კაცებსაც აქვთ კომპლექსები! 10 შიში, რომლებსაც კაცების 90% არ ამხელს

საკნატუნო ამბები

14 დეკემბერი 16:00, 2017 წელი

ოდითგან კაცი ძლიერის, უშიშარისა და წარმატებულის სინონიმი იყო... ისინი განსაკუთრებით ქალის თვალში უნდა ჩანდნენ სამყაროს ნამდვილ მბრძანებლებად. მაგრამ ეს მორიგი მცდარი აზრია, რომელიც საზოგადოებამ თავს მოგვახვია. მამაკაცი პირველ რიგში ადამიანია, თავისი შიშებითა და კომპლექსებით.

ფული



მატერიალური მდგომარეობა ყველა მამაკაცის თავის ტკივილია. ბევრი მამაკაცი ქალთან ურთიერთობას არ იწყებს, სანამ საკმარის თანხას არ გამოიმუშავებს. უფრო მნიშვნელოვნად რომ გამოიყურებოდნენ, მამაკაცები ხშირად თავიანთი კეთილდღეობით ტრაბახობენ - მაშინაც კი, როცა ყურებამდე ვალებში არიან ჩაფლულები.


სხეულის ფორმა



მამაკაცები თავიანთი სხეულით დაინტერესებას ისე არ გამოხატავენ, როგორც ქალები, მაგრამ სინამდვილეში მათ ძალიან სურთ, ათლეტურად გამოიყურებოდნენ, ხოლო ღიპის გაჩენა მათში ძალიან დიდ კომპლექსებს იწვევს - მათ ხომ იციან, ქალებს როგორი კაცები მოსწონთ.

სიმაღლე



კაცებს კომპლექსები სიმაღლის გამოც აქვთ და ზოგიერთი მათგანი ამ კომპლექსის დაძლევას დიდი თანამდებობების მიღწევით ახერხებს. 

კონკურენცია



კაცები განიცდიან, როცა ქალი სხვას აქცევს ყურადღებას. მით უფრო, თუ ის სხვა უფრო მდიდარი და ლამაზია. ეს დიდ დარტყმას აყენებს კაცის თავმოყვარეობას.


ქალებთან ურთიერთობის გამოცდილება



ბევრი კაცი ამაყობს ქალებთან ურთიერთობებში საკუთარ მიღწევებზე, მაგრამ სინამდვილეში ისინი პარტნიორების რაოდენობას აბუქებენ. მაჩოს იმიჯი ბევრ მამაკაცს მოსწონს. ამით, თითქოს, ქალებს საკუთარ თავს სთავაზობენ: იჩქარეთ, თორემ სხვა ქალი დამითრევს. 


თმები



ნაკლებად შეახსენეთ მამაკაცს, რომ ძალიან თმიანი ან, პირიქით, მელოტია - ისინი ამას ძლიერ განიცდიან?


კვება



კაცი ხმამაღლა არასდროს განაცხადებს, რომ დიეტაზეა, რადგან ფიქრობს, რომ ამის გამო დასცინებენ. 


საყვარელ ქალთან ურთიერთობა



კიდევ ერთი სტერეოტიპი: თითქოს მამაკაცი უგრძნობი, ბრუტალური ცხოველია, რომელსაც მხოლოდ სექსი აინტერესებს. მაგრამ მათაც სურთ შინაგანი სითბო, მარტივი ურთიერთობა და ნაზი სიტყვები. ისინი, უბრალოდ, ამის შესახებ ბევრს არ ლაპარაკობენ.

საყვარელი ქალის ყოფილი პარტნიორები



თუკი შეყვარებულ წყვილში ქალს უფრო მეტი პარტნიორი ჰყავდა, ვიდრე კაცს, მაშინ კაცს კომპლექსი უჩნდება. ის თავის წარმოსახვაში მუდამ შეჯიბრის რეჟიმშია. ამას გარდა, მას ქალთან შედარებით გამოუცდელობის გრძნობაც გაუჩნდება. 


ემოციის გამოხატვა



"კაცები არ ტირიან" - ამას ბავშვობიდან ასწავლიან, ამიტომაც ზრდასრულ ასაკში მამაკაცები გრძნობებისა და ემოციის გამოხატვას გაურბიან. არადა მათაც აქვთ ემოციები. ამიტომ ნუ ასწავლეთ კაცებს, როგორ უნდა მოიქცნენ ამა თუ იმ ვითარებაში. 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?