10 მსოფლიო ბრენდი, რომელიც პროდუქტს სამუდამო გარანტიით ყიდის!

საკნატუნო ამბები

1 ნოემბერი 16:00

„ჩვენ არ ვართ იმდენად მდიდრები, რომ იაფი ნივთები შევიძინოთ“ - ბევრმა ვიცით ეს ბრძნული ფრაზა, რომელიც დიზაინერ მადლენ ვიონეს ეკუთვნის. თუმცა მაინც ხშირად ვყიდულობთ ისეთ ნივთს, რომელიც გარანტიის ამოწურვამდეც კი ფუჭდება... 

მაგრამ არის კომპანიები, რომლებიც სამუდამო გარანტიას გაძლევენ. მათი პროდუქტი, რა თქმა უნდა, გაცილებით ძვირია, სამაგიეროდ ეს მწარმოებლები უფასოდ გაგირემონტებენ ან შეგიცვლიან კიდეც ნივთს, თუნდაც ეს უბრალო წინდები იყოს.
ჩვენ დღეს ასეთ 10 კომპანიას გაგაცნობთ:


 


1. Donna Bella  



ეს არის ინგლისური კომპანია თმის მოვლისა და დახვევისთვის საჭირო პროდუქციას აწარმოებს და ყველა ნივთზე სამუდამო გარანტიას გთავაზობთ.


 


2. Briggs & Riley



ეს ამერიკული ბრენდი, რომელიც ჩანთებსა და ჩემოდნებს აწარმოებს, ბაზარზე მხოლოდ 1993 წელს გამოჩნდა და მალევე დაიმკვირდა თავი მაღალი ხარისხითა და გამძლეობით. კომპანია გპირდებათ სამუდამო გარანტიას და ნივთის უფასო შეკეთებას იმ შემთხვევაშიც კი, თუ დაზიანების მიზეზი ავიაკომპანიაა.


 


3. Calphalon



Calphalon-ის ჭურჭელი დროის გამოცდას უძლებს. ბრენდის პროდუქცია ფართოდ არის წარმოდგენილი ინტერნეტ-მარკეტებში Amazon და Wallmart. თუკი პროდუქტს დეფექტს აღმოუჩენთ, მას დაუყოვნებლივ შეგიცვლიან. კომპანია უშვებს ქვაბებს, ტაფებს, საცხობ ფორმებსა და სამზარეულოს ტექნიკასაც.


 


4. Peugeot Elis u’Select



ფრანგული კომპანია Peugeot (დიახ, სწორედ ის, რომელიც ავტომობილებსაც უშვებს) უკვე 200 წელია აწარმოებს ხელის საფქვავებს ყავისთვის, პილპილისა და მარილისთვის.
ამჟამად კომპანია ელექტროსაფქვავებსაც აწარმოებს და  მექანიკურ დაზიანებაზე სამუდამო გარატიასაც გპირდებათ.  თუკი მაინც დაზიანდა რომელიმე დეტალი, მაგალითად ამძრავი კბილანა, კომპანია მას უფასოდ შეგიცვლით.


 


5. Davek



ამერიკული კომპანია Davek უფასოდ გაგირემონტებთ ან შეგიცვლით ქოლგას, თუკი მაინც შეფერხებით იფუნქციონირებს ან დეფექტს შენიშნავთ. კომპანიას თავის ვებგვერდზე ასეთი რამ უწერია: „ჩვენ გვსურს, ეს იყოს უკანასკნელი ქოლგა, რომელსაც შეიძენთ“.


 


6. Rainbow Sandals



ნუღარ დახარჯავთ ფულს იაფ სანდლებზე. შეიძინეთ Rainbow Sandals, რომელიც იმდენხანს გემსახურებათ, ვიდრე არ მოგბეზრდებათ. კომპანია გპირდებათ, რომ შეგიცვლით სანდლებს, თუკი მას თუნდაც უმნიშვნელო ქარხნულ წუნს აღმოუჩენთ.


