„მეფეებს ყოველივე ხელეწიფებათ“ - მათ შორის ორიგინალურად სიკვდილიც

საკნატუნო ამბები

14 აგვისტო 17:00, 2017 წელი

მოგითხრობთ მეფეებზე, რომელთაც არა მხოლოდ ორიგინალური, საკმაოდ უაზრო სიკვდილიც ხვდათ წილად... 

იაკობ II შოტლანდიელი, 1460 წელი: ზარბაზანი



იაკობ II მეფე ექვსი წლის ასაკში გახდა, მამის იაკობ I-ის შემდეგ. მამამისს იმქვეყნად გამგზავრებაში უმადური ნათესავები „დაეხმარნენ“. აღშფოთებულმა დიდებულებმა შეთქმული მეფის ნათესავები შეიპყრეს და სიკვდილით დასაჯეს, ტახტზე კი ბავშვი აიყვანეს. ეს ბავშვი საკმაოდ ჭკვიანი და გონებაგახსნილი აღმოჩნდა. სრულწლოვნების მიღწევის შემდეგ შოტლანდიის არმიის გარდაქმნა დაიწყო და იმდენად შედეგიანად, რომ რაღაც ორ წელიწადში ინგლისელების მიერ დაპყრობილი ტერიტორიები და სიმაგრეები უკან დაიბრუნა.
იაკობს განსაკუთრებით არტილერია აინტერესებდა და პირადად აკონტროლებდა ახალი ზარბაზნებისა და მათი სროლის მეთოდიკის დანერგვას. 1460 წელს, ინგლისელთა ხელში დარჩენილი ბოლო შოტლანდიური სიმაგრის - როკსბურგის ალყის დროს, 29 წლის იაკობი ზარბაზან „ლომის“ (მაშინ ზარბაზნებს საკუთარი სახელები ჰქონდათ) გვერდით იდგა და სროლას ხელმძღვანელობდა. „ლომი“ გასროლის მაგივრად აფეთქდა და ახალგაზრდა მეფე იმსხვერპლა.

კარლოს VIII, საფრანგეთი, 1498 წელი: ამბუაზის ციხე-დარბაზის კარის დირე



1498 წლის 7 აპრილის მშვენიერი შაბათი დღე იყო. 27 წლის მეფე ტრაპეზის შემდეგ სიმაგრის თხრილში ეშვებოდა, რათა ჩოგბურთის თამაშს დასწრებოდა. მეუღლესთან, ანა ბრეტონელთან ერთად მონარქი გალერეის გავლით გასასვლელისკენ მიემართებოდა. კარი დაბალი სიმაღლისა იყო. მეფემ თავი საკმარისად არ დახარა (ეტყობა, არ იყო ნაჩვევი) და დირეს ძლიერად მიარტყა. მეფე გონდაკარგული დაეცა. რამდენიმე წუთში გონზე მოვიდა და, თავბრუსხვევის მიუხედავად, ჩოგბურთის თამაშს ბოლომდე დაესწრო. თუმცა შემდეგში გონი კვლავ დაკარგა და მთელი ცხრა საათი სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზე იყო. ბოლოს აპოპლექსური დარტყმის შედეგად სიკვდილი დაფიქსირდა.


საბერძნეთის მეფე ალექსანდრე I, 1920 წელი: მაიმუნის ნაკბენი




პირველი მსოფლიო ომის დასრულების შემდეგ ინგლისელებმა თავიანთ მოკავშირეს, საბერძნეთის მეფე ალექსანდრე I-ს სუფთა სისხლის ნაგაზი ფრიცი აჩუქეს. მონარქს ძლიერ შეუყვარდა ძაღლი. ისინი ხშირად სეირნობდნენ ერთად. ერთხელაც სასახლის ბაღში სეირნობისას მებაღის სახლისკენ გაემართნენ. მებაღეს ორი გაწვრთნილი მაიმუნი ჰყავდა. ერთ-ერთი მაიმუნი ფრიცის მსხვერპლი გახდა. სცენა საშინელი იყო: ძაღლს მაიმუნი ყბებით ეკავა. მეფე მის გამოხსნას შეეცადა. მეორე მაიმუნმა კი ამ დროს მეფისთვის ორჯერ კბენა მოასწრო. ნაკბენი ფატალური აღმოჩნდა. ნერწყვთან ერთად ჭრილობაში ინფექცია მოხვდა და სეფსისი განვითარდა. 1920 წლის 29 ოქტომბერს 27 წლის ალექსანდრე I გარდაიცვალა.

