მარნეულის მუნიციპალიტეტში მასშტაბური ინფრასტრუქტურლი პროექტები ხორციელდება

საკნატუნო ამბები

29 აგვისტო 15:52, 2017 წელი

მარნეულის მუნიციპალიტეტში წელს მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტები ხორციელდება.

ამ ეტაპისთვის   დასრულებულია  ალგეთის ადმინისტრაციულ ერთეულში 150 ბავშვზე გათვლი საბავშვო ბაღის მშენებლობა.

სასმელი წყლით უზრუნველყოფის მიზნით, სხვადასხვა პროექტების განხორციელება მუნიციპალიტეტში კვლავ გრძელდება.  

კონკრეტულად კი, სოფელ ქვემო სარალში მიმდინარეობს წყალსადენის სისტემის მოწყობა, რომლის ფარგლებში სოფელი დაიქსელება 15 კმ-ის მოცულობის პოლიეთილენის მილებით.

ასევე, პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ოჯახების ინდივიდუალური გამრიცხველიანება. 
პროექტი ხორციელდება რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის თანადაფინანსებით, რომლის საერთო ღირებულებაა 279 999 ლარი.
რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან, გამოყოფილია 151 199 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 128 800 ლარი.  სამუშაოები დასრულდება მიმიდინარე წლის 20 ოქტომბერს.

სასმელი წყლის ჭაბურღილის მოწყობის მასშტაბური პროექტი ხორციელდება სოფელ იმირში, რომელიც ამავე  ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებს: შულავერს, ახლომახმუდლოს, ენიკენდს, სეითგოჯალოს, ზემო სარალს, ქვემო სარალს, მარეთს, არაფლოსა და იმირს სასმელი წყლით მოამარაგებს და გადაიჭრება წლების განმავლობაში არსებული მწვავე პრობლემა, რომელიც სასმელი წყლის დეფიციტის გამო იყო გამოწვეული.

პროექტის განხორციელება ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით მიმდინარებს, რომლის სახელშეკრულებო ღირებულება, 507 000 ლარს შეადგენს. რეგიონებში განსახორციელებლი პროექტების ფონდიდან გამოყოფილია 273 678 ლარი,  ადგილობრივი ბიუჯეტიდან  კი 233 322  ლარი.

სამუშაოები დასრულდება მიმდინარე წლის ნოემბრის ბოლოს.

სასმელი წყლის რებილიტაციის პროექტი ხორციელდება სოფელ დამიაშიც.  პროექტის ფარგლებში დაგეგმილია სასმელი წყლის მილგაყვანილობის მოწყობა და მრიცხველების დამონტაჟება. აღსანიშნავია, რომ პროექტის დასრულების შემდეგ სოფელ დამიას ყველა მოსახლე, 102 კომლი, უზრუნველყოფილი იქნება სასმელი წყალის მიწოდებით. სასმელი წყლის პროექტი ადგილობრივი ბიუჯეტითა და რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანადაფინანსებით ხორცილედება, რომლის ღირებულებაც 107 000 ლარია.

საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგების მიზნით, მუნიციპალიტეტში წელს სხვადასხვა  მასშტაბური პროექტები ხორციელდება.

ამ ეტაპისთვის სადახლოს ადმინისტრაციული ერთეულის, სოფელ სადახლოში, შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტ/ბეტონის 2 113 მეტრი სიგრძის გზა.

შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები დაიწყო, შაუმიანის ადმინისტრაციულ ერთეულშიც. პროექტის ფარგლებში დაიგება 2 263 მეტრი სიგრძის გზა, სრულად მოასფალტდება №52, №20, №8  ქუჩები და №1  ქუჩის ნაწილი.  პროექტი ხორციელდება  რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდისა და ადგილობრივი ბიუჯეტის  თანადაფინანსებით.

გზის აღდგენის სამუშაოები  მიმდინარე წლის   ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება  კაპანახჩის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალ სოფლებში: სოფელ კაპანახჩში იგება 2 093 მეტრი სიგრძის გზა, სოფელ  I ქესალოში 1 349 მეტრის, II ქესალოში  1 855  მეტრი  სიგრძის  გზა, ხოლო სოფელ  ქეშალოში  1 365 მეტრი სიგრძის გზა. 

შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად  მიმდინარეობს სოფელ სადახლოში,   პროექტის ფარგლებში დაიგება ასფალტ/ბეტონის 2 113 მეტრი სიგრძის გზა.

პროექტი  ადგილობრივი ბიუჯეტისა და რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდის თანადაფინანსებით ხორციელდება, რომლის სახელშეკრულებო ღირებულებაც  329 642 ლარია.

რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან გამოიყო 178 007 ლარი, ადგილობრივი ბიუჯეტიდან კი 151 635 ლარი.

სამუშაოები ოქტომბრის ბოლოს დასრულდება.

ამ ეტაპისთვის  შიდა გზების მოწესრიგების სამუშაოები მიმდინარეობს სოფელ წერაქვსა და სოფელ სიონშიც. 

რა შეეხება ადგილობრივი ბიჯეტით დაფინანსებულ პროეტებს ამ ეტაპზე აქტირად მიმიდნარეობს  სოფელ ზემო სარალში შიდა გზების სარეაბილიტაციო სამუშაოები,  პროექტის ფარგლებში მოეწყობა 1200 მეტრი სიგრძის არმირებული რკინა/ბეტონის გზის საფარი.

პროექტი ხორციელდება ადგილობრივი ბიუჯეტით, რომლის ღირებულებაც 292 500 ლარია. პროექტის ფარგლებში დასაქმებულია 15 კაცი.

ეს იმ პროექტების არასრული ჩამონათვალია,  რომლის განხორციელებაც ამ ეტაპზე აქტიურად მიმდინარებს  და  იგეგმება მარნეულის მუნიციპალიტეტში,  მიმდინარე წელს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?