აირჩიეთ ტუბი, რომელიც თქვენსას ჰგავს და გაიგეთ, როგორი ხასიათი გაქვთ

საკნატუნო ამბები

6 ნოემბერი 16:00, 2018 წელი

ამ უმნიშვნელო მოქმედებას - კბილის პასტის ტუბზე ხელის მოჭერას უამრავი რამის თქმა შეუძლია თქვენი პიროვნების შესახებ.

1. პერფექციონისტი


თუ თქვენ კბილის პასტის ტუბს ქვემოდან ზემოთ კეცავთ, საკმაოდ ხელმომჭირნე და სისუფთავის მოყვარული ბრძანდებით. და მიუხედავად იმისა, რომ ყოველთვის ზრუნავთ საკუთარ ნივთებზე, თქვენთვის სულერთი არ არიან გარშემომყოფი ადამიანები.
პერფექციონისტი ბრძანდებით და არ გიყვართ უაზრო ურთიერთობები და დროის  ფუჭად კარგვა, ამიტომაც რესურსებს მთლიანად იყენებთ. მიჩვეული ხართ თავდაუზოგავ შრომასა და საკუთარი საქმის პროფესიონალურად კეთებას, ამიტომაც ადამიანებს ყოველთვის შეუძლიათ, დაგეყრდნონ. სახლში იდეალური წესრიგი გაქვთ, ცხოვრებაში კი ყველაფერი - მოწესრიგებულ-ორგანიზებული.


2. რეალისტი


თუ თქვენ კბილის პასტის ტუბს შუაში უჭერთ ხელს, შეიძლება ითქვას, რეალისტი და აქტიური პიროვნება ბრძანდებით, რომელიც თითქმის სულ ჩქარობს.
ვერავინ გიწოდებთ აკურატულსა და მობილიზებულს, მაგრამ სირთულეებს პირისპირ ხვდებით და არ გაურბიხართ. შეგიძლიათ, სულიერად არ დაეცეთ და გამოუვალი მდგომარეობიდან გამოხვიდეთ.
საკმაოდ კომუნიკაბელური ხართ, ადვილად ემეგობრებით ადამიანებს და გიყვართ წინა პლანზე დგომა. ემოციურად სტაბილური ბრძანდებით და წონასწორობის შენარჩუნებაც შეგიძლიათ.


3. ჯიუტი


თუ თქვენ კბილის პასტის ტუბს ზემოთ, სახურავთან ახლოს უჭერთ ხელს, საკმაოდ ჯიუტი ბრძანდებით და საკუთარ პრინციპებს არასოდეს ღალატობთ. ყველაფრისთვის მზად ხართ, ოღონდ კი დასახულ მიზანს მიაღწიოთ.
ხანდახან პესიმიზმი გეძალებათ და ძალიან ფრთხილობთ ახალი ადამიანების გაცნობისას. უბრალოდ, მიეჩვიეთ, რომ მხოლოდ საკუთარი თავის იმედი შეიძლება გქონდეთ.
თვითკმაყოფილი ადამიანი ხართ და გიყვართ საკუთარი თავი. და ეს ძალიან კარგია. მაგრამ ფრთხილად იყავით - ეს ყველაფერი ავადმყოფურ ეგოიზმში არ გადაიზარდოს.


4. შემოქმედებითი


თუ თქვენ ცდილობთ კბილის პასტის ტუბი პრაქტიკულად ხელშეუხებელი დატოვოთ, ე.ი. მარტოობა გიყვართ. მეოცნებე და შემოქმედებითი ადამიანი ხართ. და ზოგჯერ ისე ჩანს, თითქოს საკუთარ სამყაროში ცხოვრობთ.
თუ თქვენ ძალიან ცოტა კბილის პასტას დებთ ჯაგრისზე, შეიძლება ასე დაგახასიათოთ: მგრძნობიარე, დელიკატური, დიდსულოვანი, გონიერი და მომთმენი. ხოლო ისინი, ვინც ბევრ პასტას დებენ ჯაგრისზე, როგორც წესი, პირდაპირები და გულუხვები არიან.
თავში უამრავი აზრი და იდეა მოგდით, და მზად ხართ, სხვებსაც გაუზიაროთ.


5. გახსნილი


თუ თქვენ ჩვევაში არ გაქვთ, მაინცდამაინც ერთ კონკრეტულ ადგილას მოუჭიროთ ხელი კბილის პასტის ტუბს, ე.ი. თქვენ მდიდარი წარმოსახვის უნარითა და გამომგონებლური ნიჭით დაჯილდოებული ადამიანი ბრძანდებით. ზოგჯერ თქვენი ცხოვრება გაურკვევლობებითაა სავსე.
მოგწონთ დაუგეგმავად ცხოვრება. ოპტიმისტი და მიუკერძოებელი ადამიანი ხართ, რომელსაც უკეთესი მომავლის სჯერა.
არ გახასიათებთ ადამიანების დამცირება და დადანაშაულება. ხშირად გიჩნდებათ ძლიერი სურვილი რაღაცის მიღწევისა, მაგრამ ზოგჯერ საამისოდ ნებისყოფა არ გყოფნით.


დღის ჰოროსკოპი

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (მე-3 კორპუსი), 24 აპრილს, 14:00 საათზე, ასტრო-ენათმეცნიერის, პროფესორ ალიკო ცინცაძის ახალი წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია-ლექცია ჩატარდება.
საკნატუნო ამბები

10 მეტამორფოზა, რომლებიც თქვენს ასაკს საპასპორტო მონაცემებზე მეტად გასცემს

დაბერების შიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეული მუდმივად იცვლება და წლების მატებასთან ერთად, ახლებურად გამოიყურება. ამიტომაც აუცილებელია ვიცოდეთ, რომელი ასაკობრივი ცვლილება მიიჩნევა ნორმად და რომელი - არა.
საკნატუნო ამბები

10 წვრილმანი, რაც კაცს აღაგზნებს

ეს წვრილმანები ერთი შეხედვით უცნაურებია, მაგრამ საკმაო ძალა აქვთ იმისთვის, რომ კაცის პულსის სიხშირე წუთში 70-დან 150-მდე აწიონ...  
დღის ჰოროსკოპი

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

უნიკალური ფოტოარქივი, რომელიც წარსულს სულ სხვა თვალით დაგანახვებთ

ეს ფოტოები გასულ საუკუნეში გამოგზაურებთ და საოცარ ამბებს აღმოგაჩენინებთ...
დღის ჰოროსკოპი

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

რომელია საუკეთესო ასაკი ქორწინებისთვის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ყველა ადამიანი ეძებს პარტნიორს, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებს. ზოგიერთი კი ამას ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებს...
საკნატუნო ამბები

ფრთხილად! საოცრად ამაღელვებელი შიშველი სხეული (11 ფოტო)

სანკტ-პეტერბურგელი ფოტოგრაფის მიხაილ კოვალენკოს ნამუშევრები განსაკუთრებით მამრობითი სქესის მკითხველებს დააინტერესებთ! 
დღის ჰოროსკოპი

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აპრილს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

6 ფილმი სიყვარულის მაგიაზე

რამდენიმე ისტორია იმის შესახებ, როგორ აქცევს სიყვარული ცხოვრებას ზღაპრად...
ამბები

წლინახევრის სესეს სიცოცხლისთვის ბრძოლისთვის საზოგადოების დახმარება სჭირდება

წლინახევრის სესე ბეგიაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულად მძიმეა. რამდენიმე დღის წინ მას თბილისში კლებსიელას ბაქტერია, პნევმონია და სეფსისი დაუდგინეს.