სტრიების მკურნალობა – დაამზადეთ კრემები სახლში

სილამაზე/ჯანმრთელობა

24 აპრილი 10:00, 2015 წელი

სტრიების გაჩენა, ძირითადად, ორსულობას, წონის მკვეთრ ცვლილებას და ჰორმონალურ დარღვევებს უკავშირდება და ქალების უმრავლესობას აწუხებს. საბედნიეროდ, სტრიების მოშორება შესაძლებელია, თუმცა ეს საკმაოდ ხანგრძლივი და შრომატევადი პროცესია, რომელიც დიდ ნებისყოფას მოითხოვს.

რა არის სტრიები?
სტრიები კანის გაწელვის შედეგად წარმოქმნილი ლაქებია, რომელიც ყველაზე ხშირად მუცელზე, მკერდზე, თეძოებზე და ბარძაყებზე ჩნდება და დიდ დისკომფორტს უქმნის ქალბატონებს. საქმე ის არის, რომ გაწელვის ან ჰორმონული ცვლილებების გამო კანი თხელდება და სიმკვრივეს კარგავს, რაც მის ზედა შრეში ნახეთქებს აჩენს. ახალგაჩენილ სტრიები თავიდან წითელია, შემდეგ ნელ-ნელა ღიავდება და თეთრდება (ნაწიბურებს ემსგავსება), კანი კი ამ ადგილას ძალიან მშრალი რჩება და იჭმუჭნება.



სტრიების წარმოქმნის ძირითადი მიზეზებია:

ფეხმძიმობა და ძუძუთი კვება (ამ დროს ქალი განიცდის ჰორმონალურ სტრესს, უმრგვალდება სხეულის ფორმები, წონაში იმატებს, რაც განაპირობებს სტრიების წარმოქმნას მუცელზე და თეძოებზე, ხოლო ძუძუთი კვების დროს - მკერდზე);
წონაში მატება ან წონის მკვეთრი ცვლილებები;
კანის სიმშრალე
(კოლაგენ-ელასტინის ბალანსის დარღვევა);
მძიმე ფიზიკური დატვირთვა (განსაკუთრებით სპორტის ის სახეობები, რომელიც იწვევს კუნთების მოცულობის სწრაფ გაზრდას);
ჰორმონალური ცვლილებები
(განსაკუთრებით ადრეულ, გარდატეხის ასაკში); მემკვიდრეობითობა (სტრიების წარმოქმნის ალბათობა უფრო მეტია იმ ქალებში რომელთა დედებს და ბებიებს ჰქონდათ ანალოგიური სახის პრობლემები);
გარკვეული მედიკამენტების მიღება
(ძირითადად, გლუკოკორტიკოიდების ჯგუფის პრეპარატები, რომლებიც შესაძლოა, გახდეს სპეციფიკური სიმსუქნის მიზეზი);
ენდოკრინული სისტემის ზოგიერთი დაავადება.
სტრიების წარმოქმნის სავარაუდი მიზეზი შესაძლოა მისი განლაგების მიხედვითაც დავადგინოთ -  წონის მკვეთრი ცვლილების შედეგად წარმოშობილი სტრიები, უმეტესად ვერტიკალურია, ჰორმონული პრობლემებით გამოწვეული კი - ჰორიზონტალური.


სტრიების მკურნალობის მეთოდები
სტრიების სრული მოცილება შესაძლებელია მხოლოდ ადრეულ ეტაპებზე (დაახლოებით, 1 წლამდე პერიოდში), თუმცა არსებობს სპეციალური აპარატული პროცედეურები (ლაზერი, რადიოლიფტინგი), რომელთა საშუალებით შეიძლება ძველი სტრიებიც პრაქტიკულად შეუმჩნეველი გახდეს. ეს საკმაოდ ძვირადღირებული და მტკივნეული პროცედურებია,  რომელთა ეფექტიც ბევერადაა დამოკიდებული სპეციალისტის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე. ამიტომ უმჯობესია, პრობლემის მოგვარებას ადრიანად შეუდგეთ ან, უკეთეს შემთხვევაში, პრობლემის გაჩენამდე მიმართოთ პროფილაქტიკურ ღონისძიებებს.




