აშშ-ში, იუტას შტატის უნაყოფო კლდოვან უდაბნოში ოაზისსავით ბრწყინავს კალიუმის ფირუზისფერი გუბურები. გუბურები აშშ-ში კალიუმის მარილის მწარმოებელი უმსხვილესი კომპანიის - Intrepid Potash, Inc - ის საკუთრებაა.
სხვა მარილიანი გუბურებისაგან განსხვავებით, სადაც წყალი მოწითალო ფერისაა, Intrepid Potash-ის რეზერვუარებში სითხე ღია ცისფრადაა შეღებილი. წყალს ხელოვნურად ღებავენ, რათა მზის სხივები უკეთ შთანთქოს.