1. მდოგვის ფხვნილი უსაფრთხო და ეფექტური საშუალებაა ცხიმიანი ჭურჭლის გასარეცხად. დააყარეთ ქვაბს ან ტაფას 2-3 ჩაის კოვზი მდოგვის ფხვნილი და 10 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ ჩვეულებრივი წესით გარეცხეთ და ნახავთ, რომ ჭურჭელზე ცხიმის ნასახიც აღარ დარჩა. იმავე წესით შეგიძლიათ, გარეცხოთ ცხიმიანი თეფშები და დანა-ჩანგალი: მდოგვის ფხვნილი წყლით ისე გააზავეთ, რომ ფაფისებრი მასა მიიღოთ. მიღებული მასა ჭურჭელს წაუსვით და რამდენიმე წუთის შემდეგ გარეცხეთ. შედეგით ნამდვილად კმაყოფილი დარჩებით.
2. მდოგვის ფხვნილი აბაზანისა და ნიჟარების გასარეცხი ბუნებრივი საშუალებაა. გარდა იმისა, რომ კარგად ათეთრებს და ასუფთავებს, ანტისეპტიკური თვისებების წყალობით ის სპობს ყველა მავნე მიკრობსა და ბაქტერიას.
3. მდოგვი უკვალოდ სპობს რძის ბოთლებში, თერმოსებსა და ქილებში გაჩენილ უსიამოვნო სუნს. ჩაყარეთ ცოტაოდენი მდოგვის ფხვნილი ჭურჭელში, დაასხით მდუღარე წყალი და კარგად შეაჯანჯღარეთ. შემდეგ ცივი წყალი გამოავლეთ და მორჩა. უსიამოვნო სუნის ნასახი აღარ დარჩება.
4. მდოგვის ფხვნილს მებაღეები და მეყვავილეები ხშირად მღრღნელებისა და მავნებლების წინააღმდეგ ბრძოლისთვის იყენებენ. თუ გსურთ, რომ თქვენს მცენარეებს ჭიაყელები, ხოჭოები და სხვა მავნებლები ვერასოდეს მიეკაროს, 100 გრ. მდოგვის ფხვნილი გახსენით 10 ლიტრ წყალში და მცენარის ფოთლებსა და ძირებზე მიასხურეთ.
5. მდოგვს დიდი ხანია იყენებენ გაციების სამკურნალოდ. ლარინგიტის, ბრონქიტისა და პნევმონიის დროს, ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული სამკურნალო საშუალება სწორედ მდოგვის საფენებია.
6. მდოგვის ფხვნილს გაციების პრევენციაც შეუძლია. თუ გრძნობთ, რომ ცივდებით, გირჩევთ, დაძინების წინ მდოგვის აბაზანა გაიკეთოთ: ჯამში ჩაასხით მდუღარე წყალი, ჩაყარეთ 3-4 კოვზი მდოგვის ფხვნილი და 5 წუთით ფეხები ჩააწყვეთ. ამის შემდეგ ფეხზე თბილი წინდები ჩაიცვით და ლოგინში ჩაწექით. გაციების ყველა სიმპტომი უკვალოდ გაქრება.
7. მდოგვის სავლები ეფექტური დამხმარე საშუალებაა ყელის ტკივილის დროს. 1 სუფრის კოვზი მდოგვის თესლი, ნახევარი ლიმონის წვენი, 1 სუფრის კოვზი ლიმონის წვენი და 1 სუფრის კოვზი თაფლი კარგად აურიეთ მეოთხედ ჭიქა მდუღარე წყალში, 15 წუთი გააჩერეთ და ყელში გამოივლეთ.
8. მდოგვის ფხვნილის თბილი აბაზანა ეფექტურია სახსრების ტკივილისას. სანამ წყალში ჩაწვებოდეთ, ჩაუშვით 2 სუფრის კოვზი მდოგვი, 1 სუფრის კოვზი მარილი და თქვენი საყვარელი ეთერზეთის რამდენიმე წვეთი.
9. მდოგვი შესანიშნავად კურნავს კანის დამწვრობას. დაზიანებული ადგილი რამდენიმე წუთით ცივ, გამდინარე წყალს მიუშვირეთ და შემდეგ მდოგვი წაისვით. ასე ტკივილსაც მოიხსნით და წყლულოვანი ბუშტების გაჩენის შანსიც შემცირდება.
10. ხალხური კოსმეტოლოგია მდოგვის ნიღბებს სისხლის მიმოქცევისა და სახის ფერის გასაუმჯობესებლად იყენებს. 2 სუფრის კოვზი მდოგვის ფხვნილი 1 ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთითა და ცოტაოდენი წყლით გააზავეთ. მიღებული ფაფა სახეზე წაისვით და 10 წუთით გაიჩერეთ. სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და რომელიმე მკვებავი მალამო გადაისვით.
11. მდოგვისგან შეგიძლიათ, დაამზადოთ უნივერსალური ნიღაბი ნებისმიერი ტიპისა და ასაკის კანისთვის. კანგაცლილი კიტრი წვრილ სახეხზე გახეხეთ და 2 ჩაის კოვზი ნებისმიერი სამკურნალო მცენარის ნაყენი დაუმატეთ (შეიძლება გვირილას, სალბის ან შვიტას გამოყენება). მიღებულ მასაში ჩაუშვით ღრუბელივით ათქვეფილი კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი მდოგვი და კარგად აურიეთ. თუ თხელი მასა გამოგივიდათ, ცოტაოდენი შვრიის ფანტელი დაუმატეთ. მზა ნიღაბი წინასწარ გასუფთავებულ, სველ კანზე წაისვით და 5-7 წუთით გააჩერეთ. ამის შემდეგ ჯერ თბილი და შემდეგ ცივი წყლით ჩამოიბანეთ.
12. მდოგვი კარგად ბანს თმას, ეხმარება ზრდაში და ძლიერსა და მბზინვარეს ხდის. თუ თქვენი თმა კარგად რეაგირებს მდოგვის შემადგენლობაზე, მისგან მიღებული სარგებელი უზარმაზარი იქნება. თუ გსურთ, რომ თმას ქიმიური საშუალებები არ მიაკაროთ, 2-3 სუფრის კოვზი მდოგვი 1 ლიტრ წყალში გახსენით და ამ ხსნარით თმა კარგად დაიბანეთ. პროცესის ბოლოს, ეფექტის გასაძლიერებლად, ჭინჭრის, მრავალძარღვას ან გვირილას ნაყენი გადაივლეთ.