 


7. Eddie Bauer



კომპანია იმდენად დარწმუნებულია საკუთარი პროდუქციის ხარისხში, რომ ნებისმიერ მყიდველს, ვინც მათი პროდუქტით უკმაყოფილო დარჩება, ნივთს შეუცვლის ან სულაც უკან დაიბრუნებს.


 


8. Feelgood Eco Beds



ბრიტანული კომპანია აწარმოებს ხის საწოლებსა და საწოლთან მისადგმელ ავეჯს. მათი ნაწარმი ეკოლოგიურად სუფთა და საიმედოა და მათზე სამუდამოი გარანტია ვრცელდება.


 


9. Feetures



კიდევ ერთი კომპანია, რომელიც საკუთარ პროდუქტზე სამუდამო გარანტიას გაძლევთ - მერე რა, რომ  ეს მხოლოდ წინდებია, თუმცა სხვადასხვა ნაჭრისგან და სხვადასხვა დანიშნულებისთვის. კომპანია გპირდებათ, რომ გამოგიცვლით წინდებს იმ შემთხვევაშიც, თუკი ის კონკრეტული წყვილი, უბრალოდ, შეძენის შემდეგ არ მოგეწონათ.


 


10. Chicago Cutlery



თანამედროვე სამზარეულოს დანების მწარმოებელი კომპანია საკუთარ პროდუქტზე თამამდ იძლევა სამუდამო გარანტიას, თანაც იმ შემთხვევაშიც, თუკი მოხმარების დროს დაზიანდება.


 


 

დღის ჰოროსკოპი

15 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავებ15 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
იცით თუ არა...

ელფრიდა კარლსონი - ქალი, რომელსაც ყეფაში ხელფასს უხდიან

თანამედროვე მსოფლიოში 40 ათასზე მეტი პროფესიაა და ეს რიცხვი ყოველწლიურად იზრდება. აი, მაგალითად, შვედი ელფრიდა კარლსონი ხელფასს ყეფაში იღებს - ამ სიტყვის პირდაპირი მნიშვნელობით.
კულინარია

ცხელი ვინეგრეტი - სასარგებლო, ნოყიერი და დაბალკალორიული

კარტოფილის გოგრით ჩანაცვლება ამ სალათს კიდევ უფრო საინტერესოს ხდის.
დღის ჰოროსკოპი

14 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ჯეისონ სტეტჰემი თავის სახლს $19,95 მილიონად ყიდის (12 ფოტო)

სახლი კალიფორნიაში, მალიბუს სანაპიროზე მდებარეობს. ბრიტანელმა მსახიობმა ეს ქონება 2009 წელს $10,6 მილიონად შიძინა, ცოტა ხნის წინ კი აქაურობა საფუძვლიანად გაარემონტა.
დღის ჰოროსკოპი

13 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

ეტიკეტის 10 წესი, რომლებიც ყველამ უნდა იცოდეს

სტატისტიკის მიხედვით, მხოლოდ 10%-მა იცის ეს პუნქტები.
ამბები

31 წლის მარიკა მაკარიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება

31 წლის მარიკა მაკარიძეს მწვავე ლეიკემია და ზურგის ტვინის ავთვისებიანი სიმსივნე აქვს, დაავადება მეოთხე სტადიაშია.
დღის ჰოროსკოპი

12 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 12 ნოემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

აშშ-ში ყველაზე ძვირად ღირებული სახლი იყიდება!

სახლი, რომელიც ცნობილია, როგორც Casa Encantada (ჯადოსნური სასახლე), ლოს ანჯელესის პრესტიჟულ რაიონში, Bel-Air-ში მდებარეობს და მისი გასაყიდი ფასი 225 მილიონია!
ამბები

#იმოგზაურევისოლთანერთად - საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა

„ვისოლ ჯგუფის“ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე მედიატური გაიმართა.
დღის ჰოროსკოპი

11 ნოემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 ნოემბერს ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?