LEGO-ს ყველაზე იშვიათი კომპლექტები - დაათვალიერეთ, იქნებ დიდი ქონების პატრონი ხართ!

საკნატუნო ამბები

21 სექტემბერი 13:00, 2017 წელი

გთავაზობთ LEGO-ს იშვიათ სერიულ კომპლექტებს, რომლებიც კოლექციონერებში დიდ ყურადღებას იწვევს. თუკი თქვენ ერთ-ერთი ამგვარი კომპლექტის მფლობელი ხართ, კარგად შეინახეთ. შესაძლოა, ის მთელი ქონებად ღირდეს!

LEGO DC Comics Super Heroes «Bat-Pod» (5004590)


LEGO-ს და DC Comics-ის თანამშრომლობის შედეგად ჯერ საქვეყნოდ ცნობილი LEGO DC Comics Super Heroes გამოჩნდა, ხოლო შემდეგ - ცალკე The LEGO Batman Movie. საერთოდ, ბეტმენისადმი მიძღვნილი კომპლექტები დიდი ტირაჟებით გამოდის, მაგრამ 2015 წელს Bat-Pod კონსტრუქტორი, რომელიც ბეტციკლის ზუსტ მოდელს წარმოადგენს, მხოლოდ 750 ცალი გამოუშვეს და მისი მაღაზიაში ყიდვა შეუძლებელი იყო.


ნაკრების მისაღებად LEGO-ს კლუბის VIP-წევრი უნდა ყოფილიყავი და 2015 წლის 1-დან 30 ივლისამდე LEGO DC Comics Super Heroes-ის რომელიმე კომპლექტი უნდა გეყიდა. სწორედ მათ შორის გათამაშდა ნაკრები LEGO DC Comics Super Heroes «Bat-Pod». მოგების შანსის გაზრდა რამდენიმე ნაკრების ყიდვით შეგეძლოთ. დღეს Bat-Pod – LEGO კოლექციონერების ყველაზე მიუწვდომელი ოცნებაა.


LEGO Technic «4x4 Crawler Exclusive Edition» (41999)


ლამაზი სპორტული ყველგანმავალი, LEGO Technic-ის სერიიდან, იშვიათი ნაკრები არ იყო - მისი „ტირაჟი“ 20 000 ეგზემპლარს აღწევდა. მართალია, მისი გამოშვება 2013 წელს შეწყდა, მაგრამ ნაკრების ყიდვა ახლაც შეიძლება.


თუმცა არის ერთი „მაგრამ“ - LEGO-მ ამ 20 000-დან ყოველ ნაკრებს ერთი უნიკალური დეტალი გამოაყოლა - სანომრე ნიშანი. ანუ ყოველ ნაკრებში ის სხვადასხვაა და ორი ერთნაირი არ არსებობს. ამის გამო ჩვენ პრაქტიკულად 20 000 უნიკალური ნაკრები გვაქვს! ასე რომ, თუკი თქვენ ამგვარი ნაკრების მფლობელი ხართ, იცოდეთ: ის ერთადერთია მსოფლიოში და მეორე მსგავსი არავის აქვს.


LEGO Star Wars «Gold Chrome C-3PO» (4521221)


2007 წელს კომპანია LEGO-მ „ვარსკვლავური ომებიდან“ ლიმიტირებული, 10 000-ეგზემპლარიანი C-3PO ქრომირებული რობოტების სერია გამოუშვა. დღეს ამგვარი ფიგურის ღირებულება კოლექციონერებში 500 დოლარამდე აღწევს.


მაგრამ ამ ისტორიას გაგრძელებაც აქვს. „ვარსკვლავური ომების“ 30-ე წლისთავთან დაკავშირებით კონკურსიის ხუთმა გამარჯვებულმა ჟურნალმა LEGO Magazine-სგან, მთავარ პრიზად 14-კარატიანი ოქროს ფიგურა მიიღო! ოქროს C-3PO კომპანიის ისტორიაში ყველაზე ძვირფასი და იშვიათი ფიგურაა.



LEGO Ideas «Shinkai 6500 Submarine» (21100)


იაპონური რობოტიზებული წყალქვეშა ნავი, ერთი შეხედვით, რიგითი ნაკრებია. ეს ნაკრები 2010 წელს 10 000-იანი ტირაჟით გამოუშვეს. ინტრიგა იმაში მდგომარეობდა, რომ ნაკრები მხოლოდ იაპონიაში იყიდებოდა; სხვა ენებზე არც კოლოფი არსებობს და არც ინსტრუქცია!


 


 


 






LEGO Star Wars «Ultimate Collector's Millennium Falcon» (10179)



ეს ნაკრები 5195 დეტალს შეიცავს და ზომით მეორე კონსტრუქტორია LEGO-ს ისტორიაში. დეტალების რაოდენობისა და 2010 წელს მისი გამოშვების შეწყვეტის გამო LEGO Star Wars „Ultimate Collector's Millennium Falcon“-ის ნახმარი ნაკრები, რომელსაც ყველა დეტალი აქვს, პრაქტიკულად არ არსებობს. თუკი მაინც შემორჩენილი გაქვთ სრულყოფილი სახით, მისი ფასი კოლექციონერებში 4000 დოლარამდე აღწევს. თუმცა ეს ნაკრები არც თავის დროზე გახლდათ იაფი. ის 500 დოლარი ღირდა.






