ის, რაც კიტრის შესახებ აქამდე არ იცოდით...

რჩევები დიასახლისებს

22 ივნისი 12:00, 2016 წელი

ეს გემრიელი ბოსტნეული შეიძლება გამოიყენოთ საოჯახო საქმიანობაში ქიმიური ფხვნილების ნაცვლად, სტრესულ სიტუაციებში დასამშვიდებლად, ცელულიტისთვის თავის დასაღწევად და თუ როგორ, ამაზე სტატიაში მოგახსენებთ.

1. თუ შხაპის მიღებამდე, აბაზანის სარკეს კიტრით გაწმენდთ, ის აღარ დაიორთქლება.


2. კიტრი კარგად წმენდს პლასტიკატისგან დამზადებულ ნივთებს. თუ ქიმიური საშუალებებით კანი გიღიზიანდებათ, გირჩევთ, პლასტიკატის ჭურჭელი, გაზქურის სახელურები და ჯამები კიტრის ნაჭრით გაწმინდოთ, შემდეგ კი ნაჭრით გაამშრალოთ.

3. კიტრის ნაჭერს აბეზარი მწერების დაფრთხობა შეუძლია. წვრილად დაჭრილი კიტრი მოათავსეთ ალუმინის ჭურჭელში და მწერების თავშეყრის ადგილზე დადგით. ალუმინთან რეაქციაში შესვლის შემდეგ კიტრი გამოსცემს სუნს, რომელიც მწერებს ძალიან აღიზიანებს და ამ ადგილს აღარასოდეს მიეკარებიან.

4. კიტრი კარგად აპრიალებს ფეხსაცმელს. თუ მნიშვნელოვან შეხვედრაზე მიიჩქარით და კარადაში ფეხსაცმლის საცხი ვერ აღმოაჩინეთ, ფეხსაცმელი შუაზე გაჭრილი კიტრით გააპრიალეთ.

5. არ დაიჯერებთ, მაგრამ კიტრის დახმარებით შესაძლებელია კარის დაზეთვა. წაუსვით კიტრის წვენი კარის ლითონის დეტალებს და კარის ჭრაჭუნი აღარ შეგაწუხებთ.

6. კიტრის რბილობს საშლელზე უკეთ ამოჰყავს ქაღალდიდან ბურთულიანი კალმით ნაწერის კვალი. კიტრის ნაჭერი კარგად წაუსვით ნაწერზე და შედეგს თავად ნახავთ. 


7. კიტრი ეხმარება კანს ცელულიტისგან განთავისუფლებაში. დააბლენდერეთ კიტრი და ორი კვირის განმავლობაში, ყოველ საღამოს პრობლემურ ადგილებზე დაიდეთ. შედეგით კმაყოფილი დარჩებით.

8. კიტრი ამშვიდებს და ათავისუფლებს სტრესისგან. დაჭერით კიტრი ნაჭრებად, ჩაყარეთ მდუღარე წყალში და ორთქლი შეისუნთქეთ. მნიშვნელოვანი გამოცდის წინ ეს ნერვიულობის დაძლევაში დაგეხმარებათ. 

საკნატუნო ამბები

მამიკოები და მათი პატარები (15 ფოტო)

მამიკოსთან ერთად ფოტო ან ძალიან ემოციური, ან ძალიან სასაცილო გამოდის. ასე არ არის?
საკნატუნო ამბები

ინტიმური ილუსტრაციები, რომლებიც შეხების ცდუნებას გადმოსცემს (20 ფოტო)

„ჩემს გულში მეყოლები, სანამ შენს ჩახუტებას ვერ შევძლებ“, - ასე უწოდა საკუთარ ემოციურ პროექტს ილუსტრატორმა ფრიდა კასტელიმ.
დღის ჰოროსკოპი

