90-იანების 25 ვარცხნილობა - შეაფასეთ დღევანდელი გადასახედიდან

საკნატუნო ამბები

24 ივნისი 14:00, 2019 წელი

1990-იან წლებში ინტერნეტი ჯერ მხოლოდ ფეხს იდგამდა და არ არსებობდა სოციალური ქსელები, სადაც ყოველთვის არის „მოხალისე“, შენი ვარცხნილობა გულმოდგინედ რომ განიხილოს. ჰოდა, ამიტომ გთავაზობთ, დღეს შეაფასოთ და კომენტარებიც არ დაიზაროთ.

1. „ჩოლკა“ ლაქით



ასეთი ვარცხნილობით ალისია სილვერსტოუნი ფილმ „სულელებში“ გამოჩნდა. მართალია, ფილმი ჩავარდა, მაგრამ ალისიას ვარცხნილობა ძალიან პოპულარული გახდა - 90-იანი წლების გოგოები გულმოდგინედ ბაძავდნენ მას.


2. როგორც რეიჩელს აქვს



რეიჩელის ვარცხნილობა სერიალ „მეგობრებიდან“ მომენტალურად შემოვიდა მოდაში. გოგოები მაშინვე ვერ მიხვდნენ, რომ ასეთი ვარცხნილობით, ყველანი უკლებლივ, უფროს მასწავლებელს ემსგავსებოდნენ.


3. მუდმივი



სარა ჯესიკა პარკერმა, უფრო ზუსტად მისმა გმირმა სერიალიდან „სექსი დიდ ქალაქში“, ახალი სიცოცხლე შთაბერა ქიმიურად დახვეულ თმას. ჰოლივუდელი სტილისტების გარეშე კი ეს ვარცხნილობა მოდის მიმდევრებს, უბრალოდ, ცხვარს ამსგავსებდა.


4. „ველური კუდი“



1990-იანი წლების დასაწყისში „ცხენის კუდს“ ცინიკოსი ბიჭები დაცინვით „მაკარონის ფაბრიკაში აფეთქებას“ ეძახდნენ.


5. „ჩემი ტკბილი“



„ბოიზ-ბენდების“ ეპოქამ ბიჭებს საშუალება მისცა, თმა დაეხვიათ და გელით დაეყენებინათ, თანაც ისე, რომ თვიანთი მამაკაცური რეპუტაცია არ შეერყიათ. მაგრამ ვაღიაროთ, ეს მაინც გულისამრევად გამოიყურება.


6. ცინგლები



მთელი ტონა გელი თმაზე ხუჭუჭების გარეშე - ბიჭების ჯგუფის N’Sync-ის მიერ შემოტანილი მოდა. ისე ჩანდა, რომ ამ მოდური ვარცხნილობის მქონეებს უკვე წელიწადი იყო, თავი არ დაებანათ.


7. ზიგზაგი



საიდუმლო იმის შესახებ, როგორ უნდა გაიკეთო ზიგზაგი, ჩურჩულით ვრცელდებოდა. ყოველი გადაცემისას დეტალები იკარგებოდა - შედეგად გულმოდგინედ გაკეთებული ვარცხნილობა ისე გამოიყურებოდა, თითქოს ის მისმა პატრონმა ნაბახუსევზე გაიკეთა.


8. მელირება



მკვეთრი ფერის მელირება - ეს ძალიან თამამი და მწვავე გამოწვევა იყო. თუმცა იქმნებოდა შთაბეჭდილება, რომ  თმა ზეთიანი საღებავით იყო დასვრილი.


9. ქუდი



ეს თემა მხოლოდ აფრიკული ხუჭუჭების პატრონებს შეეხებოდათ. ისე, ძნელი დასაჯერებელია, რომ ოდესღაც ასეთ ვარცხნილობას უილ სმიტი უწევდა პოპულარიზაციას.


10. ქოთნის ქვეშ



ოდესღაც ამ ვარცხნილობას „სესონი“ ერქვა, თუმცა, მართლები იყვენ ჩვენი ბებიები: „ქოთანზე“ უკეთეს სახელს ამ ვარცხნილობას ვერ მოუფიქრებ.


11. პატარა ქოთანი



გაიზარდა ბიჭი და გადაწყვიტა, მამაკაცური შტრიხები შეეტანა იმ ვარცხნილობაში, რომელსაც ბავშვობაში ატარებდა.


12. ხვეულები სამაგრებით



დახვეული და ლამაზად დამაგრებული თმა პრაქტიკულია იმით, რომ ასეთი ვარცხნილობისას თმა თვალებში აღარ გედება. და მაინც, ამ ვარცხნილობიანი გოგოები მედუზა გორგონას ემსგავსებიან.


13. გოფრირება



ჯერ კიდევ არასრულწლოვანმა ბრიტნი სპირსმა შემოიტანა მოდაში გოფრირებული თმა. და ეს არ არის მისი საუკეთესო იდეა! დაუთოებიდან უკვე 5 წუთში თმა ისე გამოიყურებოდა, თითქოს მთელი თვის დასაბანი იყო.