LEGO Minifigures Series 10 (71001) - მისტერ გოლდი, ფიგურა სიურპრიზი


LEGO Minifigures - ეს ფიგურების მთელი ხაზია, რომელიც LEGO-ქალაქების შესავსებად გამოიყენება. მინიფიგურების კომპლექტებს ახლაც უშვებენ.
2013 წელს გამოუშვეს ნაკრები LEGO Minifigures Series 10 (71001). სტანდარტულად მასში 16 ფიგურა იყო, მაგრამ 5 000-მა იღბლიანმა გაფართოებული ვერსია შეიძინა, რომლებშიც „არადოკუმენტირებული ფიგურა“ - მისტერ გოლდი იმყოფებოდა.
ის LEGO Minifigures-ის 10 წლისთავთან დაკავშირებით გამოუშვეს და მოოქროვილი იყო. კომპლექტში შედიოდა პრომოკოდი, რომლის მეშვეობითაც მფლობელს თავისი მისტერ გოლდის ოფიციალურ საიტზე დარეგისტრირება და კომპანიისგან სერტიფიკატის მიღება შეეძლო.



LEGO Creator «Taj Mahal» (10189−1)


ტაჯ-მაჰალის ნაკრები კომპანიის ისტორიაში ყველაზე დიდი მოდელია. ის 5922 დეტალისგან შედგება და 2008-2011 წლებში გამოდიოდა. საინტერესოა, რომ კოლექციონერებში ის უფრო იაფად ფასობს, ვიდრე ზემონახსენები LEGO Star Wars „Ultimate Collector's Millennium Falcon“. ეს იმითაა გამოწვეული, რომ „ათასწლეულის შევარდენი“ „ვარსკვლავური ომების“ სამყაროს ნაწილია და ცალკეული სერიების კოლექციონერები მის ხელში ჩაგდებას ცდილობენ. ამ დროს LEGO Creator «Taj Mahal» ცალკე ნაკრებია და რომელიმე გარკვეულ სერიას არ განეკუთვნება. ამასთანავე, აწყობის მხრივ, ის საკმაოდ ერთგვაროვანია.



LEGO Star Wars «Cloud City» (10123)



ამ ნაკრებში 675 დეტალი და 7 მინიფიგურაა. ის 2003 წელს Star Wars-თან დადებული შეთანხმების შედეგად გაჩნდა. თავიდან რიგით ნაკრებად მიიჩნიეს, მაგრამ მომავალმა აჩვენა, რომ ნაკრებს გარკვეული განსაკუთრებული ნიშნები ჰქონდა.
ჯერ ერთი, 7-დან 4 მინიფიგურა შემდეგში არცერთ ნაკრებში არ განმეორებულა - ისინი მხოლოდ ამ კონკრეტულ კომპლექტშია.
მეორეც LEGO Star Wars «Cloud City» პირველი ნაკრებია, სადაც შავკანიანი ფიგურა გამოჩნდა.






LEGO Studios «Nesquik Rabbit Film Set» (4049−1)


ნაკრები 2001 წელს, ბრენდ Nesquik-თან ერთად, LEGO Studios-ის ფარგლებში გამოუშვეს და ფილმის გადაღებას ეძღვნებოდა.
რეჟისორი, ოპერატორი და ოპერატორის ურიკა უკვე არსებობდა, ხოლო ამ კომპლექტისთვის დამატებით კურდღელ ნესკვიკის ფიგურა შექმნეს. ნაკრები მაღაზიებში არ გაყიდულა, მისი შეძენა მხოლოდ გერმანიის, ავსტრალიისა და ახალი ზელანდიის მცხოვრებლებს ბარკოდებით შეეძლოთ, რომლებიც Nesquik-ის კოლოფებიდან ამოჭრეს და კომპანიაში გაგზავნეს.







LEGO City «Police Headquarters» (585)


„კლასიკური პოლიცია“ - ეს LEGO City-ს სერიაში ერთ-ერთი პოპულარული ნაკრები იყო.
პირველი საპოლიციო ნაკრები ჯერ კიდევ 1972 წელს გამოჩნდა - კაცუნების გარეშე.
შემდეგ წლებში კიდევ ბევრი საპოლიციო უბანი გამოვიდა, მაგრამ ყველაზე ღირებული მაინც მინიფიგურებიანი პირველი კომპლექტია.


ამ პირველ მინიფიგურებს ხელ-ფეხი ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დამოუკიდებელ დეტალებად და 1975-1978 წლებში გამოდიოდა.
კომპლექტი Police Headquarters 1976 წელს გამოვიდა და მასში შენობებისა და პოლიციელების ფიგურები ერთმანეთს მასშტაბში არ ემთხვეოდა: პოლიციელები შენობების კარებში არ ეტეოდნენ, ხოლო ვერტმფრენის პილოტს ფრენისას თავის მოკვეთა არ ასცდებოდა!
1978 წელს გამოსული ფიგურები უკვე სრულიად იჯდა ნაკრების მასშტაბში.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?