1. დიდი გულისყურით დაიწყო ზრუნვა საკუთარ თავზე
სპორტული ტანსაცმელი კლასიკურმა კოსტიუმმა ჩაანაცვლა და მისგან მუდმივად პარფიუმის სურნელი მოდის? სავარაუდოდ, ის ცდილობს, ვიღაცას თავი მოაწონოს... ან უკვე შეძლო კიდეც ეს?
2. ის აკონტროლებს თავის ტელეფონს
ქმარი უფლებას არ გაძლევთ, მის გაჯეტებს შეეხოთ, ასევე, გულმოდგინედ მალავს სოციალურ ქსელებში საკუთარი გვერდების პაროლებს? ე.ი. მას ნამდვილად აქვს რაღაც დასამალი.
3. აგრესიული გახდა
ქმარი მტკივნეულად რეაგირებს თქვენს ნებისმიერ კითხვაზე და პატარა კონფლიქტიც კი ჩხუბში გადაჰყავს? ის ნებისმიერ საბაბს ეძებს, რათა სახლიდან გავარდეს, თითქოსდა „გასანიავებლად“? ცუდი ნიშანია: ასეთი საქციელი დანაშაულის გრძნობისგან გათავისუფლებას ნიშნავს და სხვას არაფერს.
4. მომავალს თქვენთან ერთად არ გეგმავს
ქმარი მუდმივად პოულობს მიზეზს, რომ დრო თქვენთან ერთად არ გაატაროს? ადრე სახლიდან არ გადიოდა და ახლა გული სულ გარეთ მიუწევს? დასკვნები თავად გააკეთეთ...
5. გამუდმებით რჩება სამსახურში სამუშაო საათების შემდეგ?
ალბათ, ბევრი საქმე აქვს. მაგრამ მდგომარეობა შეიძლება ბევრად სერიოზული იყოს...
6. ძალიან სერიოზულად დაკავდა სპორტით
გამორიცხული არ არის, თქვენი მამაკაცი, უბრალოდ, ჯანმრთელობაზე ზრუნავდეს, მაგრამ მისმა გამუდმებით სპორტდარბაზში ყოფნამ და საკუთარ ფიგურაზე გადამეტებულმა ყურადღებამ ნამდვილად უნდა აგაღელვოთ.
7. ინტიმურ ცხოვრებაში პრობლემები დაგეწყოთ
საწოლში ზურგს გაქცევთ და დაღლილობასა და ცუდად ყოფნას იმიზეზებს? გამორიცხული არ არის, ის სექსუალურ მოთხოვნილებებს სხვაგან იკმაყოფილებდეს.
8. სულ სხვა სუნი აქვს
მოსიყვარულე ცოლი ყოველთვის გრძნობს, რომ მის ქმარს სუნი შეეცვალა. ასე ხდება, როცა შენი საყვარელი ადამიანის ცხოვრებაში სხვა ქალი ჩნდება.
9. ხარჯვას მოუმატა
საყვარლის შენახვა სერიოზულ დანახარჯებს მოითხოვს. თუ შენიშნეთ, რომ ფული გაურკვეველი მიმართულებით იხარჯება, ცოტა ყურადღებით იყავით და ამის შესახებ უთხარით კიდეც.