წიგნების სერია ევროკავშირის და ევროპის საბჭოს ერთობლივი პროექტის ფარგლებში გამოიცა, რომლის მიზანია, დაეხმაროს პედაგოგებსა და მშობლებს, უკეთ გააცნობიერონ ბავშვის განვითარების ინდივიდუალურობა და პატარები წარმატებით მოამზადონ სკოლისთვის.
წიგნების გადაცემის ცერემონიალს მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგებელი მერაბ თოფჩიშვილი, მოადგილე აკიფ ალიევი, თვითმმართველობის თანამშრომლები, პროექტის ოფიცერი მარიამ წიქორიძე და ა(ა)იპ ბაგა– ბაღების ხელმძღვანელი ზაურ ქარამოვი ესწრებოდნენ.
ამ ეტაპისთვის მარნეულის საბავშო ბაღები 2885 წიგნით მომარაგდა.
აღსანიშნავია, რომ წიგნების სერია „საბავშო ბაღებში“ შექმნილია „ადრეულ ასაკში სწავლისა და განვითარების სტანდარტების“ მიხედვით. სერიების თემების მრავალფეროვნება სკოლამდელ ასაკში ზოგადი ცოდნის ამაღლებას ემსახურება, მრავალფეროვანი სავარჯიშოები კი აზროვნებისა და მოტორიკის განვითარებას უწყობს ხელს.