დიზელის ძრავის წარსული და აწმყო

საკნატუნო ამბები

31 აგვისტო 19:00, 2017 წელი

ბრაზილიის ტყეებში იზრდება ხე, რომლის ფისიც შეიძლება დიზელის საწვავად გამოიყენო... 

დღევანდელი მსოფლიოს წარმოდგენა შეუძლებელია დიზელის ძრავების გარეშე. თავის გაჩენას ეს ძრავა გერმანელ გამომგონებელ რუდოლფ დიზელს უნდა უმადლოდეს. ამ ადამიანის ცხოვრება რთული იყო. ხან აღმა მიდიოდა, ხანაც მტკივნეულად ენარცხებოდა. მის მიერ გამოგონებული ძრავის ბედიც ამგვარი აღმოჩნდა. დიზელის ძრავის გამომგონებელმა მოღვაწეობა პარიზში, მაცივრების მწარმოებელ ფირმაში თანაშემწედ დაიწყო, ხოლო უკვე ერთი წლის შემდეგ მისი ხელმძღვანელი გახდა. რუდოლფი ძლიერი შეკუმშვისა და გაფართოებისას აირების მდგომარეობას შეისწავლიდა. მას ეკუთვნის ყინულის მწარმოებელი დანადგარის პატენტი. მაგრამ გამომგონებელი ძრავებით იყო გატაცებული: იგი ქმნიდა ძრავებს საკერავი და სართავი მანქანებისთვის, ცდილობდა, ამიაკზე მომუშავე სატრანსპორტო საშუალებები შეექმნა. ეგ კი არა, ტრანსპორტისთვის მზის ენერგიის გამოყენებაზეც კი ფიქრობდა.



იმ დროს ორთქლის მანქანები იყო გავრცელებული. მაგრამ მათ დაბალი მარგი ქმედების კოეფიციენტი ჰქონდათ - მთელი თბური ენერგიის მხოლოდ 10% გარდაიქმნებოდა მექანიკურად. დიზელი შეეცადა, მექანიზმები გაეუმჯობესებინა და ორთქლის მაგივრად ამიაკის გამოყენება სცადა, რამაც მისი ჯანმრთელობა საკმაოდ შეარყია. რუდოლფი მიხვდა, რომ მუშაობის ეფექტურობა შეკუმშვის ზრდასთან ერთად იზრდებოდა, მაგრამ ზედმეტი შეკუმშვა საწვავის დროზე ადრე აალებას იწვევდა. გაჩნდა ახალი იდეა - საწვავის შეკუმშვის ბოლო ეტაპზე მიწოდება. პირველი ცდები წარუმატებელი აღმოჩნდა. ექსპერიმენტებით მან საჭირო ბალანსს მიაღწია და 1884 წელს მისი ძრავა ისე ამუშავდა, როგორც საჭირო იყო.



დიზელის ძრავა კარგად ანონსირებული იყო და ამან მის გამომგონებელს სიმდიდრე მოუტანა. მაგრამ აღმასვლა მალე დაღმართმა შეცვალა. დიზელის შემდგომი თითქმის ყველა ინვესტიცია წამგებიანი აღმოჩნდა. მისი ფინანსური მდგომარეობა სულ უფრო უარესდებოდა. მან გადაწყვიტა, სამუშაოდ ინგლისში გადასულიყო. 1913 წელს იგი ინგლისში მიმავალ ხომალდზე დაჯდა და... გაქრა.



სამაგიეროდ მის გამოგონებას აღმოაჩნდა ხანგრძლივი სიცოცხლე. მართალია, გამომგონებლის მცდელობა, თავისი ძრავა ავტომობილის კაპოტის ქვეშ ენახა, წარუმატებელი აღმოჩნდა, მაგრამ Mercedes-Benz-ის მიერ 1936 წელს გამოშვებული დიზელის ავტო რევოლუციურად აღიარეს.



დიზელის პირველი ავტომობილები ხმაურიანი და ძლიერ ვიბრაციულები იყვნენ. თუმცა 1965 წელს კომპანია Peugeot გახდა პირველი, რომელმაც დაამსხვრია დიზელის ძრავების სტერეოტიპი, როგორც ხმაურიანი, მოძაგძაგე და რაც მთავარია, ნელი ძრავის. მისმა დიზელისძრავიანმა ავტომობილმა რამდენიმე სიჩქარის რეკორდი დაამყარა. 1990-იანი წლებში კი, საერთოდაც, დიზელის ავტოების აყვავების ხანა დაიწყო. კონცერნ Fiat-ის მიერ შექმნილმა საწვავის შეშხაპუნების აკომულატორულმა სისტემა common rail-მა სენსაცია მოახდინა, ვინაიდან ამ ძრავის ყველა უარყოფითი თვისება გააქრო.



კამათი დიზელის ძრავის გარშემო დღესაც გრძელდება და არ ცხრება. ის, რომ დიზელის ძრავი ნაკლებად ხანძარსაშიში და უფრო ეკონომიურია, არავინ დაობს, მაგრამ მისი ეკოლოგიურობა კითხვებს ბადებდა. საბედნიეროდ, პროგრესი ერთ ადგილზე არ დგას - ბევრ ქვეყანაში შეიძლება ბიოდიზელის შეძენა, რომელსაც ნავთობპროდუქტების გარეშე აწარმოებენ. მეტიც, ბრაზილიის ეკვატორულ ტყეებში იზრდება ხე, რომლის ფისიც ყოველგვარი გადამუშავების გარეშე შეიძლება დიზელის საწვავად გამოიყენო. თუმცა ერთი ხე წელიწადში მხოლოდ 50 ლიტრ „საწვავს“ იძლევა. სამრეწველო წარმოებისათვის ეს რაღა თქმა უნდა ცოტაა, მაგრამ ფერმერები სავსებით ახერხებენ თავიანთი მოთხოვნილების დაკმაყოფილებას. და საერთოდ, ცოტამ თუ იცის, რომ ჯერ კიდევ 1900 წელს რუდოლფ დიზელი თავისი ძრავისთვის საწვავის მისაღებად მიწის თხილის ზეთის გამოყენებას აპირებდა და საცდელ ნიმუშზე ამ იდეის რეალიზაციას მიაღწია კიდეც.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?