ფრედერიკი, უელსის პრინცი, 1751 წელი: კრიკეტის თამაშის შემდეგ სისხლის მოწამვლა




ფრედერიკმა გამეფება ვერ მოასწრო - მამამისმა, ინგლისის მეფე გეორგ II-მ შვილზე სამი წლით მეტი იცხოვრა. პრინცი კრიკეტის თავგადაკლული მოთამაშე რომ არ ყოფილიყო, მეფობა არ ასცდებოდა.
დაბადებით ფრედერიკი გერმანელი იყო და 1727 წლამდე ჰანოვერში ცხოვრობდა. ბრიტანეთის მემკვიდრე პრინცის სტატუსის მიღებისთანავე ლონდონში გადავიდა. აქ ის სწრაფად ასიმილირებას შეეცადა და პოპულარული თამაშის - კრიკეტის თაყვანისმცემელი გახდა. ასპონსორებდა გუნდებს, დებდა ფსონებს, ესწრებოდა მატჩებს და, რაღა თქმა უნდა, თავადაც თამაშობდა. იგი თამაშთან დაკავშირებულ არცერთ მოვლენას უყურადღებოდ არ ტოვებდა. ერთ-ერთი თამაშისას მას ბურთი მოხვდა, რამაც აბსცესი (ჩირქგროვა) და შემდგომ სისხლის მოწამვლა გამოიწვია. 1751 წლის 6 მარტს ფრედერიკი ცუდად გახდა, 20 მარტს კი გარდაიცვალა.

ნავარის მეფე კარლოს II, 1386 წელი: მოახლემ სანთლის ალში დაწვა




1386 წელს მეფეს ჯანმრთელობა შეერყა - საქმე იქამდე მივიდა, რომ მას კიდურების ნორმალურად ხმარებაც კი აღარ შეეძლო. ექიმმა სამკურნალოდ ბრენდში დასველებულ ზეწარში გახვევა ურჩია.
მოახლემ მეფე ზეწარში გაახვია და ნაპირები ამოუკერა - ერთგვარი საძილე ტომარა გააკეთა. ყელამდე რომ მივიდა ზედმეტი ძაფის მაკრატლით შეჭრას მოერიდა, მეფე არ გავკაწროო და სანთლის ალით მოწვა გადაწყვიტა. ბრენდით გაჟღენთილი ზეწარი აალდა. ნავარის მეფე კარლოს II 1387 წლის 1 იანვარს ბრენდის, ძაფისა და სანთლის გამო ცოცხლად დაიწვა.

ცინ შიჰუანდი, ჩვენს ერამდე 210 წელი: ვერცხლისწყალი დალია



დიდმა იმპერატორმა მებრძოლი სამეფოების ეპოქა დაასრულა და ჩინეთის ცენტრალიზებული სახელმწიფო შექმნა. მის სახელს უკავშირდება ჩინეთის დიდი კედლის, ლინციუის არხის და ეპანის სასახლის მშენებლობა. იმპერატორს ყველაზე მეტად სიკვდილის ეშინოდა და უკვდავების ელექსირის ძებნით იყო დაკავებული.
ქვეყანაში მგზავრობისას იგი ხვდებოდა ჯადოქრებს, შამანებსა და ექიმბაშებს. სიცოცხლის ელექსირის ძებნისას მეზობელ იაპონიაში ექსპედიციაც კი გაგზავნა. და აი, ჩვენს ერამდე 210 წლის 10 სექტემბერს დიდხანს ნანატრი ელექსირი სასახლეში აღმოჩნდა. ცი შიჰუანდიმ ელექსირი დალია და „უკვდავი“ გახდა - ელექსირის შემადგენლობაში ვერცხლისწყალი იყო.

