დიახ, ბედნიერებას, მართლაც, ასაკი არ აქვს და ამის საუკეთესო მაგალიათია ამ მომხიბვლავი ქალის, ნიუ-ჯერსის შტატის ქალაქ ვერონაში მცხოვრები, ყოფილი მოდელის მილი ტეილორის ამბავი...
პატარძალი ქორწილში საკუთარი დიზაინით შექმნილი კაბით გამოცხადდა და ყველა აღაფრთოვანა.
„ბებიას ახლახანს შეუსრულდა 86 წელი, მისი ახალი ქმარიც 86 წლისაა, - წერს პატარძლის შვილიშვილი ფესიბუკში. - ბებია 41 წელი ბედნიერად ცხოვრობდა ბაბუასთან ქორწინებაში, რომელიც 25 წლის წინათ გარდაიცვალა. მთელი ოჯახი ვფიქრობთ, რომ ბებია იმსახურებს ბედნიერ ცხოვრებას საყვარელ ადამიანთან ერთად.“
პატარძლის დანახვაზე მის საქმროს ჰაროლდ მორისონს ბედნიერებისგან აშკარად შოკი აქვს.
ისინი თითქმის 60 წელია, ერთმანეთს იცნობენ და მეგობრობენ. ახლა კი უკვე მათ ოჯახი ჰქვიათ.
„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.