აჩვენა, რომ მშრალი ღვინო ისეთივე წარმატებით ახერხებს დეზინფექციას, როგორც წყალბადის ზეჟანგი. კარგად გარეცხილ ხილს წყალგარეულ ღვინოს თუ გადაავლებთ, ბაქტერიებისა და მიკრობების კვალიც კი არ დარჩება.
6. ხილის პარაზიტების ხაფანგი. ვაშლის ძმარი ხილის პარაზიტებისგან განთავისუფლების ცნობილი საშუალებაა, თუმცა, აღმოჩნდა, რომ მათ ღვინის სუნიც არანაკლებ იზიდავთ. ჩაასხით ღვინო ჭიქაში და მასში ქაღალდის ძაბრი ჩაუშვით - ისე, რომ ღვინოში ჩასულმა პარაზიტებმა უკან ამოსვლა ვეღარ მოახერხონ.
7. სისხლნაჟღენთებისა და დაბეჟილობის მკურნალობა. ღვინო შეიცავს ანტიოქსიდანტებსა და ფლავონოიდებს, რომლებსაც შეუძლიათ, სისხლნაჟღენთებისა და დაბეჟილობის მკურნალობა დააჩქარონ. გახსოვდეთ, მსგავსი ხასიათის დაზიანებებისას ყინული თუ ვერ იშოვეთ, ის შეიძლება, ღვინის კომპრესით ჩაანაცვლოთ.
8. სასუქი. გამოცდილმა მებაღეებმა იციან, რომ წითელი ღვინის რამდენიმე წვეთია საჭირო იმისთვის, რომ ნიადაგში სასარგებლო ბაქტერიების წარმოქმნის პროცესი გააქტიურდეს, რაც მცენარეებს სწრაფად ზრდაში დაეხმარება.
9. ათეროსკლეროზის დროს ნახევარ ლიტრ ღვინოს აზავებენ ცივი, ანადუღარი წყლით (პროპორცია 1/3 ღვინო და 2/3 წყალი) და დღეში რამდენჯერმე მიირთმევენ.
სცადეთ არატრადიციული მეთოდებით ღვინის გამოყენება და დარწმუნდებით, რომ ეს არა მხოლოდ გემრიელი და სასარგებლო სასმელი, არამედ მშვენიერი სასუქი, წამალი და სახლის დასუფთავების საშუალებაა.