მარტინ I, არაგონის, ვალენსიის, სარდინიის, კორსიკისა და სიცილიის მეფე, ბარსელონის გრაფი, 1410 წელი: სიცილით მოკვდა



ადამიანმა, რომლის სამფლობელოები მთელ ხმელთაშუა ზღვაში იყო მიმოფანტული, დაამტკიცა, რომ სიცილი ზოგჯერ კლავს.
1410 წლის 31 მაისს მონარქმა სასახლეში დღესასწაული მოაწყო. სტუმრებს მარტინი სადილითაც გაუმასპინძლდა და სანახაობითაც. მასხარას ხუმრობაზე, თითქოს მან ვენახში კუდით დაკიდებული ირემი ნახა „რომელიც ლეღვის ქურდობისთვის დასაჯეს“, მეფეს სიცილი აუტყდა, რომელიც ასფიქსიით დასრულდა. ხუმრობა რამდენად სასაცილო იყო, ეს სხვა საკითხია. მაშინ ადამიანები უფრო გულღია და მარტივები იყვნენ, არც ღრმა იუმორით გამოირჩეოდნენ.

ჰენრი II, საფრანგეთი,1559 წელი: რაინდთა ტურნირი



ე.წ. იტალიური ომები 65 წელი გრძელდებოდა. 1494 წლიდან 1559 წლამდე საფრანგეთი, ესპანეთი და რომის საღვთო იმპერია იტალიის დასაუფლებლად ომობდნენ. ომი ჰენრი II-ის დაბადებამდე დაიწყო და მისი დასრულება მას ერგო წილად. კატო-კამბრეზის ზავის დადება საფრანგეთის მეფის ყველაზე დიდი მიღწევა გახდა.
1559 წლის ივლისში ჰენრიმ ზავის დადება და თავისი ქალიშვილის, ელიზაბეტ ვალუას ქორწილი ერთ ზეიმად გააერთიანა. მის მშვენებად რაინდთა სამდღიანი ტურნირი უნდა ქცეულიყო. მეორე დღეს თავად მეფე გამოვიდა სარბიელზე და ნორმანდიელ გრაფ მონტგომერის შეერკინა. მონტგომერიმ შუბი მეფის მკერდს შეალეწა. შუბის ნამსხვრევი მეფეს სახეში შეერჭო. ექიმები რამდენიმე დღე ცდილობდნენ მის გადარჩენას, მაგრამ უშედეგოდ.

ფრიდრიჰ I ბარბაროსა, 1190 წელი: მუხლამდე მდინარეში დაიხრჩო



1190 წლისთვის სახელგანთქმული ჯვაროსანი 68 წლის იყო. ამის მიუხედავად, იგი თავის მესამე ჯვაროსნულ ლაშქრობაში გაემართა. წმინდა მიწისკენ მიმავალ გზაზე მან რამდენიმე სიმაგრე დაიპყრო (მათ შორის კონიას სიმაგრე). ბარბაროსას არმია მდინარე კადიკადნთან მივიდა (ახლანდელი გექსუ, თურქეთში). სომეხი მეგზურების დახმარებით ჯვაროსნებმა ფონი მოძებნეს და მდინარეზე გადასვლა დაიწყეს. მძიმე აბჯარმა იმპერატორს ორჯერ უღალატა: ჯერ სიმძიმის ცენტრი დაურღვია და ის მდინარეში ჩავარდა, ხოლო შემდეგ ფსკერისკენ გააქანა და ადგომის საშუალება არ მისცა. დანარჩენი ძლიერმა დინებამ დაასრულა: ლეგენდარული რაინდი 1 მეტრი სიღრმის მდინარეში დაიხრჩო.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?