რა უნდა იცოდეთ, თუ ხვეული თმა გაქვთ?!

სილამაზე/ჯანმრთელობა

4 მარტი 12:00, 2016 წელი

სტილისტები მიიჩნევენ, რომ ხვეული თმა ქალს სინაზესა და ქალურობას მატებს, გარდა ამისა, ათხელებს სახეს და შესანიშნავად ფარავს სახის ნაკვთების ასიმეტრიულობას. იმისთვის, რომ ბუნებრივი კულულები მუდამ მოვლილად გამოიყურებოდეს, საჭიროა რამდენიმე პირობის დაცვა...



1. სწორად შეარჩიეთ შამპუნი!

თმა აუცილებლად ხვეული თმისთვის განკუთვნილი შამპუნით დაიბანეთ. ყურადღება მიაქციეთ შამპუნის შემადგენლობას - სასურველია, შამპუნი იყოს ნატურალური შემადგენლობის და  ჟოჟობას ზეთს (Jojoba oil), გამამელისს (Hamamelis), ქოქოსის ზეთს (Coconut oil), თეთრი ლოტოსის (White lotus)  ან ღიღილოს ყვავილის (Cornflower) ექსტრაქტს შეიცავდეს. ასევე, კარგია პირშუშხას (Хрен), პაპაინისა (Папаин) და სალბის (Шалфей) ბაზაზე დამზადებული შამპუნების გამოყენება.


2. გამოიყენეთ მხოლოდ ხვეული თმისთვის რეკომენდებული ბალზამები და კონდიციონერები!
ხვეული თმისთვის რეკომენდებული ბალზამი და კონდიციონერი ხშირად ხვეული თმისთვის განკუთვნილ შამპუნთან ერთად იყიდება და თითქმის იგივე შემცველობა აქვს. აქედან გამომდინარე, ის შესანიშნავად არბილებს თმას, აიოლებს მის დავარცხნას და გაშრობის შემდეგ, უხეში და „გაპუწული“ კულულების ნაცვლად, თქვენ იღებთ ბუნებრივად დახვეულ, რბილ და დამყოლ თმას, რომელიც ხვეული თმისთვის განკუთვნილ ნებისმიერ ვარცხნილობას იოლად დაემორჩილება.

3. თმა სწორად დაიბანეთ და გაიშრეთ!
ხვეული თმის დასაბანად აუცილებლად რბილი და ნელ-თბილი წყალი გამოიყენეთ, რადგან ცხელი წყალი აშრობს თავის კანს, არღვევს თმის სტრუქტურას და შესაძლოა, მოახდინოს ქერტლის გაჩენის, თმის გახუნებისა და მტვრევადობის პროვოცირება.
დაბანის შემდეგ თმა პირსახოცით დიდხანს არ შეიფუთოთ, ძლიერად არ შეიმშრალოთ და არც თმის საშრობით (ფენით) გაიშროთ. ამ შემთხვევაში, ყველაზე მისაღები ვარიანტია თმის ბუნებრივად გაშრობა, თუმცა ამასაც თავისი სპეციალური წესი აქვს: შეარჩიეთ რბილი პირსახოცი, დაბანილი თმა წინ გადმოიყარეთ და პირსახოცი კულულებს ფრთხილად „შეახეთ“, თან „ზამბარისებურად“ - ქვემოდან ზემოთ ასწიეთ.



4. თმა მხოლოდ ფართოკბილებიანი სავარცხლით დაივარცხნეთ!
ხვეული თმა მხოლოდ დაბანის წინ დაივარცხნეთ. დასავარცხნად ფართოკბილებიანი და ანტისტატიკური სავარცხელი გამოიყენეთ. თმის დავარცხნა აუცილებლად ბოლოებიდან დაიწყეთ და სავარცხელი თმის ძირებისკენ ნელ-ნელა აანაცვლეთ.





5. ჩაიტარეთ თავის კანის მასაჟი!

კვირაში ერთხელ, კარგი იქნება, ჩაიტაროთ თავის კანის მასაჟი, რისთვისაც შეგიძლიათ, რომელიმე მცენარეული ზეთის (ქოქოსის, ზეითუნის, აბუსალათინის და ა.შ.) გამოყენება. ეს გააუმჯობესებს თავის კანში სისხლის მიმოქცევასა და თმის ბოლქვების კვებას, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს თმის ზრდას, მის სირბილესა და ელასტიკურობას.