14. გაყინული



აქ გელი ზომიერად გამოიყენება და მადლობა ღმერთს... ნუ, შეაყოფინეს ბიჭს თავი ერთი დღით საყინულეში, რა მოხდა მერე! ვის არ მოსვლია!


15. პეპელა-სამაგრები



კომფორტული სამაგრები, რომლებსაც თავისი მფლობელი პირდაპირ საბავშვო ბაღში გადაჰყავს.


16. მელ გიბსონის კულულები



მელ გიბსონს მხრებზე დაფენილი დაუმორჩილებელი კულულები მეამბოხის იმიჯს უქმნიდა. მის უიღბლო მიმბაძველებს კი ეს კულულები თავის დაუბანლობაში ამხელდა.


17. ჩუბაკა



სასოწარკვეთილი მცდელობები, დამსგავსებოდნენ მელ გიბსონს, თხელთმიან ბიჭებს ჩუბაკას ამსგავსებდა.


18. ექსტრემალური კიკინები



«Spice Girls»! თქვენ იმედი ჩაუსახეთ თხელთმიან გოგონებს და მაშინვე წაართვით - ქიმიურად დახვეული თხელი თმა სინამდვილეში ისე სულაც არ გამოიყურება, როგორც ეს ფოტოებზეა.


19. კაცის კარე



90-იან წლებში მამაკაცები გრძელი თმის მოდას კვლავაც ინარჩუნებდნენ, თუმცა არ იცოდნენ, რა მოეხერხებინათ მისთვის. იზრდიდნენ თმას იმ იმედით, რომ რამეს მოიფიქრებდნენ! და რა თქმა უნდა, მერე ეს შესაბამისადაც გამოიყურებოდა.


20. კრიმინალური საკითხავი



90-იანების მოდის მიმდევრები განსაკუთრებით ცდილობდნენ სემუელ ელ ჯექსონისთვის მიებაძათ და ქიმიურად იხვევდნენ თმას. და ამით კიდევ ერთხელ ამტკიცებდნენ, რომ მამაკაცის ქიმიურად დახვეულ თმას  არსებობის უფლება არ აქვს.


21. ქარიშხალი



1980-იან წლების ვარცხნილობა, რომელიც მხოლოდ თანამედროვე კოსმეტიკური მრეწველობის განვითარების წყალობით ჩერდებოდა თავზე, თავის ბედნიერ მფლობელს ქარიშხლის მსხვერპლს ამსგავსებდა.


22.  Vanilla Ice



ხმაურიანი ჰიტის „Ice, Ice Baby“-ის შემსრულებლის საავტორო ვარცხნილობა 90-იანი წლების ვარცხნილობების ლამის ყველა სიმახინჯეს აერთიანებდა - აჩეჩილი თმიდან დაწყებული, გელით გადალესილით დასრულებული. მიუხედავად ამისა, ვანილას მაინც ჯიუტად ბაძავდნენ.


23. მალეტი



ეს ვარცხნილობა ბარტი სიმპსონის დამსახურებით გახდა პოპულარული - და ყველას, ვინც მას ატარებდა, რაღაც სულელურში ამხელდა.


24. ვირთხის კუდი



8-დან 12 წლამდე ბავშვები მას დღემდე აქტიურად ატარებენ - ეტყობა, მამების მშფოთვარე ახალგაზრდობის პატივსაცემად.


25. მალეტი კულულებით



წარმოიდგინეთ ბარტი სიმპსონი ქიმიურად დახვეული თმით - და მეტი არაფრის ახსნა აღარ დაგჭირდებათ.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დებატები უკეთესი განათლებისთვის“ - გამორჩეული მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

10 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი კოპალაში“ (ანტონ ჩეხოვის ქუჩა 8/10) გაიმართა პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მონაწილე მოსწავლეებისა და საუკეთესო მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი. ინფორმაციას „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინო, თუკი მარტო აპირებ საცხოვრებლად გადასვლას

რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე საცხოვრებლად მარტო გადასვლის შესაძლებლობა? ამ დროს გონებაში უკვე ვაწყობთ მომავალ ბინას, უკვე ვიცით, სად დავიდგამთ საყვარელ სავარძელს; სად მოვიწყობთ სამუშაო თუ დასასვენებელ სივრცეებს.
დღის ჰოროსკოპი

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა და ამიერიდან ერთგული მომხმარებლები იტალიური პეპერონის, მარგარიტას და პიცის ყველით და ლორით დაგემოვნება მხოლოდ 5.50 ლარად შეეძლებათ. ინფორმაციას „ვისოლ ჯგუფი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ეს ადგილი კომფორტის მოყვარული მსმენელისთვის შევქმენით“,-7 აგვისტოს ღია ცის ქვეშ ახალი სივრცე იხსნება!

პანდემიის დასრულების შემდეგ ღონისძიებების სერია აქტიურად განახლდა, თბილისს ნელ-ნელა ემატება ახალი სივრცეები. ერთ-ერთი მათგანი Eclectik Space ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველ სტუმრებს 7 აგვისტოს უმასპინძლებს.
დღის ჰოროსკოპი

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ევროპაბეთზე მიმდინარე რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში დასრულდა

კომპანია ევრობაპეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატი ჩატარდა.