10 ჩვევა, რომელიც ყველა ქალმა უნდა გამოიმუშაოს

სილამაზე/ჯანმრთელობა

2 მაისი 12:00

გთავაზობთ რამდენიმე უნივერსალურ ჩვევას, რომელიც აუცილებელია ჯანსაღი ცხოვრების წესის შესანარჩუნებლად.

1. დაიბანო სახე ძილის წინ


რაც არ უნდა გეძინებოდეს, რაც არ უნდა დაღლილი იყო (მით უმეტეს, თუკი ხმაურიანი წვეულების შემდეგ ერთი სული გაქვს ბალიშზე თავი დადო), არ გადადო ეს პროცედურა დილისკენ - აუცილებლად ჩამოიბანე სახე და წაისვი მკვებავი კრემი. 10 წლის შემდეგ საკუთარ თავს აუცილებლად ეტყვი მადლობას ამ ჩვევის გამო!


 


2. დღე დაგეგმე წინასწარ


ყოველი სამუშაო დღის ბოლოს, სანამ კომპიუტერს გამორთავდე, აუცილებლად დაფიქრდი და ჩამოწერე, რა გაქვს მეორე დღისთვის გასაკეთებელი. გამოყავი პრიორიტეტული საქმეეები. ასევე გაითვალისწინე, რამდენად შეიძლება გაუთვალისწინებელი და სასწრაფო სამუშაოს შესრულებამ მოგიწიოს. ამისთვისაც აუცილებლად გამოყავი დრო, ნახევარი საათი მაინც, დღის განმავლობაში, რათა შეუსრულებელი საქმეები არ დაგიგროვდეს.


 


3. შეარჩიე კარგი ხარისხის ფეხსაცმელი


ფეხსაცმელი ის ნივთი არაა, რაზეც ფული უნდა დაზოგო. მასში თავს კომფორტულად უნდა გრძნობდე, ბოლოსდაბოლოს ფეხით სეირნობა ჩვენი ჯანმრთელობისთვისაა კარგი და თუკი ამაში ხელს ფეხსაცმელი არ შეგიწყობს, რად გინდა ასეთი დაზოგილი ბიუჯეტი?


 


4. მოძებნე საკუთარი არომატი


არომატი ეს ჩვენი სავიზიტო ბარათია. ეს არ ნიშნავს იმას, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ ერთ პარფიუმს უნდა ვუერთგულოთ. თითოეული სუნამო უნდა გამოხატავდეს ჩვენს ტიპს და ინდივიდუალობას უსვამდეს ხაზს.


 


5. დილით უზმოზე დალიე წყალი და აუცილებლად ისაუზმე


დაიმახსოვრე, რომ დილის რიტუალი წმინდაა! არ გამოტოვო საუზმე, ადგომისთანავე დალიე 2 ჭიქა წყალი, ივარჯიშე და დაიწყე დღე აქტიურად და ენერგიულად. და რადგან წყალზე ვსაუბრობდით, აუცილებელია, რომ დღის განმავლობაში 1.8-2 ლიტრამდე წყალი გქონდეს დალეული.


 


6. ისწავლე არა-ს თქმა


ეს ის მნიშვნელოვანი თვისებაა, რომელიც უმრავლესობა ჩვენგანს ასაკთან ერთად უმუშავდება. არასოდეს აკეთო ის, რაც სიამოვნებას არ განიჭებს ან შენს პრინციპებს ეწინააღმდეგება. ისწავლე თავაზიანად და არგუმენტებით უარის თქმა.


 


7. მოძებნე წითელი პომადის შენთვის იდეალური ტონალობა


წითელი პომადა ნებისმიერი ქალის უნივერსალური დამხმარეა, რომელსაც შეუძლია გამოაცოცხლოს ყველაზე უფერული ჩაცმულობაც კი. მთავარია შეარჩიო საკუთარი ფერი: კანის თბილ ფერებს უხდება რბილი მარჯნისფერი, უფრო მუქ ფერებს კი - მკვეთრი წითელი, ბროწეულისფერი ან ალუბლისფერი.


 


8. არასოდეს მოიტანო „სამუშაო“ სახლში


ცოტა სასაცილოდ ჟღერს ამ კარანტინის პერიოდში ამ რჩევის მოცემა რომ გვიწევს, მაგრამ რეალურად, ცოტა ადამიანი ახერხებს, გამიჯნოს სამუშაო და პირადი ცხოვრება ერთმანეთისგან. იმუშავე მკაცრად განსაზღვრულ დროში და დაუთმე დრო საკუთარ თავსაც. 10 წლის მერე ამ რჩევის დაცვის გამოც იტყვი მადლობას!


