6 წლის ოსკაროსანის საოცარი ისტორია

საკნატუნო ამბები

23 დეკემბერი 17:00, 2018 წელი

გაიზარდა და ყველამ მიივიწყა...

ლეონარდო დიკაპრიოს მსგავსად, ვიღაცას წლები სჭირდება იმისთვის, რომ საკუთარი დამსახურების ოფიციალურ აღიარებას მიაღწიოს, ვიღაც კი კინოკარიერის დასაწყისშივე იღებს საოცნებო სტატუას. სწორედ ასე მოხდა 1930-იან წლებში გოგონა-თოჯინას, შირლი ტემპის - ყველა დროის ყველაზე პოპულარული ბავშვი მსახიობისა და „ოსკარის“ ყველაზე მწირეწლოვანი მფლობელის შემთხვევაში. ოღონდ მისი ცხოვრებაც ისე აეწყო, როგორც ბევრი სხვა ვუნდერკინდისა: როცა გაიზარდა, მის შესახებ ყველამ დაივიწყა.



შირლის მიღწევები არა იმდენად მისი დამსახურება იყო, რამდენადაც მშობლების ძალისხმევის შედეგი. მათ გოგონას დაბადებისთანავე გადაწყვიტეს, რომ რადაც არ უნდა დასჯდომოდათ, მათი შვილი ვარსკვლავი უნდა გამხდარიყო.



სამი წლის ასაკში გოგონა მის მელჯინის ცნობილ საცეკვაო სკოლაში მიაბარეს. სწორედ აქ დაინტერესდა შირლით ჰოლივუდელი პროდიუსერი, რომელიც მუსიკალური სერიალისთვის ბავშვებს ეძებდა.



შირლი ეკრანებზე შესაფერის დროს გამოჩნდა: დიდი დეპრესიის პერიოდში ადამიანებს ნათელი და მზიური სახე სჭირდებოდათ, რომელიც მათ დროებით მაინც დაავიწყებდა უმუშევრობასა და განუკითხაობას.



შირლიმ კინოსტუდია „ფოქსი“ გაკოტრებისგანაც კი იხსნა. პატარა მსახიობი ჰოლივუდის საუკეთესო სცენარისტებთან, რეჟისორებთან და მსახიობებთან მუშაობდა.



მშობლები კვლავაც დაუღალავად შრომობდნენ გოგონას იმიჯზე: დედა ყოველდღე უხვევდა კულულებს, რომელიც შირლის სავიზიტო ბარათად იქცა, გოგონას ჩიჩოტკის შესასწავლად კერძო მასწავლებელი აუყვანეს, თან ჟურნალისტებს მის თანდაყოლილ საცეკვაო მონაცემებზე უყვებოდნენ. შედეგად შირლი ჰოლივუდის ყველაზე მაღალანაზღაურებადი მსახიობი იყო დიდი დეპრესიის წლებში.



შირლი ფილმებში: „პატარა პოლკოვნიკი“ და „რებეკა სინიბრუკის ფერმიდან“.



1934 წელს, 6 წლის ასაკში, შირლი ტემპლმა კინოპრემია „ოსკარი“ მიიღო და სამუდამოდ შევიდა ისტორიაში, როგორც ამ პრესტიჟული ჯილდოს მფლობელი ყველაზე ნორჩი მსახიობი. თუმცა ახლა ამბობენ, რომ ეს გამარჯვება ნამდვილი არ იყო, რადგანაც მაშინ ამ პრიზს „საპატიო საბავშვო ჯილდო“ ერქვა.



ამბობენ, რომ შირლი გამარჯვებული გახდა არა თავისი ნიჭის, არამედ იმის წყალობით, რომ „მან ბევრად მეტი სიხარული და ბედნიერება აჩუქა მილიონობით ბავშვსა და უფროსს, ვიდრე ნებისმიერმა სხვა ბავშვმა მსოფლიოში“. ყოველ შემთხვევაში, ასეთი იყო ამერიკის კინოაკადემიის ოფიციალური ფორმულირება.



უკვე ადრეულ ასაკში გაიგო შირლიმ, რომ პოპულარობას მეორე მხარეც აქვს. „6 წლისას მე უკვე აღარ მჯეროდა სანტა-კლაუსის არსებობა. „საშობაოდ დედამ მაღაზიაში წამიყვანა, იქ კი სანტამ ავტოგრაფი მთხოვა“, - სევდიანად იხსენებდა შირლი.



8 წლის ასაკში გოგონამ 8 მილიონი დოლარი გამოიმუშავა. მის პორტრეტს ბეჭდავდნენ მისალოც ბარათებზე, პლაკატებზე, სუვენირებზე. ბარბის გამოჩენამდე ყველაზე პოპულარული თოჯინა შირლის ასლი იყო. ეს მომხიბვლელი გოგონა სასიამოვნო ღიმილს ჰგვრიდა განურჩევლად ყველას. 250 ფირფიტა, საშობაო სიმღერა მისი შესრულებით, სამ დღეში გაქრა დახლებიდან. 1935 წელს მან ხუთი თითის ანაბეჭდი დატოვა ლოს-ანჯელესის ვარსკვლავთა ალეაში.



