რას მალავს თქვენი ქვეცნობიერი?

საკნატუნო ამბები

1 დეკემბერი 13:00, 2017 წელი

თქვენი ქვეცნობიერი შესაძლოა, საინტერესო ინფორმაციას მალავდეს. ამის გასაგებად აირჩიეთ ერთი სიმბოლო, რომელიც ყველაზე მეტად შეგესაბამებათ, და წაიკითხეთ შედეგები.

1. გული
გიყვართ ფანტაზიის სამყაროში ცხოვრება და ოცნებობთ იდეალურ სიყვარულზე. გულის სიმბოლო შესაძლოა, იმაზეც მიუთითებდეს, რომ საკუთარი გრძნობების გამოხატვა გიჭირთ და ელოდებით, როდის მიხვდებიან თქვენი გულის საიდუმლოს. ეს ურთიერთობაში ბარიერს გიქმნით და მარტოობის გრძნობას გაგიმძაფრებთ.


2. თასი
ამბიციური ხართ, გიყვართ კონკურენცია და ყოველთვის იმარჯვებთ. ძნელად იტანთ დამარცხებას და ამაში ყოველთვის სხვებს ადანაშაულებთ. შესაძლოა, ფიქრობთ, რომ უნიკალური ხართ და მხოლოდ საუკეთესოს იმსახურებთ. თასი - სიამაყის, ძალის და დიდი წარმატებების სიმბოლოა.


3. წვეთი
ეს სიმბოლო უარყოფით ემოციებზე, ტრავმებსა და შფოთზე მიგვანიშნებს. ცრემლის არჩევა ადამიანებთან თქვენი ძნელი ურთიერთობის ნიშანია. შესაძლოა, თავს მარტოსულად გრძნობთ და არ გყავთ ახლობელი ადამიანი, ვინც თქვენს პრობლემებს გაიგებს. 


4. ფრინველი
ფრინველი პრობლემებისგან თავის დაღწევის სურვილზე მიგვანიშნებს. ზოგჯერ გაფრენა და ყველაფრის მიტოვება გინდათ. მშვიდობიან, უშფოთველ ცხოვრებაზე ოცნებობთ. მართალია, გესმით, რომ ეს ჯერ მიუღწეველია, მაგრამ პერსპექტივებსა და ბარიერების გადალახვის შანსებს უკვე ხედავთ.


5. ქვიშის საათი
ქვიშის საათი მომავლის შიშზე მიგვანიშნებს. არ უნდა იდარდოთ წარსულის გამო. მომავალზე გაამახვილეთ ყურადღება. ქვიშის საათი გვეუბნება, რომ გარკვეულ მომენტებზე მიჯაჭვული ხართ. კარგი იქნება, თუ თავს დააღწევთ მათ და დაიწყებთ ყველაფერს თავიდან ან, უბრალოდ, გააგრძელებთ გზას.

6. პეპელა
ფუფუნებით ცხოვრებაზე ოცნებობთ და შესაძლოა, საკუთარი ფინანსური მდგომარეობა საგრძნობლად გააუმჯობესოთ კიდეც. უფრო ბედს ენდობით, ვიდრე წარმატებებს. პეპელა მეტამორფოზების სიმბოლოა, რაც იმას ნიშნავს, რომ საკუთარი ცხოვრების შესაცვლელად მზად ხართ. პეპელას სიმბოლოს ამრჩევი კრეატიული ადამიანია, თუმცა ზოგჯერ საკუთარი იდეების განსახორციელებლად გაბედულება არ ჰყოფნის.


7. პაზლი
ცხოვრებაში ვითარების გამოსწორება გსურთ, მაგრამ ამას არ აკეთებთ. შესაძლოა მიზეზი თქვენშია? თქვენ დალაგებული და მშვიდი ცხოვრება გსურთ, არც იდეალურ პარტნიორზე იტყოდით უარს, მაგრამ ჯერჯერობით ეს თქვენთვის მიუწვდომელია. დროდადრო იმედგაცრუება გეუფლებათ და გრძნობთ, რომ ცხოვრებაში რაღაც არ გყოფნით. იქნებ, იმას დასჯერდეთ, რაც გაქვთ?


8. გასაღები
გასაღები შესაძლოა იმაზე მიუთითებდეს, რომ ცხოვრების რაღაც ეტაპს ხურავთ. თქვენ დიდი ხნის პრობლემა  გადაწყვიტეთ. ეს სიმბოლო იმაზეც მიგვანიშნებს, რასაც გულში ინახავთ. სამყაროს საკუთარ თავს ბოლომდე არ სთავაზობთ და საკუთარ გრძნობებსაც ბოლომდე არ უხსნით.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?