ფობიები და ფსიქოზები - რით იტანჯებიან ცნობილები

საკნატუნო ამბები

13 იანვარი 17:00

ერთი შეხედვით იდეალური ვარსკვლავები, თურმე, ყოველდღიურად ებრძვიან ფსიქიკურ აშლილობებს...

კამერონ დიასს კარის სახელურების ეშინია



კამერონ დიასის დიაგნოზია „ობსესიურ-კომპულსიური აშლილობა“. მსახიობი შეპყრობილია სისუფთავით, განსაკუთრებით აგიჟებს კარის სახელურები, რომლებსაც უცხო ადამიანები ყოველ წუთს ეხებიან.


ჯესიკა ალბა - შეპყრობილი პერფექციონისტი



ჯესიკა ალბასაც ასეთივე დიაგნოზი აქვს, თუმცა ის ცდილობს, თავის აშლილობაში პლუსები დაინახოს. მსახიობის თქმით, ობსესიურ-კომპულსიური სინდრომი, პერფექციონიზმში გამოხატული, ჰოლივუდში კარიერის გაკეთებაში ეხმარება.


შარლიზ ტერონი წესრიგზეა გადარეული



შარლიზ ტერონის ობსესიურ-კომპულსიური სინდრომი გამოხატულია სრულ ორგანიზებულობასა და სიტუაციის კონტროლში. თანაც მსახიობს იდეალური წესრიგის არარსებობა არა მარტო თავის სახლში აღიზიანებს, არამედ სტუმრადაც.


ჯონი დეპს სძულს კლოუნები



ჯონი დეპს ეშინია კლოუნებისა და მიმების, მიუხედავად იმისა, რომ გრიმის დახმარებით არც ისე იშვიათად განუსახიერებია ისინი. ამ შიშის მიზეზი მის ბავშვობაში იმალება: პატარა დეპი ძალიან შეუშინებია ცირკის მსახიობს.


ნატალი პორტმანს მულტფილმების ეშინია



ნატალი პორტმანმა აღიარა, რომ ძალიან ეშინია მულტფილმების. ცისფერი გნომები - სმურფიკები კი განსაკუთრებით აგდებენ პანიკაში. ეტყობა, სწორედ ამ მიზეზით ნატალი არასოდეს ახმოვანებს მულტფილმების გმირებს. ერთადერთი გამონაკლისია „სიმპსონების“ მეორეხარისხოვანი პერსონაჟი.


დევიდ ბექჰემი სიმეტრიითაა შეპყრობილი



დევიდ ბექჰემის ავადმყოფობის ისტორიაში არის სიტყვა „ატაკსიოფობია“. მარტივად რომ ვთქვათ, ფეხბურთელი შეპყრობილია წესრიგითა და სიმეტრიით. ის ტანსაცმელს ფერებისა და ზომების მიხედვით ახარისხებს, საკვებისა და სასმელის შენახვას კი ცალ-ცალკე არჩევს - ბექჰემის სახლში სამი მაცივარი დგას: ერთი პროდუქტებისთვის, მეორე ბოსტნეულისა და ხილისთვის, მესამე კი სასმელებისთვის. თანაც მსგავსი ქილებისა და ბოთლების რაოდენობა ლუწი უნდა იყოს.


უმა თურმანი კლაუსტროფობიით იტანჯება



კლაუსტროფობია (დახურული სივრცის შიში) უმა თურმანის მთავარი ფობიაა. თითქოს სპეციალურად, საკულტო ბოევიკში „მოკალი ბილში“ მის პერსონაჟს ხის კუბოში გამოკეტავენ, საიდანაც დამოუკიდებლად უნდა დაიხსნას თავი. მსახიობს ეს სცენა დიდი მოთმინებისა და ნერვების ფასად დაუჯდა.


