ანტარქტიდა
ამ კონტინენტს 50-ზე მეტი ქვეყანა მართავს. იქ არ არის პასპორტები, ოფიციალური ბეჭდები, მაგრამ სუვენირის სახით შესაბამისი შტამპების მიღება იქ განლაგებულ სხვადასხვა სამეცნიერო სადგურებზე შეიძლება.
მაჩუ-პიკჩუ
მართალია, იუნესკოს ეს მსოფლიო მემკვიდრეობის ობიექტი პერუში მდებარეობს, მაგრამ მის დამთვალიერებლებს თავის პასპორტებში დამატებით სპეციალური შტამპის ჩარტყმა შეუძლიათ.
ტრისტან და კუნია
ეს კუნძული სამხრეთ ატლანტიკაში მდებარეობს და ცივილიზაციიდან ერთ-ერთ ყველაზე მოშორებულ ადგილად ითვლება. იქ არ არის აეროპორტი, ამიტომაც კუნძულზე მოსახვედრად და შტამპის ჩასარტყმელად სამხრეთ აფრიკიდან ნავით ხუთი დღე უნდა იმგზავროთ.
აჰზივ ლენდი
ეს მიკროტერიტორია ისრაელის ხმელთაშუა ზღვის სანაპიროს ჩრდილოეთ ნაწილში მდებარეობს და 2,5 ჰექტარი უკავია. აქ მხოლოდ ორი ადამიანი ცხოვრობს დ მათ თავიანთი პასპორტები აქვთ.
სამხრეთ პოლუსი
მოგზაურებს სამხრეთ პოლუსზე მდებარე საფოსტო სადგურზე სამახსოვრო პასპორტის მიღება შეუძლიათ.
კაიმანის კუნძულები
პასპორტის ეს შტამპი, უბრალოდ, „შედევრია“. ბატონი კუ სიუზი სოტომ 1963 წელს შექმნა და ის სტუმრებს დღემდე ესალმება.