მეფის სკანდალური სიყვარული, რომელმაც ბრიტანეთის ისტორია შეცვალა

სიყვარულის ისტორიები

11 მარტი 12:00, 2017 წელი

რომ არა ეს სიყვარული, დიდი ბრიტანეთის დედოფალი ელისაბედ მეორე სამეფო ტახტს ვერასოდეს იხილავდა, ხოლო პრინცი უილიამი და კემბრიჯის ჰერცოგინია სიცოცხლის ბოლომდე ბრიტანეთის სამეფო ტახტის მრავალრიცხოვან პრეტენდენტებს შორის იქნებოდნენ...

წინა საუკუნეში მომხდარმა ამბავმა მხოლოდ სამეფო ოჯახი კი არა, მთელი ინგლისი შეძრა - დიდი ბრიტანეთის მეფემ ედუარდ VIII-მ  „მდაბიო წარმოშობის“, ორჯერ განათხოვარი, საეჭვო რეპუტაციის მქონე ქალის უოლის უორფილდის გამო სამეფო ტახტზე უარი თქვა.

უოლის უორფილდი ქვეყანას 1895 წელს, უკანონო ქორწინების შედეგად მოევლინა, რაც იმ დროისთვის თითქმის კატასტროფას წარმოადგენდა. ოფიციალური წყაროები ამტკიცებენ, რომ გოგონას მამა ქალიშვილის დაბადებისთანავე გარდაიცვალა, თუმცა არაოფიციალური ინფორმაციით, მან დედა-შვილი ისე მიატოვა, რომ ბავშვის ნახვაც არ ისურვა.
როგორც კი წამოიზარდა, უოლისმა გააცნობიერა, რომ ქალმა ქმარი საგულდაგულოდ უნდა შეარჩიოს და მასთან ყველანაირი ურთიერთობა ოფიციალურად გააფორმოს. სწორედ უოლისის ასეთმა პოზიციამ შეასრულა გადამწყვეტი როლი დიდი ბრიტანეთის სამეფო ტახტის შემდგომ ისტორიაში. 

გოგონასთვის პირველი, საცდელი ვარიანტი საზღვაო მფრინავი უინფელდ სპენსერი გახდა. მასთან ხანმოკლე ქორწინების შემდეგ გოგონა ახალი ქმრის ძიებას შეუდგა.
ამერიკელი მილიონერის მოხიბვლის უშედეგო მცდელობის შემდეგ უოლისი გასართობად ჩინეთში გაემგზავრა, სადაც მომავალი მეორე ქმარი გაიცნო და მისის სიმპსონი გახდა.

ამის შემდეგ უოლისი ჩინეთიდან დიდი ბრიტანეთისკენ გაემგზავრა და ლონდონში საკუთარი, მდიდრული სალონი მოაწყო. სწორედ ამ პოპულარული სალონის საშუალებით, 1931 წელს უოლისმა ინგლისის სამეფო კარისთვის საბედისწერო შეხვედრას მიაღწია. 

უელსის პრინცი ედუარ-ალბერტ-ქრისტიან-ენდრიუ-პატრიკ-დევიდი წყნარი, ჩაკეტილი ახალგაზრდა იყო, რომელსაც ადამიანებთან ურთიერთობას წიგნების კითხვა ერჩია.
ედუარდს მეგობრები თითქმის არ ჰყავდა და არც დაქორწინებას ჩქარობდა. მომავალი მონარქი ქალებთან ურთიერთობაში მეტისმეტად მორცხვი გახლდათ - წითლდებოდა და საუბრისას ენა ებმოდა.
24 წლის რომ გახდა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - სამეფო კარისთვის მოულოდნელად, ედუარდმა 16 წლით უფროსი ქალი გაიცნო. ფრიდა დადი უორდი მორცხვი ყმაწვილის ანტიპოდი გახლდათ - თამამი, თავდაჯერებული ინტელექტუალი და ამავე დროს, ლორდთა პალატის წევრის ცოლი. ფრიდას ქმარს ოტელოს თვისებები არ აღმოაჩნდა და ტახტის მემკვიდრესთან ცოლის რომანს გაგებით შეხვდა. პრინცისა და ფრიდას რომანი ათ წელიწადს გაგრძელდა და მოულოდნელად დასრულდა - ედუარდმა ქალს ხელი სთხოვა.
ამ დროს ბრიტანეთის სამეფო კარი და მეფე პირველად აფორიაქდნენ, რადგან პრინცის გადაწყვეტილებას აუცილებლად სერიოზული სკანდალი მოჰყვებოდა. ყველაფერი იმით დასრულდა, რომ ფრიდა ქმრის მამულში გაგზავნეს, ხოლო სულიერად გატეხილი ედუარდი ლონდონში დარჩა.

სამეფო კარმა შვებით ამოისუნთქა - რა უნდა ყოფილიყო იმაზე უარესი, ვიდრე ასაკოვანი ქალი, რომელსაც ჯანმრთელი ბავშვის გაჩენის შესაძლებლობა არ ჰქონდა? მაგრამ მალე ედუარდმა ყველას დაუმტკიცა, რომ უარესის პოვნა ყოველთვის შესაძლებელია.