უაინონა რაიდერს წყლის შიში აქვს



მსახიობი უაინონა რაიდერი წყლისადმი შიშს ბავშვობის ტრავმით ხსნის: 12 წლის ასაკში ის კინაღამ დაიხრჩო და მას შემდეგ ცდილობს, ახლოსაც არ გაეკაროს წყლის რეზერვუარებს. გამონაკლისი იყო „უცხოს“ მეოთხე ნაწილის გადაღებები: მის გმირს კაცობრიობის გადასარჩენად წყლის ქვეშ დიდხანს უნდა ეცურა. რეჟისორმა ჟან-პიერ ჟენემ მსახიობს სამი მაშველი მიამაგრა და მან როგორღაც გაართვა თავი ამოცანას. მსახიობის კიდევ ერთი ფსიქიკური გადახრაა კლეპტომანია, რომელმაც მას სახელი გაუტეხა და ლამის კარიერის ფასად დაუჯდა. 2002 წელს, მაღაზიაში ქურდობის შემდეგ, უაინონამ იძულებითი მკურნალობის კურსი გაიარა.


კეტრინ ზეტა-ჯონსი განწყობას ვერ აკონტროლებს



კეტრინ ზეტა-ჯონსი მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზის მსუბუქი ფორმით იტანჯება - ავადმყოფობა მისი მეუღლის, მაიკლ დუგლასის ყელის კიბოსთან ბრძოლის ფონზე განვითარდა. მანიაკალურ-დეპრესიული ფსიქოზი, რომელსაც ახლა სპეციალისტები ბიპოლიარულ აშლილობას უწოდებენ, მანიისა და დეპრესიის სიმპტომების სწრაფად ცვალებადობის შედეგად გაჩნდა. ამ დაავადებით იტანჯებიან, ასევე, რასელ ბრენდი, მელ გიბსონი, სტივენ ფრაი, ემინემი, ჟან-კლოდ ვან დამი. ეს სიმპტომები აღენიშნებოდათ კურტ კობეინს, ედგარ პოს, ჯეკ ლონდონს, ერნსტ ჰემინგუეის.


კრისტენ სტიუარტს ცხენების ეშინია



7 წლის ასაკში მსახიობი კრისტენ სტიუარტი ცხენიდან ჩამოვარდა და ხელი მოიტეხა. ამ დროიდან მოყოლებული ის მუდმივად გაურბოდა ცხოველებს, სანამ ფილმ „ფიფქია და მონადირის“ გადაღებებზე არ მიიწვიეს. სიუჟეტის მიხედვით, მის გმირს ცხენით უნდა ეჯირითა, ამიტომაც, ტრენერებისა და დამამშვიდებელი აბების დახმარებით, მსახიობმა დროებით დაივიწყა შიშის შესახებ.


ნიკოლ კიდმანს პეპლები აშინებენ



პეპლებიც შეიძლება გახდნენ ღამის კოშმარების მიზეზი. ახალგაზრდობაში მსახიობ ნიკოლ კიდმანს ძალიან ეშინოდა ამ მწერების და იმის გათვალისწინებით, რომ მის მშობლიურ ავსტრალიაში პეპლის უამრავი სახეობა არსებობს, სკოლაში მიმავალ ნიკოლს მუდმივად უწევდა შემოვლითი გზების მოძებნა. გახდა რა ცნობილი, ნიკოლმა სცადა, ეს შიში დაემარცხებინა (მაგალითად, პეპლებით სავსე გალიაში შევიდა), მაგრამ სულ ტყუილად - ეს მცდელობები კრახით დასრულდა.


ბრედ პიტი არასოდეს უყურებს თავის ტერფებს



ბრედ პიტის ამოუხსნელი შიში საკუთარი ტერფებისადმი „ტროას“ გადაღებებზე გამჟღავნდა. მსახიობმა ითხოვა, მისი გმირის აქილევსის ტყავის ქალამნები ჩექმებით შეეცვალათ. ასევე, მსახიობმა აღიარა, რომ ძალიან ეშინია ობობებისა და ზვიგენების.


ორლანდო ბლუმს ღორების ეშინია



ორლანდო ბლუმი ღორებისადმი შიშმა და სიძულვილმა კინაღამ ჭკუიდან შეშალა ფილმ „ზეციური სამეფოს“ გადაღებებზე: ცხოველები მოედანზე მსახიობთან ერთად იყვნენ, მოგვიანებით კი ერთ-ერთმა ღორმა შემოღობილიდან გაქცევა მოახერხა, რამაც ორლი ძალიან შეაშინა.


