მსოფლიოში ყველაზე იშვიათი Ferrari გასაყიდად გამოიტანეს

საკნატუნო ამბები

5 სექტემბერი 16:00, 2017 წელი

ის შეგიძლიათ, 10 სექტემბერს Bonhams-ის აუქციონზე შეიძინოთ. აუქციონი ღიაა, დარეზერვებული ლოტები არ არის და ერთეულ ეგზემპლარად აგებულ Ferrari 328 Conciso-ს მიიღებს ის, ვინც ყველაზე მეტს გადაიხდის.

ყველაფერი 1985 წელს დაიწყო, როცა კომპანია Ferrari-მ 308 მოდელი 328-ით ჩაანაცვლა. იყო ორი ვერსია - Ferrari 328 GTB (კუპე) და Ferrari 328 GTS (ტარგა). დასახელება Ferrari-ის მეთოდით შეადგინეს: 328 ნიშნავდა „3,2-ლიტრიანი V8 ძრავა“. მთლიანობაში ავტომობილი ნულიდან არ შეუქმნიათ: ის 308-ის ბაზაზე ააგეს. გამოიყენეს მისი მოდიფიცირებული სივრცული კარკასი, რომელზეც ძარას პანელები მიამაგრეს. დიზაინი Scaglietti-სა გახლდათ.


ტექნიკური მახასიათებლებიდან კიდევ უნდა აღინიშნოს Bosch K-Jetronic-ის საწვავის მექანიკური მიწოდების და Marelli Microplex-ის ანთების სისტემა, დაჭირხვნის დონე 9,8:1-ზე და სიმძლავრე 270 ცხენის ძალა. ავტომობილზე 5-სიჩქარიანი გადაცემათა კოლოფი იდგა. ექსპერტებს მიაჩნდათ, რომ 328 - ეს Ferrari-ის ერთ-ერთი საუკეთესო მოდელი იყო.


მაგრამ იყო ერთი ადამიანი, რომელსაც 328-ე მოდელი არ მოსწონდა. მას ბერნდ მიჰალაკი ერქვა, ცნობილი გერმანელი ავტოფოტოგრაფი და მხატვარი იყო. მას სტუდიაც ჰქონდა - Bernd Michalak Design Studio, სადაც კონცეპტ-ავტოებს აპროექტებდა (უფრო სწორად, არტ-ავტოებს, ვინაიდან მისი ნამუშევრები „რკინაში“ რეალიზაციისთვის არ იყო განკუთვნილი). შემდგომში მანაც მოსინჯა ძალები, როგორც მწარმოებელმა და საკუთარი Michalak C7 შექმნა.


მოკლედ, მიჰალეკს სერიული 328 მოდელი არ მოსწონდა. ამიტომაც 1993 წელს მან 1989 წლის გამოშვების 328-ე მოდელი შეიძინა, რათა თავის გემოვნებაზე გადაეკეთებინა. ყველაფერი ზედმეტი მოხსნა - სახურავი საქარე მინა, კარები და საერთოდ ეს საზიზღარი ქარხნული ძარა. შემდეგ შეიმუშავა, შეუკვეთა და შასიზე ძარის საკუთარი ვერსია დააყენა, რომელსაც სახელად Conciso ეწოდა. იმავე წელს მან ავტომობილი ფრანკფურტის ავტოსალონზე წარადგინა.


სტუდია მზად იყო, კიდევ რამდენიმე Conciso დაემზადებინა, მაგრამ შეკვეთები არ ჩანდა. 1994 წელს ავტომობილი ჟენევაში აჩვენეს, სადაც Conciso-მ სილამაზის პრესტიჟულ კონკურს Eurosign Design Awards-ში მეორე ადგილი დაიკავა Bertone Blitz-ის შემდეგ და უკან ჩამოიტოვა Italdesign Nazca C2 - უფრო ძლიერი და მდიდარი კონკურენტის ავტომობილი.

2008 წელს მიჰალაკმა ავტომობილი eBay-ზე დადო და 160 000 დოლარად ინკოგნიტო მყიდველს მიჰყიდა.
და აი, 9 წლის შემდეგ ავტომობილი კვლავ გამოჩნდა. ამ ხნის მანძილზე მან 10 000 კილომეტრი გაიარა. ის ორიგინალზე ბევრად სწრაფია, ვინაიდან ახალი ძარა, ქარხნულთან შედარებით, 30%-ით უფრო მსუბუქია.


Ferrari 328 Conciso დღემდე მიჰალაკის სტუდიის სავიზიტო ბარათად რჩება. ის ავტოდიზაინში მისი უმაღლესი მიღწევაა.

  • ორიგინალი Ferrari 328 GTS

  • ყურადღება მიაქციეთ ორიგინალურ ჩაფხუტებს, რომლებიც ავტომობილს თან მოჰყვებოდა.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?