წვრილად დაჭრილი კომბოსტოს მწნილი ბულგარულად

რჩევები დიასახლისებს

7 ნოემბერი 12:00, 2016 წელი

ზოგიერთს ჰგონია, რომ წვრილად დაჭრილი კომბოსტოს მწნილი რუსული სამზარეულოს შემადგენელია, თუმცა ეს ასე არ გახლავთ. ამ უგემრიელეს პროდუქტს კარგად იცნობენ უკრაინის, ბელორუსის, ბულგარეთის, გერმანიის, პოლონეთისა და ჩეხეთის სამზარეულოები. კომბოსტოს მწნილი აადვილებს საჭმლის მონელების პროცესს და ვიტამინებით ღარიბი ზამთრისა და გაზაფხულის მნიშვნელოვან კვების პროდუქტად მიიჩნევა. 

უმ კომბოსტოსთან შედარებით, კომბოსტოს მწნილი C ვიტამინის გაცილებით მეტ რაოდენობას შეიცავს. ასე რომ, თუ გსურთ, თქვენი ოჯახის წევრები ზამთრის პერიოდისთვის აუცილებელი ვიტამინებით მოამარაგოთ, საქმეს შეუდექით.

3-ლიტრიანი ქილისთვის საჭირო პროდუქტები:


კომბოსტო - 3 კგ.
მარილი - დაახლოებით, 50 გრ.
სტაფილო - 2 ცალი.


მომზადების წესი:


კომბოსტო და სტაფილო კარგად გარეცხეთ და გაასუფთავეთ.
ამის შემდეგ კომბოსტო ჩვეულებრივი ან სპეციალური დანის საშუალებით წვრილად დაჭერით.
ცალკე ჯამში გახეხეთ სტაფილო, დაუმატეთ მარილი და კომბოსტოსთან ერთად აურიეთ.
წინასწარ გარეცხილ ქილაში კომბოსტოსა და სტაფილოს ნარევი მჭიდროდ მოათავსეთ. შემდეგ კი ხელის დაჭერით, ბოლომდე გაავსეთ.
ქილას თავზე სანახევროდ დაახურეთ, ღრმა ჯამში ჩადგით და დუღილის პროცესის დასრულებამდე (სამი-ოთხი დღე) ოთახის ტემპერატურაზე დატოვეთ. ქილა დღეში რამდენჯერმე შეანჯღრიეთ და გრძელი დანის ან ხის ჩხირის დახმარებით დაჩხვლიტეთ, რათა დაგროვილი აირებისგან განთავისუფლდეს.
3-4 დღის შემდეგ, ქილას პლასტმასის თავსახური დაახურეთ და მაცივარში შედგით, სადაც დუღილის პროცესი დასრულდება.

გემრიელად მიირთვით!

დღის ჰოროსკოპი

21 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!
საკნატუნო ამბები

„პერფექციონისტის სამოთხე“, რომელსაც თვალს ვერ მოსწყვეტთ

იდეალური წესრიგი ყოველთვის ადამიანის ნახელავი არ არის, ეს ბუნებასაც არანაკლებ ემარჯვება...
საკნატუნო ამბები

ცნობილები, რომლებიც ერთი ასაკის აღმოჩნდნენ

ზოგიერთი ვარსკვლავის თანატოლობა მართლაც დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტი ჯიუტია...
იცით თუ არა...

ამ ქალმა კიბოს დამარცხების შემდეგ უცნაური უნარი შეიძინა

ეს ახალგაზრდა ქალი ბრიტანელი ჯენი ო'შეაა. მას თეძოს მიდამოებში ავთვისებიანი სიმსივნე ჰქონდა. ოპერაციის დროს ექიმებმა ქალს თეძოს მარჯვენა ნახევარი მთლიანად ამოკვეთეს და რბილი ქსოვილები პროთეზით შეცვალეს.
თემატური ჰოროსკოპი

ზოდიაქოს სამი ნიშანი, რომელსაც 2018 წელს კარიერაში წინსვლა ელოდება

ყოველ წელს პლანეტები და ვარსკვლავები გარკვეული წესით ლაგდებიან და ამით ზოგს წარმატებას უქადიან, სხვებს კი ცხოვრებას ურთულებენ. ნახეთ, თქვენც გაგიმართლებთ თუ არა 2018 წელს კარიერაში.
საკნატუნო ამბები

ამ 4 ქალიდან რომელია ყველაზე ასაკიანი?

ამ კითხვაზე პასუხით თქვენი ფსიქოტიპის განსაზღვრა შეიძლება. როცა შეიტყობთ, რას მალავს თქვენი „მე“, გაოცებული დარჩებით.
სიყვარულის ისტორიები

მოდელები, რომლებმაც სიყვარულის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს

მოდის სამყარო რეალობაში სულაც არ ჰგავს ზღაპარს. ამ ლამაზ გოგოებსაც გამოუცდიათ უიღბლო სიყვარული, ღალატი, წარუმატებლობა. მათთვის უცხო არ არის დეპრესია და სულიერი აშლილობები. ზოგიერთები ამასთან გამკლავებას ახერხებენ, ზოგიერთები - ვერა...
თავსატეხი

რომელია განსხვავებული?

ამ ლარნაკებიდან ერთ-ერთი დანარჩენებისგან მოხატულობით განსხვავდება. შეძლებთ მის პოვნას? 
საკნატუნო ამბები

საბავშვო საძინებლები, რომელთა იდეა და დიზაინი აუცილებლად მოგნუსხავთ (20 ფოტო)

აქ არა მხოლოდ ბავშვები, არამედ უფროსებიც სიამოვნებით მოეწყობით, მით უფრო, თუ „სიმაღლეზე" ყოფნა გიყვართ.
საკნატუნო ამბები

ქალის ინტიმური ზონა: მოვლის 5 წესი, რომელიც უნდა დაიმახსოვროთ

ქალების უმეტესობა ინტიმური ზონის მოვლას დიდ დროს ანდომებს, თუმცა აქ მთავარია, რამდენად სწორად აკეთებთ ამას...
დღის ჰოროსკოპი

20 იანვრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 იანვრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!