ბავშვების საახალწლო სურვილები - „შპარგალკა“ მშობლებისთვის

საკნატუნო ამბები

31 დეკემბერი 16:00, 2018 წელი

რატომ გიყვარს ახალი წელი და რას ისურვებდი საჩუქრად თოვლის ბაბუისგან? „ფანტაიმის“ მიერ დასმულ ამ კითხვებს ისეთი საინტერესო და გულწრფელი პასუხები გასცეს პატარებმა, არ შეგვეძლო, თქვენთვისაც არ გაგვეზიარებინა...

მარიკო გოგუა, 3 წლის


 


ახალი წელი კარგია, იმიტომ, რომ საჩუქრებს ველოდები. ნაძვის ხე ლურჯი სათამაშოებით და თეთრი ანგელოზებით გავაწყვე. ნაძვის ხის სათამაშოს თოვლის ბაბუა ახატია. ნაძვის ხესთან ყუთი დევს, სადაც თოვლის ბაბუა საჩუქარს დამიტოვებს. დილას გავიღვიძებ და ვნახავ საჩუქრებს. ახლა გზაშია და მალე მოვა. მინდა, მომიტანოს ვეფხვის და ძაღლის ფორმა. თოვლის ბაბუას ლამაზი ირმები ჰყავს და მათთან ერთად დაფრინავს. თოვლის ბაბუა, დიდი ხანია გელოდები და მალე მომიტანე საჩუქრები, რაა.


 


გეგა წიკლაური, 6 წლის


 


ახალ წელს ძალიან მინდა, თოვლი მოვიდეს და ჩემს ძმასთან ერთად ვიგუნდაო. ახალი წელი იმიტომ მიყვარს, რომ თოვლის ბაბუას საჩუქრები მოაქვს. წერილი უკვე დავუწერე და მაცივარზე დავამაგრე. მერე შემოიპარება თოვლის ბაბუა და წაიღებს. მინდა, რომ პულტიანი დრონი მომიტანოს. სახლი უკვე გავაფორმეთ და ახალი წლის დასახვედრად მზად ვართ. გოზინაყზე გადარეული ვარ და კიდევ ვსვამ კომპოტებს ახალ წელს. მე რომ თოვლის ბაბუა ვიყო, იცი, რას ვიზამდი? ყველა საჩუქარს ჩემთვის დავიტოვებდი.


 


სესილი კახაძე, 5 წლის


 


მე ძალიან ლამაზი ნაძვის ხე მაქვს. მე და დედიკომ ერთად მოვრთეთ. თოვლის ბაბუას წერილი დავუწერე. ძალიან მინდა, მომიტანოს კატო თოჯინა და სხვანაირი შოკოლადები. წერილს თოვლის ბაბუას დედიკო წაუღებს, თან ეტყვის, რომ კარგად ვიქცევი და აუცილებლად გამომიგზავნოს, რაც მინდა. ისე, ერთი საჩუქარი უკვე გამომიგზავნა თოვლის ბაბუამ, ზეიმისთვის ლამაზი ბალეტკები. დანარჩენებსაც ველოდები. თოვლის ბაბუა საჩუქარს კართან მიტოვებს და მერე დნება. რომ ვნახო თოვლის ბაბუა, ვკითხავ: რატომ დნება?


 


ანა დანელია, 9 წლის



ძალიან მიყვარს ახალი წელი. ჩემთვის სახალისო დღესასწაულია. ამ დღეს მთელი ოჯახი ერთად ვართ და მიხარია. ყველაზე მეტად საახალწლოდ სახლის გაფორმება მიყვარს. სამზარეულოში ფუსფუსიც მიყვარს, ჯერ არ ვიცი კერძების მომზადება, მაგრამ მალე დავიწყებ. თოვლის ბაბუის არსებობის არ მჯერა. დარწმუნებული ვარ, რომ არ არსებობს. ამდენ ბავშვს როგორ მოუტანდა საჩუქარს? შესაბამისად, წერილსაც არ ვუწერ. შარშან ჯერ კიდევ მჯეროდა, რომ თოვლის ბაბუას მოჰქონდა საჩუქრები, მაგრამ მერე დავრწმუნდი, რომ ეს დედიკოსგან იყო. დედიკოს და მამიკოს პირდაპირ ვეუბნები, რა მინდა საახალწლო საჩუქრად. წელს ვთხოვე, ლეკვი მაჩუქონ. სახელი ჯერ არ მომიფიქრებია, მაგრამ კარგ სახელს შევურჩევ. საჩუქრებზე მეც ვზრუნავ. დედიკოს და მამიკოს გუშინ გავუმზადე საჩუქარი. წერილსაც დავუწერ და დავამატებ.