ზოგიერთი კრიტიკოსი მას მანიპულირებაში ადანაშაულებდა და მალე დავიწყებას უწინასწარმეტყველებდა. უბრალო მაყურებელი კი შირლის აღმერთებდა და სჯეროდა, რომ გოგონას შეყვარებულთა შერიგება შეეძლო.



12 წლის ასაკში შირლი ტემპლს ფორტუნამ ზურგი აქცია. ის არ აიყვანეს დოროთის როლზე ფილმში „ჯადოქარი ოზის ქვეყნიდან“ და მისი მონაწილეობით მომდევნო ფილმებიც ჩავარდა. შირლი უკვე აღარ იყო მომხიბვლელი ბავშვი - ის გაიზარდა.



ტემპლმა კიდევ რამდენიმე ფილმში ითამაშა, მაგრამ მისი ძველი პოპულარობიდან აღარაფერი დარჩა. ამით პატარა ვარსკვლავის კინოკარიერა დასრულდა.



გაზრდილი შირლი უკვე აღარ იყო საინტერესო მაყურებლისთვის.



კინოს სამყაროდან შირლიმ პოლიტიკის სამყაროში გადაინაცვლა. ის რესპუბლიკური პარტიის წევრი გახდა, მონაწილეობდა ნიქსონის წინასაარჩევნო კამპანიაში და თავადაც გეგმავდა სენატორობას, მაგრამ არჩევნები წააგო. ის იყო პრველი ქალი, ვინც პრეზიდენტის პროტოკოლის სამსახურის უფროსის თანამდებობა მიიღო. იყო ამერიკის ელჩი განასა და ჩეხოსლოვაკიაში.

საკნატუნო ამბები

ბედნიერებას ფულით ვერ იყიდი - უბედური მდიდრები

არა აქვს მნიშვნელობა, მილიარდერი ბიზნესმენი ხარ, მსოფლიო პოლიტიკოსი თუ პლანეტის გამორჩეული ვარსკვლავი, სულიერი ტკივილის წინაშე ყველა უძლურია, ყველაფერი აზრს კარგავს... რჩება მხოლოდ აუტანელი სიცარიელე, რომელიც არასდროს არაფრით შეივსება...
დღის ჰოროსკოპი

17 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

კატლეტი კომბოსტოთი - გემრიელი და ნაკლებკალორიული

ეს კატლეტი იმასაც მოეწონება, ვინც ფიგურას უფრთხილდება.
დღის ჰოროსკოპი

16 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

არასტანდარტული აზროვნებით „გამორჩეულები“

ალბათ თქვენც დაგვეთანხმებით, რომ არასტანდარტული აზროვნება და კრეატიულობა სულ სხვა რამაა და არა ის, რაც ამ ფოტოებზეა... 
ამბები

როგორ შევქმნათ ბიზნესმოდელი ანუ როგორ ვმართოთ კომპანია

ინტერვიუ „ჯეპრას“ კონსულტანტ მანჩო ონიაშვილთან.
დღის ჰოროსკოპი

15 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

5 ფილმი მხოლოდ ქალებისთვის

თუ მათგან რომელიმეს ნახვას გადაწყვეტთ, აუცილებლად მარტომ უყურეთ.
დღის ჰოროსკოპი

14 ივნისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ივნისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

Just do it - რა იმალება „ნაიკის“ ამ ლეგენდარული სლოგანის უკან?

როგორ დაიბადა ფრაზა Just do it (უბრალოდ გააკეთე), რომელმაც NIKE მსოფლიო ლიდერად აქცია - ამის შესახებ ჰყვება დენ ვიდენი, სარეკლამო კომპანიის თანამფლობელი, რომელმაც ეს სიტყვები სლოგანად შესთავაზა „ნაიკს“ 1988 წელს. 
კულინარია

ყაბაყი უნგრულად - პიკანტური და მდიდარი არომატი

ამ კერძისთვის საჭირო ინგრედიენტები სახლში ყოველთვის მოიძებნება, თანაც რაც არ უნდა „ეცადოთ“, ეს კერძი უგემური მაინც არ გამოგივათ.
ამბები

Volvo Cars-მა და Varjo-მ ავტომობილების განვითარებისთვის პირველი „შერეული რეალობის“ აპლიკაცია გამოუშვეს

Volvo Cars-ის და Varjo-ს (ვირტუალური რეალობის აღსაქმელი მოწყობილობების მწარმოებელი ფინური კომპანია) თანამშრომლობით შეიქმნა მსოფლიოში პირველი შერეული რეალობის მოწყობილობა, უსაფრთხოების ტექნოლოგიების გაუმჯობესების მიზნით.