ინსტრუქცია ყავის მოყვარულებისთვის

საკნატუნო ამბები

5 დეკემბერი 11:00, 2018 წელი

როგორ და როდის მივირთვათ ყავა, ჯანმრთელობას რომ ზიანი არ მივაყენოთ?!

1. აუცილებელია ყავის უთენია დალევა?


გაღვიძებიდან რამდენიმე საათი სტრესის ჰორმონი კორტიზოლი თავის უმაღლეს დონეს აღწევს და ამგვარად, უზრუნველყოფს ენერგიის მოზღვავებას. ამიტომ ექსპერტები გვირჩევენ, დილის ყავა მივირთვათ 10-დან 12 საათის შუალედში. ამ დროს კორტიზოლის დონე მცირდება. შესაბამისად, ორგანიზმი ყავისგან მაქსიმალურ სარგებელს მხოლოდ მაშინ იღებს, როდესაც ის ნამდვილად საჭიროა.  


2. ზედმეტად მოხალული ყავა უფრო დიდი რაოდენობით ანტიოქსიდანტს შეიცავს?


ამ შემთხვევაში უნდა გავითვალისწინოთ შემდეგი წესები: მოხალული ყავის მარცვლები უნდა მივიღოთ არა მხოლოდ იმიტომ, რომ ის უფრო გემრიელად გვეჩვენება, არამედ იმიტომ, რომ მასში უფრო მეტი რაოდენობითაა ანტიოქსიდანტი. კვლევას იმის შესახებ, რა დონეზე მოხალული ყავაა უფრო სასარგებლო ორგანიზმისთვის, მხოლოდ ახლა იწყება. მიიჩნევა, რომ ყავა, ძლიერად და მსუბუქად მოხალული, ძირითადად, ერთნაირად სასარგებლოა. მსუბუქად მოხალული ყავა შეიცავს დიდი რაოდენობით ფენოლს, ქლოროგენული მჟავას, რაც არეგულირებს სისხლში შაქრის დონეს. ინტენსიურად მოხალული ყავის მარცვალი შეიცავს დიდი რაოდენობით მელანოიდებს, რაც შეიცავს სოკოს საწინააღმდეგო, ანთების საწინააღმდეგო, ანტიოქსიდანტურ და სხვა სასარგებლო თვისებებს. თუმცა, მელანოიდების დადებით და უარყოფით თვისებებზე დარწმუნებით საუბარი შეუძლებელია, რადგან ამ ნივთიერების შესახებ ინფორმაცია ჯერ საკმარისი არ არის. 


3. მსუბუქად მოხალული ყავა ნაკლებად საზიანოა ორგანიზმისთვის, რადგან ის ნაკლებ კოფეინს შეიცავს?


გინდ დაიჯერეთ, გინდ - არა, მაგრამ სინამდვილეში მსუბუქად მოხალული ყავის მარცვლებისგან მომზადებული ფინჯანი ყავა უფრო მეტ კოფეინს შეიცავს. მოხალვის პროცესში კოფეინის დონე მცირდება. ინტენსიურად მოხალული ყავის მარცვლები კოფეინის მცირე დონეს შეიცავს. თუკი თქვენი ორგანიზმი კოფეინის მიმართ ზედმეტად მგრძნობიარეა ან გსურთ, რომ ყავა ნაკლებად გამოსაფხიზლებელი, აქტიური ეფექტით იყოს, მაშინ მიირთვით ფრანგულად მოხალული ყავა, რომელიც ინტენსიურად მოხალულად მიიჩნევა და ზუსტად ის არის, რაც გჭირდებათ!


4. ბევრ ყავას მიირთმევთ? დღეში რეკომენდებულია 6 ფინჯანი ყავა.


დიდი რაოდენობით ყავის მიღება ორგანიზმს არანაირ სარგებელს არ მოუტანს. ხოლო ისეთი დაავადებების დროს, როგორიცაა ჰიპერტენზია, დიაბეტი, გასტროეზოფაგური რეფლუქსი, მაღალი შფოთვა - ყავის ზიანი თავის უპირატესობებს აჭარბებს.


5. ყავა შაქრით თუ შაქრის გარეშე?


ყავის ერთ-ერთი ყველაზე დიდი უპირატესობა სისხლში შაქრის დარეგულირებაა, რაც ამცირებს II ტიპის დიაბეტის წარმოქმნის რისკს. ეს ყველაფერი კი ანტიოქსიდანტების დამსახურებაა. და რა ხდება, როდესაც ყავაში შაქარს ამატებთ? ყავის ოდნავ დატკბობა შეიძლება, მაგრამ მისი ზედმეტად დატკბობა დაუშვებელია. ზოგიერთ მკვლევარი მიიჩნევს, რომ ცოტაოდენი შაქარი არ უკარგავს ყავას დიაბეტის წარმოქმნის რისკის შემცირების ფუნქციას, მაგრამ მეცნიერების ნაწილი ამტკიცებს, რომ დიაბეტის წარმოქმნის რისკს მხოლოდ უშაქრო ყავა ამცირებს.


6. შეგრილებულ ყავას მიირთმევთ?


ყავის მოდუღებისთანავე რამდენიმე ყლუპს დალევთ, შემდეგ კი გავიწყდებათ, რომ ფინჯანი ყავა გიდგათ მაგიდაზე და გიცივდებათ? იცით, რომ გაციებული ყავის დალევა ძალიან ცუდი ჩვევაა?! გაციებულ ყავაში მჟავიანობა მაღალია, რაც იწვევს გულძმარვასა და საჭმლის მომნელებელი სისტემის დარღვევას, ასევე, კბილის ემალის ეროზიას. გაციებული ყავა შეიცავს ნაკლები რაოდენობის ანტიოქსიდანტებს, რადგან ანტიოქსიდანტებს მჟავიანობა არღვევს. ამიტომ, ყავა აუცილებლად უნდა მიირთვათ ცხელი, მოდუღებისთანავე, რადგან ანტიოქსიდანტების სასარგებლო თვისებები ყავის მოდუღებიდან 20 წუთი გრძელდება.


ახლა უკვე ვიცით, როდის მივიღოთ ეს არომატული სასმელი და როდის მოაქვს მას ორგანიზმისთვის სარგებლობა.


 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

27 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 27 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.