შეცდომები, რომლებიც თმის ხარისხს აფუჭებს:
დაძინება სველი თმით
ძალიან, ძალიან ცუდი ჩვევაა, რადგან ჩვენი თმა განსაკუთრებით მგრძნობიარეა სველ მდგომარეობაში და ამ დროს დაძინება იწვევს თმის ბოლოების გაყოფას, მტვრევას და ცვენასაც კი. თუკი მიეჩვიეთ შხაპის ღამით მიღებას, მაშინ შეეცადეთ, თმა სრულად გაიშროთ და შემდეგ დაიძინოთ.
მუდმივად აწეული თმის ტარება
ან ე.წ. კოსა. მით უმეტეს აწეული „კოსით“ დაძინება. თუკი მუდმივად ამგვარ ვარცხნილობას ატარებთ, თმა დაგიზიანდებათ. დაასვენეთ თმები, ძილის წინ შეგიძლიათ უბრალოდ, დაიწნათ - ეს ყველაზე მისაღები ფორმაა, რომელიც თქვენს თმას დასვენების საშუალებას მისცემს.
არ ივარცხნით თმას ძილის წინ
ჯერ ერთი, თმის დავარცხნა არეგულირებს სისხლის მიმოქცევას და ამ პროცესს მასაჟის ეფექტიც აქვს. მეორე, სავარცხლის დახმარებით თმას დღის მანძილზე დაგროვილი ზედმეტი მტვერი და ჭუჭყი შორდება. დაბოლოს, მესამე - თავის კანის მასაჟი ასტიმულირებს ფოლიკულებს და თმის ზრდას უწყობს ხელს. ასე რომ, ეს პროცედურა არ გამოტოვოთ, მაშინაც, თუკი ძალიან გეძინებათ.
არ ატენიანებთ თმას
თუკი თავის დაბანას დილით ხართ მიჩვეული, ძილის წინ აუცილებლად დაიტენიანეთ თმა, მაგალითად, რომელიმე თმის ნიღბით ან თმის კონდიციონერით. მთელი ღამის მანძილზე თმა ნიღაბს შეიწოვს, დატენიანდება, ხოლო დაბანის შემდეგ უფრო მბზინავი და ძლიერი თმა გექნებათ.
არ იშორებთ თმის ლაქს ძილის წინ
ეს ისეთივე დანაშაულია სილამაზისა და ჯანმრთელობის წინააღმდეგ, როგორც დაძინება მაკიაჟის მოშორების გარეშე. მთელი ღამის განმავლობაში დატოვებული თმის ლაკი აზიანებს და აშრობს თმებს. თუკი დაძინებამდე თავის დაბანას ვერ ახერხებთ, ამ შემთხვევაში თმებში თმის კონდიციონერი, მშრალი შამპუნი ან თმის ტალკი შეიზილეთ, შემდეგ კი სავარცხლის დახმარებით თმის ლაკის ნარჩენები მოიშორეთ.