 


9. იძინე დღე-ღამეში 8 საათი


ძილი რომ მნიშვნელოვანია ადამიანის ჯანმრთელობისთვის, ამაზე საუბრით აღარ მოგაცდენთ, თუმცა იცოდი, რომ ძილის დროსაც იწვება კალორიები? 8-10-საათიანი ჯანსაღი ძილის დროს დაახლოებით 1000-მდე კალორია იწვება. იმის გამოსათვლელად, თუ რამდენ კალორიას წვავთ ძილის დროს, თქვენი წონა გაამრავლეთ 0.42-ზე, შემდეგ კი გაამრავლეთ იმდენზე, რამდენი საათიც გეძინათ. უფრო მეტი რჩევა ჯანსაღი ძილის შესახებ, გაიგე ამ სტატიით.


 


10. ყავა, სიგარეტი, ალკოჰოლი, ფასტფუდი


ჩვენ იმდენად ხშირად გვესმის, რომ ეს პროდუქტები მავნებელია, თითქოს, ყურადღებას აღარც კი ვაქცევთ ამას. მაგრამ დროთა განმავლობაში ჩვენი ჯანმრთელობა სუსტდება სწორედ იმ ფონზე, რომ არასწორად ვიკვებებით, არასწორი რეჟიმით ვცხოვრობთ და მავნე ჩვევებსაც ვერ ვეუბნებით უარს. ამიტომაც დღესვე შეცვალეთ ცხოვრების წესი და აიყოლიეთ ამაში მეგობრებიც!

დღის ჰოროსკოპი

11 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 11 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დებატები უკეთესი განათლებისთვის“ - გამორჩეული მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი გაიმართა

10 აგვისტოს, 11:00 საათზე, სასტუმრო „თბილისი კოპალაში“ (ანტონ ჩეხოვის ქუჩა 8/10) გაიმართა პროექტ „დებატები უკეთესი განათლებისთვის“ მონაწილე მოსწავლეებისა და საუკეთესო მოდებატეების დაჯილდოების ცერემონიალი. ინფორმაციას „საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

10 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 10 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

9 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 9 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

8 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 8 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

სამზარეულოს ტექნიკა, რომელიც აუცილებლად უნდა შეიძინო, თუკი მარტო აპირებ საცხოვრებლად გადასვლას

რა შეიძლება იყოს იმაზე უკეთესი, ვიდრე საცხოვრებლად მარტო გადასვლის შესაძლებლობა? ამ დროს გონებაში უკვე ვაწყობთ მომავალ ბინას, უკვე ვიცით, სად დავიდგამთ საყვარელ სავარძელს; სად მოვიწყობთ სამუშაო თუ დასასვენებელ სივრცეებს.
დღის ჰოროსკოპი

7 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 7 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა

„დანკინის“ ამერიკული რესტორნების მენიუს საქართველოში პიცა დაემატა და ამიერიდან ერთგული მომხმარებლები იტალიური პეპერონის, მარგარიტას და პიცის ყველით და ლორით დაგემოვნება მხოლოდ 5.50 ლარად შეეძლებათ. ინფორმაციას „ვისოლ ჯგუფი“ ავრცელებს.
დღის ჰოროსკოპი

6 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 6 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

„ეს ადგილი კომფორტის მოყვარული მსმენელისთვის შევქმენით“,-7 აგვისტოს ღია ცის ქვეშ ახალი სივრცე იხსნება!

პანდემიის დასრულების შემდეგ ღონისძიებების სერია აქტიურად განახლდა, თბილისს ნელ-ნელა ემატება ახალი სივრცეები. ერთ-ერთი მათგანი Eclectik Space ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე პირველ სტუმრებს 7 აგვისტოს უმასპინძლებს.
დღის ჰოროსკოპი

5 აგვისტოს ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 5 აგვისტოსთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ევროპაბეთზე მიმდინარე რეგიონის მთავარი ტურნირი ნარდში დასრულდა

კომპანია ევრობაპეთისა და საქართველოს სპორტული ნარდის ფედერაციის ორგანიზებით, რეგიონში პირველი ონლაინ-ჩემპიონატი ჩატარდა.