 


 


 


ილია ინჯია, 6 წლის



ახალი წელი იმიტომ მიყვარს, რომ თოვლის ბაბუას ჩემთვის საჩუქრები მოაქვს. ორი წერილი დავუწერე. ერთ წერილში ვთხოვე, მომიტანოს მანქანების ტრასა და მეორე წერილში - პატრულის თვითმფრინავი. წერილები ნაძვის ხეზე დავდე, შემოიპარება თოვლის ბაბუა და წაიღებს. სახლი უკვე მოვრთეთ საახალწლოდ. წელს ხუთი ნაძვის ხე მაქვს. ახალ წელს თოვლის ბაბუა უნდა შევაშინო. ფარდის უკან დავდგები. რომ შემოვა თოვლის ბაბუა, გამოვვარდები და შევაშინებ. თოვლის ბაბუა იცი, სად ცხოვრობს? სადაც ბევრი თოვლია. ისე, მე რომ თოვლის ბაბუა ვიყო, სადმე ისეთ კუნძულზე ვიცხოვრებდი, სადაც სულ ცხელა. ახალ წელს წყნეთში ავდივარ ჩემს მამიდაშვილებთან და ვთამაშობთ. თოვლის ბაბუამ საჩუქარი წყნეთში, ნაძვის ხის ქვეშ უნდა დამიტოვოს. მიხვდება თვითონ, სად უნდა მოვიდეს ჩემს გასახარებლად.


 


 


გიორგი დანელია, 4 წლის



ახალ წელს კარგად ვერთობი. დედიკოს ვუჯერებ და ზორო ვარ. ზოროს ფორმა არ მაქვს, მაგრამ ბეტმენის მაქვს. ბეტმენი უფრო კარგია. თოვლის ბაბუას წერილი დავუწერე. მინდა, მომიტანოს პულტიანი, დიდი, წითელი მანქანა. თოვლის ბაბუა თოვლში ცხოვრობს. რომ მოვა, საჩუქარს ნაძვის ხესთან დამიტოვებს. ისე ჩუმად მოვა, რომ ვერ გავიგებ. საძინებლიდან რომ გამოვალ, ნაძვის ხესთან დამხვდება მანქანა.


 


დათა ხელაია, 10 წლის



ჩემთვის ახალი წელი კარგი დღესასწაულია, იმიტომ, რომ თან საჩუქრებს ვიღებ, თან კარგი განწყობაა. საახალწლოდ სახლის გაფორმებაშიც სულ ვერთვები. ძალიან ლამაზი ნაძვის ხე გვაქვს. ახალი წლის მენიუდან ყველაზე მეტად მიყვარს ბაჟე და გემრიელად მივირთმევ. თოვლის ბაბუა, რა თქმა უნდა, არსებობს. ალბათ, ჩრდილოეთ პოლუსში ცხოვრობს და მაგიურად ახერხებს ყველა ბავშვის დასაჩუქრებას ერთ ღამეში. ვინც კარგად იქცევა, მათთვის ყველაზე კარგი საჩუქრები მოაქვს. ვინც მშობლებს არ უჯერებს და ცუდად იქცევა, მათთვისაც მოაქვს, ოღონდ ისეთი კარგი საჩუქარი არა. წერილი უკვე დავუწერე, მაგრამ ვერ გაგიმხელთ, რა დავუწერე. სიმართლე გითხრათ, არ ვიცი, წერილი ვის მიაქვს თოვლის ბაბუასთან, მაგრამ ნაძვის ხის ქვეშ რომ დავტოვებ წერილს, ერთ დღესაც გამოვალ ოთახიდან და წერილი აღარ დამხვდება. ახალი წელი კიდევ იმიტომ მიხარია, რომ სკოლაში არდადეგები მაქვს და მინდა, უფრო დიდხანს გაგრძელდეს ეს დღეები.


 


ელენე ახვლედიანი, 11 წლის



ჩემთვის ახალი წელი ოჯახური დღესასწაულია, რადგან ყოველ წელს, ძირითადად, ოჯახურ გარემოში ვხვდებით, მყუდროდ და თბილად. ნაძვის ხის მორთვა მიყვარს, მით უმეტეს, როდესაც ყოველ წელს ახალ სათამაშოებს ვამატებ ხოლმე. თოვლის ბაბუა არ არსებობს. წინა წელს ნაწილობრივ მჯეროდა, მაინც დავუწერე წერილი და საჩუქრებიც მივიღე, თუმცა, წელს ცოტა შემეცვალა აზრი და ვფიქრობ, რომ მშობლები არიან ამ ყველაფრის სათავეში. პირდაპირ დედას ჩამოვუთვალე, რა მსურს საახალწლოდ. ახალი წლის დღეებში  დედასთან ერთად სამზარეულოში ყოფნაც მიყვარს. კერძების მომზადებაში არ ვერევი, მაგრამ ვცდილობ, სუფრა ლამაზად გავაწყო, ლამაზი ხელსახოცები გვქონდეს. მიყვარს, მაღაზიებში რომ დავდივართ და ვარჩევთ საახალწლოდ რაღაცებს. კერძებიდან განსაკუთრებულად მიყვარს საცივი. დედა ხშირად ამზადებს ხოლმე ბაჟეს, მაგრამ მაინც ისეთი გემრიელი არ არის, როგორც ახალ წელს. სკოლის არდადეგებიც ერთ-ერთი მიზეზია ჩემი საახალწლო სიხარულის. ორკვირიანი დასვენება გვაქვს და ამ პერიოდში სულ ვცდილობთ, სადმე წავიდეთ. მაგალითად, წელს ვაპირებთ, აგარაკზე შევხვდეთ ახალ წელს მეგობრებთან ერთად.


