ბაბილონელ მათემატიკოსთა საიდუმლო (ვიდეო)

საკნატუნო ამბები

27 აგვისტო 19:00, 2017 წელი

სიდნეის უნივერსიტეტის მათემატიკოსებმა ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემონახული ბაბილონური თიხის ფირფიტის - Plimpton 322-ის დანიშნულება გაარკვიეს.

ბაბილონელმა მათემატიკოსებმა ბერძენ მათემატიკოს პითაგორაზე 1000 წლით ადრე დაადგინეს, რომ მართკუთხა სამკუთხედში ჰიპოტენუზის კვადრატი კათეტების კვადრატების ჯამის ტოლია. უცნობმა ბაბილონელმა გენიოსმა აიღო თიხის ფირფიტა და მასზე არა მარტო ეს თეორემა, არამედ მთელი რიგი ტრიგონომეტრიული ცხრილებიც დაიტანა. თანაც, მეცნიერთა მტკიცებით, ეს ცხრილები უფრო ზუსტია, ვიდრე ნებისმიერი თანამედროვე.


თიხის ფირფიტა მათემატიკოსებისთვის ცნობილია, როგორც Plimpton 322 და ეს სახელი მფლობელის, ამერიკელი ფილანტროპის ჯორჯ არტურ პლიმპტონის პატივსაცემად ეწოდა, რომელმაც ეს ფირფიტა 1922 წელს ანტიკვარ ედგარ ბენქსისგან შეიძინა და შემდეგ კოლუმბიის უნივერსიტეტს უსახსოვრა.

1930-იანი წლებიდან მოყოლებული, ეს 3700 წლის თიხის ფირფიტა კოლუმბიის უნივერსიტეტში ინახება. მეცნიერებს მისი წაკითხვის სურვილი მთელი ეს წლები არ ასვენებდათ და აი, მათ განაცხადეს, რომ ეს შეძლეს.

ეს თიხის ფირფიტა ყველაზე ძველ და მუშა ტრიგონომეტრიულ ცხრილებს წარმოადგენს. მათი აზრით, იგი ბაბილონელებმა შექმნეს და მათ მიერ ტაძრებისა და სასახლეების მშენებლობისას გამოიყენებოდა. მეცნიერთა აზრით, ფირფიტა გატეხილია და ის თავიდან 38 სტრიქონსა და ექვს სვეტს შეიცავდა. ახლა მას მხოლოდ ხუთი სვეტი აქვს.

„ფირფიტა არა მხოლოდ შეიცავს უძველეს ტრიგონომეტრიულ ცხრილებს, არამედ ეს ერთადერთი ზუსტი ტრიგონომეტრიული ცხრილია და მისი უნიკალურობა ბაბილონელთა არითმეტიკისა და გეომეტრიისადმი განსაკუთრებულ მიდგომაში მდგომარეობს. ბაბილონური მათემატიკა 3000 წელი მოდაში არ იყო, მაგრამ ახლა მისი პრაქტიკული გამოყენება შეიძლება გეოდეზიაში, კომპიუტერულ გრაფიკასა და განათლებაში. ეს იშვიათი მაგალითია, როცა ძველი სამყარო რაღაც ახალს გვასწავლის“, - ამბობს დენიელ მენფილდი სიდნეის უნივერსიტეტის მათემატიკისა და სტატისტიკის სკოლიდან.

ბაბილონური თიხის ფირფიტა 1000 წლით უფრო ძველია, ვიდრე ბერძენი ჰიპარქის ნაშრომები, რომელსაც ტრიგონომეტრიის ერთ-ერთ დამაარსებლად მიიჩნევენ.

„ეს თანამედროვე მათემატიკური კვლევებისთვის არა მარტო ახალ შესაძლებლობებს ხსნის, არამედ მათემატიკურ განათლებასაც ბევრ სიახლეს ჰპირდება. Plimpton 322-ზე ჩვენ ვხედავთ უფრო მარტივ, უფრო ზუსტ ტრიგონომეტრიას, რომელსაც თანამედროვე ნაშრომები აშკარად ჩამორჩება“, - დაუმატა მენსფილდმა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?