ეფექტური ნიღბები ხვეული თმისთვის

1. დამარბილებელი ნიღაბი

მაწვნისმაგვარი რძემჟავა პროდუქტი ე.წ. პროსტოკვაშა შეათბეთ 370C-ზე და თმაზე სქელ ფენად შეიზილეთ (თუ პროსტოკვაშა არ გაქვთ, შეგიძლიათ, მის ნაცვლად კეფირი გამოიყენოთ).
ამის შემდეგ თავი პოლიეთილენის თხელი ფენით, ან პერგამენტის ქაღალდით შეიფუთეთ, ზემოდან თბილი პირსახოცი შემოიხვიეთ და ნიღაბი 30-40 წუთით გაიჩერეთ.
ამის შემდეგ პირსახოცი და პარკი თავიდან მოიხსენით, 3-5 წუთის განმავლობაში თავის კანი თითებით კარგად დაიმასაჟეთ და ბოლოს თავი თბილი წყლით  (შამპუნის გარეშე) კარგად დაიბანეთ.

2. ნიღაბი ძლიერად გამომშრალი თმისთვის
აიღეთ 9 წილი ქაცვის ზეთი და 1 წილ რომელიმე სხვა მცენარეულ ზეთში აურიეთ.
მიღებული ნარევი წაისვით თმის ძირებსა და თავის კანზე, თავი პოლიეთილენის პარკით და თბილი პირსახოცით შეიფუთეთ.
დაახლოებით, 1 საათის განმავლობაში ასე გაიჩერეთ. ერთი საათის შემდეგ თავი თბილი წყლითა და შამპუნით კარგად დაიბანეთ.

3. მარწყვის ნიღაბი

8-9 ცალი მარწყვი დაჭყლიტეთ, შიგ 1 ს.კ. მაიონეზი აურიეთ და მიღებული მასა თავის კანზე და თმის მთელ სიგრძეზე შეიზილეთ.
ამის შემდეგ თავი პოლიეთილენის პარკით, ან პერგამენტის ქაღალდით შეიფუთეთ და ზემოდან თბილი პირსახოცი შემოიხვიეთ.
30 წუთის  შემდეგ ნიღაბი თბილი წყლითა და შამპუნით კარგად ჩამოიბანეთ.

4. მარწყვისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი
200 გრ. მარწყვი დაჭყლიტეთ ისე, რომ ფაფისებური მასა მიიღოთ, დაამატეთ 2 ს.კ. ზეითუნის ზეთი და 1 კვერცხის გული და კარგად აურიეთ.
მიღებული მასა თმაში შეიზილეთ, თავი პოლიეთილენის პარკით ან პერგამენტის ქაღალდით შეიფუთეთ და 30 წუთის განმავლობაში ასე დაჰყავით.
შემდეგ თავი თბილი წყლითა და შამპუნით კარგად დაიბანეთ.

5. გლიცერინის ნიღაბი
1 ჩ.კ. გლიცერინი, 2 ს.კ. აბუსალათინის ზეთი, 1 ჩ.კ. ძმარი და 1 ც. კვერცხი ერთმანეთში კარგად აურიეთ და თმაში კარგად შეიზილეთ.
შემდეგ თავი პოლიეთილენის პარკითა და თბილი პირსახოცით კარგად შეიფუთეთ და 40-50 წუთით გაიჩერეთ. ამის შემდეგ ნიღაბი თბილი წყლითა და შამპუნით ჩამოიბანეთ.

6. არნიკას ნაყენის ნიღაბი
3 ს.კ. არნიკას ნაყენი (აფთიაქებში იყიდება), 2 ს.კ. თალგამის ზეთი და 2 კვერცხის გული ერთმანეთში კარგად აურიეთ. მიღებული მასა წაისვით თმებზე და თავი ჯერ პოლიეთილენის პარკით, შემდეგ კი თბილი პირსახოცით შეიფუთეთ.
ნიღაბი 40-50 წუთით გაიჩერეთ, შემდეგ კი თბილი წყლისა და შამპუნის მეშვეობით საგულდაგულოდ ჩამოიბანეთ.

7. თაფლისა და ზეითუნის ზეთის ნიღაბი
3 ს.კ. ზეითუნის ზეთი და 100 გრ. ნატურალური თაფლი ერთმანეთში კარგად აურიეთ და მიღებული მასა თმაში შეიზილეთ.
თავი პოლიეთილენის პარკითა და თბილი პირსახოცით შეიფუთეთ.
40-50 წუთის შემდეგ კი თმა თბილი წყლით (შამპუნის გარეშე) კარგად ჩამოიბანეთ.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?