20 მარტივი რჩევა, როგორ შეამციროთ ტკბილეულის ჭამა

საკნატუნო ამბები

14 აგვისტო 13:00, 2017 წელი

წესი პირველი: ვიდრე ამ ტექსტს ჩაიკითხავთ, ყველა დესერტი გვერდზე გაწიეთ...

1. დახარჯეთ დრო და დაწვრილებით შეისწავლეთ შაქრის მავნე გავლენა ორგანიზმსა და გარეგნობაზე. შესაბამისი ცოდნა უარის თქმას გაგიადვილებთ.
2. თუ ადრე ჩაიში ანდა ყავაში სამ კოვზ შაქარს ყრიდით, ახლა სცადეთ, ერთი კვირა ორი კოვზით გაძლოთ. 
3. წაიკითხეთ ეტიკეტები: 5 გრამი შაქარი 100 გრამ პროდუქტზე - ეს ბევრია. არ იყიდოთ.
4. აკრძალეთ ის საკვები, რომლის ინგრედიენტების პირველ სამეულში შაქარი შედის.
5. უარი განაცხადეთ პროდუქტებზე, რომლებიც „ოზათი“ ბოლოვდება: გლუკოზა, ფრუქტოზა, ლაქტოზა, დეკსტროზა. 

6. ოთხ საათზე მეტი არ გაატაროთ საკვებისა და წყლის გარეშე. მსუბუქ შიმშილსა და წყურვილზე პირველი რეაქცია რაიმე ტკბილის ჭამაა.
7. ნაკლები მლაშე მიირთვით. ზედმეტი მარილი არა მარტო წყურვილს იწვევს, არამედ ტკბილეულსაც მოგანდომებთ.
8. არ დააგროვოთ ემოციები. მოწყენილობისას ან სტრესისას შოკოლადი მოგინდებათ. ეს პრობლემას არ მოგიხსნით, ჯანმრთელობას კი ავნებს.
9. მეტი ბოსტნეული რაციონში! მაგალითად, პარკოსნები. ისინი სისხლში გლუკოზას აწონასწორებენ.


10. იყიდეთ ყველაზე „მოწყენილი“ პროდუქტები და თვითონ დაატკბეთ. ნატურალურ იოგურტში დაუმატეთ თაფლი. შვრიის ფაფას დაუმატეთ ხილი და კენკრა.
11. სახლში ტკბილი არ შეინახოთ.
12. სამუშაოზე მხოლოდ სასარგებლო პროდუქტი წაიღეთ.
13. შეზღუდეთ უბრალო ნახშირწყლები: პასტა, პური, თეთრი ბრინჯი, კარტოფილი.
14. აირჩიეთ კვირის ორი დღე, როცა შეგეძლებათ ტკბილეულის მიღება. ეს სხვა დღეებში გაძლების მეტ სტიმულს მოგცემთ.



15. გაზიანი სასმელის პატარა ქილა =10 ნატეხ შაქარს! წყურვილის მოსაკლავად გაცილებით უმჯობესია მინერალური წყალი, შიგ ჩაგდებული ფორთოხლის ნაჭრით ანდა ორი-სამი კენკრით.
16. მზად ხართ რადიკალური მოქმედებისთვის? უშაქროდ გაძლება ყველაზე ძნელი პირველი 72 საათია. შემდეგ შაქარი პრაქტიკულად აღარ მოგინდებათ.




17. მოძებნეთ სიამოვნების მიღების სხვა ხერხი: საინტერესო სამუშაო, საყვარელი მუსიკა ანდა სექსი.
18. კევის ღეჭვა კრუასანისა და ეკლერისგან „დაგიცავთ“.
19. არასდროს წახვიდეთ სუპერმარკეტში მშიერი! ამ დროს დიდი ალბათობით „მოგეწებებათ“ წვრილმანი ტკბილეული. ეს განსაკუთრებით სალაროს რიგში დგომისას ხდება. სწორედ ამიტომ სუპერმარკეტებში ამგვარი „წვრილმანი“ ტკბილეული სალაროსთანაა თავმოყრილი.
20. დაიძინეთ 7-9 საათი. მხნესა და ენერგიულს დამატებითი ენერგიის წყარო არ ესაჭიროება.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?