ტახტის მემკვიდრეს პირველი დანახვისთანავე შეუყვარდა მდიდარ საქმროებზე მონადირე, საეჭვო რეპუტაციის ქალბატონი, რომელიც მდაბიო წარმოშობის გარდა, რამდენჯერმე განათხოვარიც გახლდათ.
როცა ერთმანეთი გაიცნეს, პრინცი 40 წლის იყო, მისის სიმპსონი კი - 38-ის. სამი წლის შემდეგ მათ შორის რომანი გაჩაღდა. მისტერ სიმპსონი ისეთივე მომთმენი და გამგები ადამიანი აღმოჩნდა, როგორც ლორდი უორდი. ალბათ, ეგონა, რომ მისი ცოლი პრინცს მალე მობეზრდებოდა. ხანგრძლივ კავშირზე ვერც უოლისი იოცნებებდა, თუმცა მორცხვი და ქალებთან ურთიერთობაში გამოუცდელი პრინცის ხელში ჩაგდება მაინც მოახერხა.

1936 წელს დიდი ბრიტანეთის მეფე გარდაიცვალა. მომავალმა მეფემ ამის შესახებ პირველად თავის საყვარელს აცნობა, თან არწმუნებდა, რომ  „პროფესიული საქმიანობა“ მათ სასიყვარულო კავშირზე გავლენას ვერ მოახდენდა.

ედუარდი 42 წლის ასაკში გამეფდა და ტახტზე ასვლისთანავე განაცხადა, რომ საყვარელ ქალზე დაქორწინებას აპირებდა. სამეფო კარი პანიკამ და დაბნეულობამ მოიცვა.
მეფის ოჯახს ედუარდის რჩეული ცუდად აღზრდილ და ვულგარულ ქალად მიაჩნდა. დიდებულებში ხმა გავრცელდა, რომ ჩინეთში ცხოვრების დროს უოლისი ბორდელში მუშაობდა, სადაც სექსის საიდუმლოებას დაეუფლა და ედუარდი ამით მოხიბლა.
რაც შეეხება რიგით ინგლისელებს, მათ ბრიტანეთის სამეფო ტახტზე ამერიკელის ხილვა კატეგორიულად არ სურდათ.

უოლისი ყოველდღიურად ათასობით შეურაცხმყოფელ წერილს იღებდა, ლონდონელები სამეფო რეზიდენციის ფანჯრებთან აქციებს აწყობდნენ და კედლებზე პლაკატებს ამაგრებდნენ, სადაც პირდაპირ ეწერა „მარშრუტი“, საითაც ვულგარულ ამერიკელს აგზავნიდნენ.
ინგლისი ბობოქრობდა - ქვეყანა სადედოფლო ტახტზე უოლის სიმპსონის ხილვის წინააღმდეგი იყო!
ბოლოს ერთ-ერთმა მინისტრმა მეფესთან აუდიენცია ითხოვა და მოახსენა, რომ არც უბრალო ადამიანები, არც სახელმწიფო ჩინოვნიკები და, მით უმეტეს, არც სამეფო ოჯახი ამ ქორწინებას არ დაუშვებდა.
სხვა გამოსავალი არ ჩანდა - ედუარდ VIII-ს გადაწყვეტილება უნდა მიეღო და მან ეს გააკეთა.
325-დღიანი მეფობის შემდეგ მან სამეფო ტახტზე უარი თქვა და საყვარელ ქალზე დაქორწინდა.

ბრიტანეთის სამეფო ტახტი ედუარდის ძმასა და ამჟამინდელი დედოფლის ელისაბედ II-ის მამას გეორგ VI-ს დარჩა. ნათესავების ზეწოლის შედეგად, ედუარდმა უარი თქვა ცოლისთვის ჰერცოგინიას ტიტულის მინიჭებაზეც.

ახალდაქორწინებულებმა ინგლისი დატოვეს და საცხოვრებლად ამერიკაში გადავიდნენ, სადაც უბრალო ადამიანებივით მოკრძალებულად ცხოვრობდნენ.
წყვილი უარს ამბობდა ხმაურიან წვეულებებზე და ყვავილების გაშენებით იყო გატაცებული.
უოლისი სამაგალითო მეუღლე აღმოჩნდა, რომლის გვერდით ყოფილი მეფე თავს ბედნიერ ადამიანად გრძნობდა. ოდესღაც ანგარიშიანმა და პრაგმატულმა ქალმა იპოვა ის, რასაც მთელი ცხოვრება ეძებდა - ბედნიერება საყვარელი მამაკაცის გვერდით, თუმცა ამისთვის ბრიტანეთის სამეფო კარის გეგმებისა და ქვეყნის ისტორიის შეცვლა მოუწია.

1972 წელს, ედუარდის გარდაცვალების შემდეგ, ხმები გავრცელდა, რომ ჯერ კიდევ ქმრის სიცოცხლეში უოლისს რამდენიმე მდიდარ მამაკაცთან ჰქონდა რომანი, თუმცა ამ ხმებიდან არც ერთი არ დადასტურდა.
როგორც ჩანს, ბრიტანეთის ყოფილი მეფე უოლისისთვის ერთადერთი მამაკაცი იყო, რომლის ერთგულიც დარჩა მის სიცოცხლეშიც და სიკვდილის შემდეგაც.

არშემდგარი დედოფალი ედუარდის სიკვდილიდან 14 წლის შემდეგ გარდაიცვალა. ის უინძორის სამეფო განსასვენებელში ედუარდის გვერდით დაკრძალეს. ბედის ირონიით, უოლისმა სამეფო „აპარტამენტების“ საშვი სიკვდილის შემდეგ მოიპოვა, თანაც ისე, რომ დედოფლობა არ დასჭირვებია.

დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?