ნიღაბი დაზიანებული და აქერცლილი სახის კანისთვის

საკნატუნო ამბები

28 თებერვალი 09:00

ზამთრის ცივი ამინდები ძალიან რთული გადასატანია ნაზი და მგრძნობიარე სახის კანისთვის. რა თქმა უნდა, მუდმივად ვცდილობთ სახის კანის დაცვას, თუმცა, მიუხედავად ჩვენი მრავალმხრივი მცდელობისა, კანი მაინც ზიანდება, უხეშდება და იქერცლება.

ცივ ამინდებში სახის კანისთვის აუცილებელია სასწრაფო დახმარების აღმოჩენა, რაც გულისხმობს სპეციალურ, სამკურნალო, სახლში დამზადებული ნიღბებით სარგებლობას, რომლებიც სწრაფად დაუბრუნებს თქვენს კანს ჯანსაღ იერსა და სილამაზეს. გაგაცნობთ ამგვარი ნიღბის ოთხ ეფექტურ რეცეპტს.


თაფლისა და კარტოფილის ნიღაბი


მოხარშეთ ერთი ცალი კარტოფილი და ჩასრისეთ. პიურეს დაამატეთ ერთი სუფრის კოვზი თაფლი, საგულდაგულოდ გადაურიეთ ერთმანეთში. მიღებულ მასას დაამატეთ რამდენიმე წვეთი ლიმონის წვენი. ცალკე ათქვიფეთ კვერცხის ცილა და თაფლიან კარტოფილის მასას დაამატეთ. სანამ ნიღაბს სახეზე შეიზელთ,  ოთახის ტემპერატურაზე შეათბეთ და სახეზე 10 წუთი გაიჩერეთ. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ, საპნის გარეშე. 


ხილის ნიღაბი


ამ ტიპის ნიღაბი სახის კანის აღსადგენად უდავოა. ხილში დიდი რაოდენობით შემავალი სასარგებლო ნივთიერებები სახის კანისთვის უებარი წამალია. ამიტომ, დაზიანებულ და აქერცლილ კანს ხილის ნიღბით მარტივად დაუბრუნებთ მბზინვარებასა და სიკაშკაშეს.


ხილის ნიღბის მოსამზადებლად 3-4 სახეობის ნებისმიერი ხილი დაგჭირდებათ, ცისტურისა და კივის გარდა (ციტრუსი შეიცავს დიდი რაოდენობით C ვიტამინს, რაც გაღიზიანებულ კანს კიდევ უფრო გააღიზიანებს). მოამზადეთ ხილის პიურე და დაამატეთ კვერცხის ცილა (ათქვეფის გარეშე). კარგად გადაურიეთ ერთმანეთში და მიღებული მასა სახეზე შეიზილეთ. ხილის ნიღბით სარგებლობამდე სასურველია, სახე დაიორთქლოთ. ნიღაბი სახეზე გაიჩერეთ, დაახლოებით, 30 წუთით და ბოლოს თბილის წყლით ჩამოიბანეთ, საპნის გარეშე.


თიხის ნიღაბი


პირველ რიგში, დააყენეთ შავი ჩაი. სამი სუფრის კოვზ ცისფერ თიხას დაამატეთ სამი სუფრის კოვზი წყალი, ერთი ჩაის კოვზი კონიაკი და კარგად გადაურიეთ ერთმანეთში. მიღებულ მასას დაამატეთ ორი სუფრის კოვზი შავი ჩაი, გადაურიეთ საგულდაგულოდ და შეიზილეთ სახეზე. გაიჩერეთ, დაახლოებით, 10 წუთი (ისე, რომ სახეზე ძალიან არ შეგახმეთ) და ჩამოიბანეთ გრილი წყლით. 


არაჟნისა და ზეთის ნიღაბი


ეს საკმაოდ ცხიმიანი ნიღაბია და ამიტომაც არის ძალიან ეფექტიანი დაზიანებული, გამომშრალი და აქერცლილი სახის კანისთვის. 4-5 სუფრის კოვზი არაჟანი მიიყვანეთ ოთახის ტემპერატურამდე (შეეცადეთ, არაჟანი იყოს მაქსიმალური ცხიმიანობის). დაამატეთ ორი ჩაის კოვზი ზეითუნის ან მზესუმზირის ზეთი. კარგად გადაურიეთ და შეიზილეთ სახეზე 20-30 წუთით. შემდეგ კი თბილი წყლით ჩამოიბანეთ, სახის დასაბანი გელის ან საპნის დახმარებით.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ფისუნია, მანდ რა გინდა?! (10 ფოტო)

ნახეთ, ერთ დღესაც სად შეიძლება აღმოჩნდეს თქვენი ოთხფეხა მეგობარი. ჰოდა, პრევენციული ზომებიც მიიღეთ...
საკნატუნო ამბები

9 უტყუარი ნიშანი იმისა, რომ კაცი გღალატობთ

კერძო დეტექტივები ამბობენ, რომ ქალის ეჭვიანობის 80%-ის შემთხვევაში კაცის ღალატი დასტურდება.
დღის ჰოროსკოპი

21 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?