22 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
არაჟურნალისტურ ამპლუაში

გოდერძი შარაშია: „facebook-ის საინტერესო და უცნობი მეგობრები სახლში დავპატიჟე“

„რომ არ ვყოფილიყავი ჟურნალისტი, ვიქნებოდი არქეოლოგი, ექთანი ან სასურსათო მაღაზიის გამყიდველი“, - დღეს „არაჟურნალისტური ამპლუის" კითხვარს ჟურნალისტი გოდერძი შარაშია პასუხობს.
ჰოროსკოპი

22-29 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი ქეთი ვაწაძისგან

გთავაზობთ კვირის ზოგად მიმოხილვას, ზოგად ტენდენციებს და შეგახსენებთ, რომ უფრო კონკრეტული სურათის შედგენა, ვის როგორი პერიოდი ელოდება, მხოლოდ პირადი რუკის ანალიზით არის შესაძლებელი.
საკნატუნო ამბები

როგორი იქნებოდა ტარანტინოს რეჟისორობით გადაღებული მულტფილმები?

სილვან სარაიჰი იგივე, როგორც თოჰაფი, ფრანგი ხელოვანია. ამჯერად სილვანმა ყურადღება ბავშვობის საყვარელ ისტორიებს მიაპყრო და ისინი ტარანტინოს ფილმების უარყოფით პერსონაჟებად აქცია. შეგიძლიათ ამაში თავად დარწმუნდეთ!
საკნატუნო ამბები

ვინ არის ეს კაცი და საიდან ჰყავს ამდენი ცნობილი მეგობარი?

ეს შეკითხვა აუცილებლად გაგიჩნდებათ, თუკი ინდონეზიელი ფოტოგრაფის სიაჰრილ რამადჰანის „ინსტაგრამს“ დაათვალიერებთ.  
საკნატუნო ამბები

გაქვთ პასპორტში ასეთი შტამპები?

საბაჟოს გასავლელად გრძელ რიგში დგომა არავის უყვარს, თუმცა ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება პასპორტში ისეთი კრეატიული შტამპი ჩაგირტყან, კარგად გამხიარულდეთ.
იცით თუ არა...

სად გაქრა ავსტრალიის პრემიერი? - საიდუმლო, რომელიც ვერავინ ამოხსნა

ავსტრალიის რიგით მე-17 პრემიერ-მინისტრის გაუჩინარება მეოცე საუკუნის ერთ-ერთი დიდი საიდუმლოა, რომელიც დღემდე ვერავინ ამოხსნა. ჰაროლდ ჰოლტი 27 წლის იყო, როცა ავსტრალიის პარლამენტის წევრი გახდა და მთლიანობაში, პარლამენტში 32 წელი გაატარა. 
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს ნიშნების რეიტინგი - ვინ როგორ შეიცვლება სიყვარულისთვის?

ადამიანი ისეთი უნდა გიყვარდეს, როგორიც არის. ეს აქსიომაა. ამასთანავე, ყველას უნდა შეეძლოს სიყვარულისთვის კომპრომისზე წასვლა. მოდი, ვნახოთ, რამდენად არიან მზად ცვლილებებისთვის ზოდიაქოს სხვადასხვა ნიშნები.
FUN-ტესტი

აირჩიეთ კაბა და ნახეთ შესაბამისი პასუხი

იცით, რომ სამოსის მიხედვით ადამიანის ხასიათის განსაზღვრა შეიძლება?! 
კულინარია

ევროპის საუკეთესო ტორტი „ესტერხაზი“

ავსტრია-უნგრეთის იმპერიის ცნობილი დიპლომატის, პრინც ესტერხაზის პატივსაცემად შექმნილი დესერტი 200 წელზე მეტია, ავსტრიული და უნგრული სამზარეულოს სიამაყეა. მსოფლიოში „ესტერხაზის“ ბევრი რეცეპტი არსებობს. ჩვენ ერთ-ერთ მარტივად მოსამზადებელს შემოგთავაზებთ.