ჯასტინ ტიმბერლეიკს უჭირს კონცენტრირება



ყურადღების დეფიციტის სინდრომის წყალობით ჯასტინ ტიმბერლეიკს უჭირს ერთ ქმედებაზე კონცენტრირება ან მონოტორულად მოქმედება. ამ აშლილობის გამო ბავშვობაში ჯასტინს პრობლემები ჰქონდა სწავლასთან დაკავშირებით - მომავალ ვარსკვლავს გონებაჩამორჩენილადაც კი მიიჩნევდნენ.


სკარლეტ იოჰანსონი სისუფთავეზეა შერყეული



ისევე როგორც სხვა გოგოები მსოფლიოში, მსახიობი სკარლეტ იოჰანსონი მუდმივად იცავს სისუფთავეს, მაგრამ ზოგჯერ შენობის სისუფთავეში მოყვანის მცდელობა ვერმინოფობიას იწვევს - სახლში ჭუჭყის, ვირუსებისა და მწერებისადმი შიშს. სასტუმროშიც კი მსახიობს ურჩევნია, თავად დაალაგოს ნომერი, რადგანაც დამლაგებელს არ ენდობა.

საკნატუნო ამბები

ხუთი მიზეზი, რატომ არის კარგი სექსი დილით

დილაობით სექსი არაა მარტივი საქმე: ხან გამოფხიზლება გვიჭირს, ხან სამსახურში გვაგვიანდება, შესაძლოა, ბავშვებიც გვყავს მოსამზადებელი... მაგრამ სექსოლოგები ჯიუტად ცდილობენ აგვიხსნან, რატომ არის დილის სექსი შესანიშნავი.    
დღის ჰოროსკოპი

23 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ალიკო ცინცაძის წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია ეროვნულ ბიბლიოთეკაში გაიმართება

პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის საკონფერენციო დარბაზში (მე-3 კორპუსი), 24 აპრილს, 14:00 საათზე, ასტრო-ენათმეცნიერის, პროფესორ ალიკო ცინცაძის ახალი წიგნის „ქართული კაბალას“ პრეზენტაცია-ლექცია ჩატარდება.
საკნატუნო ამბები

10 მეტამორფოზა, რომლებიც თქვენს ასაკს საპასპორტო მონაცემებზე მეტად გასცემს

დაბერების შიში ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული ფობიაა. საქმე ისაა, რომ ადამიანის სხეული მუდმივად იცვლება და წლების მატებასთან ერთად, ახლებურად გამოიყურება. ამიტომაც აუცილებელია ვიცოდეთ, რომელი ასაკობრივი ცვლილება მიიჩნევა ნორმად და რომელი - არა.
საკნატუნო ამბები

10 წვრილმანი, რაც კაცს აღაგზნებს

ეს წვრილმანები ერთი შეხედვით უცნაურებია, მაგრამ საკმაო ძალა აქვთ იმისთვის, რომ კაცის პულსის სიხშირე წუთში 70-დან 150-მდე აწიონ...  
დღის ჰოროსკოპი

22 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

უნიკალური ფოტოარქივი, რომელიც წარსულს სულ სხვა თვალით დაგანახვებთ

ეს ფოტოები გასულ საუკუნეში გამოგზაურებთ და საოცარ ამბებს აღმოგაჩენინებთ...
დღის ჰოროსკოპი

21 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 აპრილისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
თემატური ჰოროსკოპი

რომელია საუკეთესო ასაკი ქორწინებისთვის ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით

ყველა ადამიანი ეძებს პარტნიორს, რომელთანაც მთელ ცხოვრებას გაატარებს. ზოგიერთი კი ამას ძალიან ადრეული ასაკიდან იწყებს...
საკნატუნო ამბები

ფრთხილად! საოცრად ამაღელვებელი შიშველი სხეული (11 ფოტო)

სანკტ-პეტერბურგელი ფოტოგრაფის მიხაილ კოვალენკოს ნამუშევრები განსაკუთრებით მამრობითი სქესის მკითხველებს დააინტერესებთ! 
დღის ჰოროსკოპი

20 აპრილის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 აპრილს ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

6 ფილმი სიყვარულის მაგიაზე

რამდენიმე ისტორია იმის შესახებ, როგორ აქცევს სიყვარული ცხოვრებას ზღაპრად...