გოგოებო, ფრთხილად - თქვენ წინაშე პიკაპერია!

საკნატუნო ამბები

30 დეკემბერი 16:00, 2017 წელი

პიკაპერს უწოდებენ კაცს, ვისაც ქალი მხოლოდ ერთი ღამისთვის სჭირდება და ეს მისთვის სპორტული ჟინია. თუ თქვენც, უბრალოდ, გართობა გსურთ, მაშინ შეგიძლიათ, ამ რჩევებს არც შეხედოთ, მაგრამ, თუ ზღაპრულ პრინცს ელოდებით, მაშინ იცოდეთ, რას უნდა ერიდოთ... 

1. გაცნობის შემდეგ პირველი სამი დღე ტელეფონზე არ რეკავს



თქვენ შეთანხმდით, რომ ტელეფონით შეგეხმიანებოდათ, მაგრამ უკვე ორი დღეა, ელოდებით და არ ჩანს. ის-ისაა, გადაწყვიტეთ, ეს ნაცნობობა დაივიწყოთ, რომ მოულოდნელად, მესამე დღეს, ტელეფონის ზარია. ეს სიტუაცია უკვე მიზეზია დასაფიქრებლად. პროფესიონალმა პიკაპერმა ზუსტად იცის, როგორ იმოქმედოს თქვენს ემოციაზე და როდის არის სატელეფონო ზარისთვის ყველაზე ხელსაყრელი დრო.

2. ზედმეტად თავდაჯერებულია



ამგვარმა კაცებმა იციან, რომ თავდაჯერებულობა მათი მთავარი იარაღია. ის ყოველთვის გაჩვენებთ, რომ ნამდვილი მაჩოა და ყველაფერს აკონტროლებს.

3. თქვენს დასანახად სხვა გოგონებს ეკურკურება, რათა თქვენი ყურადღება მიიპყროს



ეს ილეთი სამყაროსავით ძველია. თუკი კაცი მოწონებით სარგებლობს თქვენს დაქალებში და მათ ყურადღებას იპყრობს, ესე იგი, საკმაოდ გაქნილი მექალთანეა. მაგრამ ის ამას მხოლოდ თქვენს დასანახად აკეთებს. კარგად დააკვირდით და თუკი ეს მართლაც ასეა, დაფიქრდით, ღირს თუ არა მასთან ურთიერთობა.

4. ის ყველა შესაძლებლობას იყენებს, რათა შეგეხოთ



არის განსხვავება შეხებებს შორის: თქვენზე რეალურად შეყვარებული კაცი და მხოლოდ ერთი ღამის მოსურნე სრულიად სხვადასხვანაირად გეხებიან. როგორი უცნაურიც არ უნდა იყოს, პირველ შემთხვევაში კონტაქტი გაცილებით ნაკლებია. გართობის მაძიებელი კაცი უფრო თამამად შეგეხებათ და თანაც ნებისმიერ შემთხვევაში.

5. ლაპარაკობს იმას, რისი მოსმენაც გსურთ



თუკი გაცნობის პირველივე დღეს მოისმინეთ ყველაფერი, რასაც სხვა მამაკაცები მთელი ცხოვრება ვერ გეუბნებოდნენ, მაშინ დაფიქრების დროა. მექალთანე კაცისთვის მთავარია, თქვენში ემოციების ტალღა გამოიწვიოს. როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ჩვეულებრივი მამაკაცი ცოტა უფრო მოკრძალებულია.

6. თქვენი შეხვედრა განგებ მოაწყო



თუკი გრძნობა გაგიჩნდათ, რომ ყველაფერი ისე ხდება, როგორც ფილმში, მაშინ, სავარაუდოდ, თქვენი ნაცნობობა მისი მოწყობილია.

7. ის ყოველთვის ღვთაებრივად გამოიყურება



მოვლილი გარეგნობა, კარგად მოფიქრებული გარდერობი და ძვირფასი პარფიუმის სურნელი. ჩვეულებრივი მამაკაცები, როგორც წესი, გარეგნობაზე ასე ჩაციკლულები არ არიან. სასიამოვნო გარეგნობაში ცუდი არაფერია, თუ ის სხვა სიმპტომებთან თაიგულში არ არის.

8. ერუდირებულ და დახვეწილ ადამიანად გაჩვენებთ თავს



ისევ და ისევ, განათლებული და ერუდირებული კაცი საშიში არაა, თუმცა თუ ის თავის ერუდიციას საქვეყნოდ ამზეურებს, ამან უნდა დაგაეჭვოთ.

9. ის საიდუმლოებით მოცულია



ოდითგანვე ქალებს იდუმალი მამაკაცები მოსწონდათ. მაცდუნებლებმა ეს იციან და კარგადაც იყენებენ. თუკი თქვენი ცხოვრების შესახებ შეკითხვებით აგიკლოთ, პასუხად კი საკუთარზე არაფერს ამბობს, მაშინ იცოდეთ -  თქვენ წინაშე გამოცდილი მანიპულატორია.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?