შემდეგი კვლევების შედეგად გამოირკვა, რომ ქალაქის სივრცე 8 იარუსს მოიცავს, მისი სიღრმე კი მიწის ქვეშ 60 მეტრია. ქალაქის გვირაბები გამოკვეთილია რბილ ვულკანურ ქან ტუფში.
ისტორიკოსები მიიჩნევენ, რომ დერინკუიუ ჩვენს წელთაღრიცხვამდე I-II ათასწლეულში აშენდა და მტრისაგან თავდასაცავ ადგილს წარმოადგენდა.
გვირაბები კომფორტული ცხოვრებისათვის საჭირო ყველა საშუალებით იყო აღჭურვილი: საცხოვრებელი ოთახები, სამზარეულოები, ჭები, საცხობები, სახელოსნოები და , თქვენ წარმოიდგინეთ, თავლებიც კი.
ქალაქში 20 000 ადამიანს თავისუფლად შეეძლო ცხოვრება.
ამბობენ, რომ დერინკუიუს საკუთარი სასაფლაოც ჰქონდა.
სუფთა ჰაერი ქალაქში სავენტილაციო შახტებით შემოდიოდა.
ახლა ქალაქო ღიაა ტურისტებისათვის და მისი სტუმრობა ნებისმიერ მსურველს შეუძლია.