ამისთვის შეგიძლიათ სხვადასხვა საშუალებები გამოიყენოთ:
ხალხური საშუალებები (ნიღბები, სპეციალური აბაზანის ნაკრები და კრემები);
კოსმეტიკური საშუალებები (შეფუთვები, მეზოთერაპია, ოზონოთერაპია, ქიმიური პილინგი);
პროფესიული კოსმეტიკური საშუალებები (კრემები, ზეთები, ნიღბები).
სტრიებთან ბრძოლა შეგიძლიათ ასევე სახლის პირობებში, მხოლოდ დაიმახსოვრეთ, ეს უნდა მოხდეს ორ ეტაპად:
1) პრობლემური ადგილის დაბანა და სკრაბის (ყავა და თაფლი; არაჟანი და ზღვის მარილი) გამოყენება;
2) პრობლემურ ადგილებში კრემის ან ზეთის შეზელა.
სტრიების სამკურნალოდ შეგიძლიათ გამოიყენოთ კრემები და ზეთები, რომლებსაც  სახლის პირობებშიც დაამზადებთ:


1) 2–4 გრამი მუმიო წინასწარ გავხსნათ 1 ჩაის კოვზ ანადუღარ  წყალში, შემდეგ კი მიღებული მასა ანტიცელულიტურ კრემში (ან ტანის მკვებავში) ავურიოთ (მუმიო, იგივე „მთის ბალზამი“, შავი ან ყავისფერი ფისისებრი მასაა და მასში შემავალი ბიოაქტიური ნივთიერებების გამო, მრავალი საუკუნეა, ორგანიზმის გასაჯანსაღებლად გამოიყენება);
2) A და E ვიტამინები და ნუშის ზეთი ჩავასხათ გამდნარ კაკაოს ცხიმში და ავურიოთ;
3) 1 ს. კ. ყურძნის წიპწის ზეთი, 1 ს.კ. ხორბლის ზეთი, 1 ს.კ.  ავოკადოს ზეთი, 10 წვეთი ლავანდის ეთერზეთი, 15 წვეთი ჟოჟობას ეთერზეთი ერთმანეთში ავურიოთ.
ამ რეცეპტების მიხედვით მიღებული ნარევები პრობლემურ ადგილებში შეიზილეთ;
4) წყალმცენარეების ან შოკოლადის ტანის ნიღბები (როგორც სალონის, ისე სახლის პირობებში);



სტრიების სამკურნალოდ ეფექტურია დამატებით მასაჟის გამოყენება,
რომელიც აუმჯობესებს ცირკულაციასა და ლიმფოდრენაჟს, რის შედეგადაც კანი უკეთ იკვებება და ტენიანდება.

სტრიების პროფილაქტიკისთვის მიზანშეწონილია:
კანის დატენიანება (კოლაგენისა და ელასტინის კრემებით, A და E ვიტამინების შემცველი ზეთებითა და არომაზეთებით);


წონის კორექცია;
ორსულობის დროს სპეციალური თეთრეულის გამოყენება
(რომელსაც ქვემოდან უჭირავს მუცელი და კანი ნაკლებად იწელება);
სწორი კვება
(უფრო მეტი ხილი, ბოსტნეული და ცილოვანი საკვები. ტკბილეულისა და ცომეულის შეზღუდვა).


იზრუნეთ სილამაზეზე!


თქვენი მარი მილორავა.


BODY CARE -  

ფალიაშვილის 41
ტელ:  218-49-82
           570-90-29-89



დამატებითი ინფორმაციისთვის ესტუმრეთ ჩვენი ფეისბუქის გვერდს.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?