 


ანასტასია ჩხაიძე, 3 წლის



იცი, რომ თოვლმა დამირეკა, ვითამაშოთო? უნდა ვეთამაშო თოვლს, მომენატრა, უნდა ვაკოცო. ნაძვის ხე მაქვს სახლში. ძალიან ლამაზია. თოვლის ბაბუს წერილი გავუგზავნე. დავაბარე კევი, კიდევ პომადა და სათამაშო. პომადა მინდა გოგოსი და წითელი. ერთი საჩუქარი უკვე გამომიგზავნა თოვლის ბაბუამ. ძალიან დიდი დათუნიაა და სახელად ძაღლი დავარქვი.


 


დემეტრე წიკლაური, 5 წლის


 


ახალ წელს მინდა, თოვლის ბაბუამ მომიტანოს რობოტი, რომელიც ხმას გამოსცემს და დინოზავრად გადაიქცევა. მართლა, თოვლის ბაბუას არ აქვს ასეთი სათამაშო? გულით მინდა, რომ მქონდეს. მაგრამ, თუ ასეთი არ არსებობს, იყოს მარტო რობოტი, რომელიც ხმას გამოსცემს. მე რომ თოვლის ბაბუა ვიყო, დედიკოს მივუტანდი საჩუქარს. რაც უნდა, იმას ვაჩუქებდი, შეიძლება, თოჯინა უნდოდეს და ვაჩუქო. ახალი წელი ძალიან მიყვარს. ყველაფერი განათებული და ლამაზია. ნაძვის ხე უკვე ავაწყვეთ, ძალიან ლამაზი გამოვიდა. ახალ წელს ბაღში ზეიმი მექნება და თოვლის ბაბუა უნდა ვიყო, ფორმა უნდა ჩავიცვა, წვერებიც მექნება. კიდევ იმიტომ მიყვარს ახალი წელი, რომ ბაღი მთავრდება. ბაღი კი მიყვარს, მაგრამ დასვენება მაინც მირჩევნია. ახალ წელს ასაფეთქებლებლებსაც ვაფეთქებთ. არ მეშინია, უბრალოდ, თვალები მეხუჭება, მეტი არაფერი.


 

დღის ჰოროსკოპი

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული და ჯანსაღი საკვები

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო - ჯანსაღი კვების ორი „დედოფალი“. დანარჩენი კომპონენტები კი მათ ნაზ სტრუქტურასა და დიდებულ გემოს უსვამს ხაზს.
საკნატუნო ამბები

GoPro პენისისთვის - ინტიმური ვიდეოკამერა (+18)

ლაივის ჩართვის ფუნქცია ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა, მსგავსი ფუნქცია იგეგმება. დაველოდოთ...  
დღის ჰოროსკოპი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ლეგენდარული ფილმები, რომლებიც ქალებმა გადაიღეს

რეჟისორობა დიდი ხანია აღარ მიიჩნევა მამაკაცურ პროფესიად. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები უკვე საუკუნეა, გადაღებების პროცესს ხელმძღვანელობენ და საკულტო ფილმებს იღებენ.
ამბები

თბილისში ლილიპუტების ცირკის დაუვიწყარი სანახაობა გაიმართება

31 მარტს, თბილისის „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზში, ლილიპუტების ცირკის თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობა გაიმართება.
დღის ჰოროსკოპი

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ფოტო, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა

ვარსკვლავებს ყოველდღიურად ასობით, იქნებ ათასობითაც, ფოტოს უღებენ, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ხვდება საზოგადოების yuradRebis centrSi.
საკნატუნო ამბები

კომბოსტო-ვაშლი-ფორთოხალი - საგაზაფხულო დიეტა

ზამთარში დაგროვილი კილოგრამების მოშორების სეზონი დაიწყო - დაიწყეთ გაზაფხული ახალი წონითა და შესანიშნავი ფორმებით.
საკნატუნო ამბები

6 პოზა მათთვის, ვისაც ძალიან ეზარება, მაგრამ სექსი უნდა

სექსის სურვილი ცეცხლს გიკიდებთ, მაგრამ ცოტა მაინც გეზარებათ, რადგან ხვალ ადრე უნდა ადგეთ. ლტოლვა კი არ გეშვებათ - ნაცნობი სიტუაციაა? ჰოდა, სპეციალურად თქვენთვის - 6 პოზა, პირობითი სახელით: „მინდა, მაგრამ მეზარება“.  
დღის ჰოროსკოპი

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?