ამერიკული კვლევითი ორგანიზაციის შედეგი ჟურნალ „ფოკუსში" გამოქვეყნდა. კვლევაში 2 000 ამერიკელი მონაწილეობდა. აღმოჩნდა, რომ კვლევაში მონაწილეთა 76%-ს მოსწონს, როდესაც პარტნიორი სექსის დროს საკუთარ გრძნობებს შემდეგი სიტყვებით გამოხატავს: „მე ეს მომწონს".
ექსპერტების აზრით, ეს სამი სიტყვა მნიშვნელოვნად აუმჯობესებს სექსუალურ ცხოვრებას, რადგან არასაკმარისი კომუნიკაცია სექსუალური დაუკმაყოფილებლობის ერთ-ერთი მთავარი მიზეზია. თანაც, ბევრ ადამიანს სექსის დროს თავდაჯერებულობა აკლია, ხოლო ამ სამ სიტყვას შეუძლია, სწრაფად შეცვალოს სიტუაცია უკეთესობისკენ, - ნათქვამია კვლევაში.
„გარდა ამ სამი სიტყვისა, ასევე, მაგიური ეფექტი აქვს ზურგის მხრიდან კისერში კოცნას. საინტერესოა, რომ გამოკითხულმა მამაკაცებმა ფრაზა „მე ეს მომწონს" განსაკუთრებით მნიშვნელოვნად მიიჩნიეს და კაცებში ამ სიტყვებმა პირველი ადგილი დაიკავა. ქალებში კი ფრაზა „მე ეს მომწონს" მეორე ადგილზეა. მესამე ადგილი დაიკავა ემოციებმა, რომლებიც სწორედ იმ დროს შეიგრძნობა, როდესაც პარტნიორს ტანისამოსს ხდიან“, - აღნიშნავს პუბლიკაციის ავტორი.
რეიტინგში, ასევე, ლიდერი პოზიციები დაიკავა ყურზე მსუბუქმა კბენამ და სექსის დროს მხედველობითმა კონტაქტმა.
დაიმახსოვრეთ სამი ჯადოსნური სიტყვა?