როგორია თქვენი ფსიქიკური მდგომარეობა ამ მომენტისთვის?

საკნატუნო ამბები

12 დეკემბერი 13:00, 2017 წელი

ამის დასადგენად აირჩიეთ სურათი, რომელიც ყველაზე მეტად მოგეწონათ და წაიკითხეთ შედეგი...

სურათი №1
უდარდელი ბრძანდებით. ცხოვრება თქვენთვის თავისუფლება და სპონტანურობაა. ცდილობთ, მისი ყოველი მომენტით დატკბეთ. დევიზი: „ჩვენ ვცხოვრობთ მხოლოდ ერთხელ!“ - აშკარად თქვენთვისაა დაწერილი. ცვლილებები გიყვართ. ერთფეროვნებას რისკი და შამპანური გირჩევნიათ. ყოველთვის მზად ხართ სიურპრიზებისთვის.

სურათი №2
დამოუკიდებელი ბრძანდებით. ყოველთვის საკუთარი გზით მიდიხართ და არაფრად აგდებთ შემაკავებელ ფაქტორებს. არტისტული უნარები გაქვთ, რომლებსაც ყველგან ავლენთ - სამუშაოზეც და თავისუფალ დროსაც. საერთოდ არ გაინტერესებთ, რა არის ახლა მოდური. ცხოვრებაზე საკუთარი წარმოდგენებით ცხოვრობთ, მაშინაც კი, თუ ეს დინების საწინააღმდეგოდ ცურვას ნიშნავს.

სურათი №3
თვითანალიზისა და განსჯისკენ მიდრეკილი, მგრძნობიარე ადამიანი ხართ. ვერ იტანთ ზედაპირულობას. უაზრო კომპანიას საკუთარ თავთან მარტო დარჩენას ამჯობინებთ. ამის მიუხედავად, მეგობრებთან ძალიან  სისხლსავსე დამოკიდებულება გაქვთ, რაც შინაგან სიმშვიდეს განიჭებთ და კარგი განწყობისთვის გჭირდებათ. 

სურათი №4
ცხოვრების მოყვარული, გაწონასწორებული პიროვნება ხართ. აფასებთ უბრალოებას და სიმარტივეს. ტანსაცმელიც კი პრაქტიკული და ელეგანტური გირჩევნიათ. მყარად დგახართ ფეხზე და თქვენზე დაყრდნობა შეიძლება. თქვენთვის ძვირფასი ადამიანებისთვის დამცავი ფარი ხართ, მაგრამ იმავდროულად არასდროს წნეხთ მათ. თქვენ რბილ და გულითად ადამიანად გთვლიან. 

სურათი №5
საკუთარ ძალებში დარწმუნებული პრაგმატული პროფესიონალი ხართ. ცხოვრებას აკონტროლებთ და იღბლის იმედად არ რჩებით. პრობლემებს ზედმეტი გართულებების გარეშე აგვარებთ. სამუშაოზე გენდობიან, და იმის გამო, რომ საიმედო ხართ, საპასუხისმგებლო დავალებებსაც გაძლევენ. თქვენს სულიერ ძალას გარემოცვა კარგად გრძნობს. სანამ დაწყებულს ბოლომდე არ მიიყვანთ, მანამდე ვერ ისვენებთ.

სურათი №6
ურთიერთობისას ფრთხილი და მსუბუქი ხართ. ადვილად შოულობთ მეგობრებს, მაგრამ იმავდროულად მარტოობა გიყვართ. დროდადრო დასვენება გჭირდებათ, რათა ცხოვრებაზე დაფიქრდეთ. თქვენთვის პირადი სივრცე აუცილებელია. ამის მიუხედავად, მარტოსული არა ხართ. საკუთარ თავთან და გარესამყაროსთან ჰარმონიაში იმყოფებით. აფასებთ იმას, რასაც ცხოვრება გთავაზობთ.

სურათი №7
დინამიკური, აქტიური, ექსტრავერტი. საინტერესო და მრავალფეროვანი სამუშაოს სანაცვლოდ მზად ხართ, გარისკოთ და ძლიერი ვალდებულებებიც იკისროთ. ერთფეროვანი სამუშაო თქვენს პარალიზებას იწვევს.

სურათი №8
რომანტიკული და მეოცნებე. არ შეგიძლიათ, საგნები რაციონალური კუთხით შეაფასოთ. თქვენთვის მთავარია, რას გეუბნებიან გრძნობები. თქვენთვის ოცნებები სასიცოცხლოდ აუცილებელია. არ გაინტერესებთ ადამიანები, რომლებიც უარყოფენ რომანტიზმს და მხოლოდ გონს ეფუძნებიან. ის რაც თქვენს ემოციებს ზღუდავს, თქვენთვის მიუღებელია.

სურათი №9
სპონტანური და გამოუცნობი ხართ. ზოგჯერ ადამიანებს თქვენ გვერდით ყოფნა უჭირთ, მაგრამ ამასთანავე, აინტერესებთ კიდეც. ცხოვრებაში მუდამ საინტერესოსა და წარმტაცს ეძებთ. ადვილად ენთებით, მაგრამ ასევე სწრაფად ქრებით. თუკი საკუთარ ფანტაზიას გასაქანს მისცემთ, ის რამე საინტერესომდე აუცილებლად მიგიყვანთ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?