პოლოს ჯოხი, ბალიშის პირები, სტრაუსის კვერცხი და თაფლის ქოთანი - ეს სულ მცირე ჩამონათვალია. რაც უფრო მეტ ადგილს სტუმრობდნენ ქეითი და უილიამი, მით იზრდებოდა სუვენირების რიცხვიც. მოგზაურობის განმავლობაში სამეფო ოჯახის გარდერობი 44 ახალი ტანისამოსით შეივსო, ზარდახშა კი - 26 სხვადასხვა საიუველირო ნაკეთობით. გარდა ამისა, ჰერცოგსა და ჰერცოგინიას 41 სხვადასხვა საოჯახო ჭურჭელი უსახსოვრეს.
არც წლინახევრის ჯორჯი დარჩენილა საჩუქრების გარეშე. ყველაზე მეტად პატარას გიგანტური დათუნია მოეწონა, რომელიც ავსტრალიის გენერალ-გუბერნატორმა პიტერ კოსგროუვმა უსახსოვრა. პატარა პრინცმა მთლიანობაში 219 სათამაშო, ველოსპორტის ნაციონალური ცენტრის სახელით კი საბავშვო ველოსიპედი და სამახსოვრო მაისური მიიღო.
სექტემბერში ქეითი მალტას უნდა წვეოდა ოფიციალური ვიზიტით, თუმცა ბოლო წუთს იძულებული გახდა, ფეხმძიმობის გამო გამგზავრებაზე უარი ერთქვა. მის ნაცვლად მალტაში უილიამი ჩავიდა, რომელმაც სახლში დეკორირებული სტრაუსის კვერცხი და საყვავილე ჩამოიტანა.
დეკემბერში აშშ-ს ტურნეში ქეითი და უილიამი ერთად გაემგზავრნენ. მაშინ ჰერცოგსა და ჰერცოგინიას საკალათბურთო გუნდ Cleveland Cavaliers -ის ვარსკვლავმა და ამერიკული კალათბურთის „მეფედ“ წოდებულმა ლებრონ ჯეიმსმა კალათბურთის ფორმების ნაკრები აჩუქა. მათ შორის, არც პატარა ჯორჯისთვის დავიწყებია საჩუქარი, რომელიც მშობლებს ინგლისში ელოდა.