როგორ გამოიყურებიან მსოფლიოს ცნობილი პლასტიკური ქირურგების ცოლები

საკნატუნო ამბები

14 ნოემბერი 16:00, 2017 წელი

წესით, მათი ყველა ქალს უნდა შურდეს, რადგან „ჯადოქარი“ მეუღლე ან ბოიფრენდი ნებისმიერ მომენტში შეულამაზებენ პატარა ნაკლსაც კი. მაგრამ, ასეა სინამდვილეში? მოდით, ვნახოთ თანამედროვე პიგმალიონებისა და მათი გალათეების ფოტოები.

ფილიპ და ანა კრაფტები


ცნობილი პლასტიკური ქირურგი უკვე 21 წელია, რაც თავისი მეუღლის სხეულს ჭრის და კერავს. და როგორც ჩანს, ამას სიყვარულით აკეთებს, ვინაიდან 43 წლის ქალი შესანიშნავად გამოიყურება. მით უფრო, რომ წყვილს 3 შვილი ჰყავს. ქმარი არ მალავს, რომ ცოლს მკერდისა და დუნდულების იმპლანტაცია, სახის პლასტიკა და აბდომინოპლასტიკა გაუკეთდა. და კიდევ უმნიშვნელო საინექციო თერაპიები - ბოტოქსისა და ფილერების შეყვანით.

დევიდ და ვერონიკა მეტლოკები


ვერონიკა დევიდის პაციენტი იყო. მან ქირურგს ერთი ოპერაციის გამო მიმართა და თვალის დახამხამებაში ქირურგმა კიდევ რამდენიმე ოპერაციის გაკეთება შესთავაზა, მათ შორის ყურების პლასტიკის, თეძოებისა და ხელების ლიპოსაქციის, დუნდულების მოჭიმვის, სანაცვლოდ კი გული და ხელი სთხოვა.


მაფი პოტერი და შერილ ასტონი


ეს ქალბატონი თავის 66 წელთან შედარებით საკმაოდ კარგად გამოიყურება. მას არასდროს დაუმალავს, რომ ქირურგი ქმრის ხელოვნებას არაერთხელ მიმართა, მით უფრო, როცა შედეგი მართლაც შთამბეჭდავია. 

ლიზა და ლენი ჰოჩსტეინები


ლიზა ლენის გაცნობამდეც მიმართავდა ქირურგიულ ჩარევებს. მან ახალგაზრდა ქირურგს „უშნო“ ბიუსტის გასწორება სთხოვა. მანაც გაუსწორა, ოღონდ ქორწილის შემდეგ.

გეილ და ჰოვარდ სობეინები


გეილი ექიმი-ესთეტია, ჰოვარდი - პლასტიკური ქირურგი. ისინი 20 წელი იცნობდნენ ერთმანეთს და ასევე დარჩებოდნენ, რომ არა მოვლენების დამთხვევა: ორივე ერთდროულად დაშორდა მეორე ნახევარს. და აი, აქ დატრიალდა ბედის ბორბალი. ქორწინებამდე ქირურგი ქალზე ყველანაირ ნოუჰაუს ცდიდა. ქორწილის შემდეგ კი გადაწყვიტა, რომ საკუთარი ცოლი უნდა დაზოგოს. ახლა ჰოვარდი მუდმივად ყურადღებითაა, რათა მეუღლე რომელიმე პლასტიკური სიახლით კვლავ არ მოიხიბლოს.

იანა ლაპუტინა და ოთარ გოგიბერიძე


იანა პლასტიკური ქირურგის, ევგენი ლაპუტინის მემკვიდრეა. ამიტომაც ფილერების, ბოტოქსისა და სილიკონის შესახებ საუბარს ბავშვობიდანაა მიჩვეული. მომავალმა მეუღლემ მას ცხვირის ძგიდე გაუსწორა და ამით ალერგიისა და შაკიკისგან იხსნა.

ტატიანა და მარლენ სულამანიძეები


ქირურგმა ქმარმა იმპლანტირებული ძაფები ჯერ თავის თავზე გამოსცადა და ამით შეამოწმა, როგორ დაიკავებდნენ ისინი ქსოვილებსა და კანს. მხოლოდ ამის შემდეგ გამოსცადა ეს პრაქტიკა მეუღლეზე, რომელიც იმპლანტირებულ ძაფებიანი პირველი ქალი გახდა რუსეთში.

სერგო და ირინა ბლოხინები


ლამაზი წყვილი, რომელსაც ეტყობა, რომ დიდი ხანია, ერთად არის. ლამაზი ქალი და მზრუნველი მამაკაცი.

შესაძლოა ამ ქალებს გაუმართლათ და თავიანთ პიგმალიონებს შეხვდნენ? ერთი რამ კი უდავოა: არცერთ პლასტიკურ ქირურგს არ შეუძლია, გულხელდაკრეფილმა უყუროს საყვარელი ქალის ნაკლს და მის გამოსწორებას არ შეეცადოს.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?