ჟერარ ფილიპის ხანმოკლე ცხოვრება და სიყვარული, რომელმაც სიკვდილს სძლია

სიყვარულის ისტორიები

7 ოქტომბერი 12:00, 2017 წელი

მას იაპონიაში „გაზაფხულის სამურაი“ შეარქვეს, საფრანგეთში - „გულების პრინცი“. საბჭოთა მაყურებელმა კი ფრანგი ვარსკვლავი 1952 წელს გადაღებული „ფანფან-ტულპანით“ შეიყვარა და „ფანფანი“ უწოდა. ის ყველას მგზნებარე საყვარელი ეგონა, თუმცა მხოლოდ უახლოესმა ადამიანებმა იცოდნენ, რომ ხანმოკლე ცხოვრების მანძილზე მას ერთადერთხელ უყვარდა ქალი, რომელსაც გული სასტიკად ატკინა.

ფრანგული კინოსა და თეატრის მსახიობი ჟერარ ფილიპი 1922 წლის 4 დეკემბერს, ქალაქ კანში დაიბადა. მამამისი, მარსელ ფილიპი ყოფილი ადვოკატი, პროვანსში მიწის მამულებისა და გრასში სასტუმროს  მფლობელი გახლდათ. დედა მინუ ფილიპი კი პრაღელი მეფუნთუშის ქალიშვილი იყო.

ჟერარს ჯანმრთელობის პრობლემები დაბადებიდან დაჰყვა. ექიმმა ახალშობილის გადარჩენა სასწაულებრივად მოახერხა. ბიჭუნა ნელა ვითარდებოდა. სიარული და ლაპარაკი გვიან დაიწყო, თუმცა მშობლების წყობიდან გამოყვანას ყოველთვის ახერხებდა. ჟეჟე (ასე ეძახდნენ ჟერარს ბავშვობაში) აუტანელი ბავშვი იყო. მას თითქოს სიამოვნებას ანიჭებდა მშობლების ნების საწინააღმდეგოდ მოქმედება. მხოლოდ იმიტომ, რომ მამამ ამის გაკეთება აუკრძალა, ყმაწვილმა იურიდიული ინსტიტუტი მიატოვა და სასწავლებლად კონსერვატორიის დრამატული ხელოვნების განყოფილებაზე გადავიდა. მომავალ მსახიობს სწავლასა და წიგნების კითხვაზე მეტად, ჯაზის მოსმენა, ცურვა და ჩოგბურთის თამაში იზიდავდა, თუმცა კარგი გარეგნობისა და ნიჭის წყალობით, პირველივე სპექტაკლის შემდეგ პოპულარული გახდა.

სპექტაკლს ერთი მეორის მიყოლებით მოჰყვა ფილმები: „ფანფან-ტულპანი“, „დიდი მანევრები“, „წითელი და შავი“, „სახიფათო კავშირები“, „სოდომი და გომორა“ და ა.შ. პოპულარული მსახიობის მოხიბვლაში ულამაზესი ფრანგი ქალები ერთმანეთს ეცილებოდნენ, თუმცა „ფანფანი“ საპასუხო გრძნობას ვერავისთვის იმეტებდა.
ჟურნალისტი ან ნიკოლ ფურდაკი წესებიდან ლამის ერთადერთი გამონაკლისი გახლდათ.

როცა ერთმანეთს პირველად შეხვდნენ, ჟერარი 19 წლის ყმაწვილი იყო, ნიკოლი კი - 24 წლის გათხოვილი ქალი, რომელიც პატარა ბიჭუნას ზრდიდა. სხვებისგან განსხვავებით, ის მეტისმეტად მკაცრი და თავშეკავებული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებდა, რომელზეც ქალების კერპის მომხიბვლელობას ოდნავადაც არ უმოქმედია. ალბათ, ამიტომ ჟერარმა, ნებისმიერ ფასად, მისი ცდუნება გადაწყვიტა.

ჟერარისა და ნიკოლის მორიგი შეხვედრა რამდენიმე წლის შემდეგ, პირენეის ნახევარკუნძულზე შედგა, სადაც მსახიობი მკურნალობისა და დასვენებისთვის გაემგზავრა. ბედად, იმ დროს ნიკოლ ფურდაკიც პირენეის ნახევარკუნძულზე, საკუთარ მამულში იმყოფებოდა და დოკუმენტური ფილმზე მუშაობდა.
მის ლამაზ მამულში სტუმრობისას ჟერარმა აღმოაჩინა, რომ ნიკოლი მხოლოდ ლამაზი და განათლებული ქალი არ იყო. ის ერთ-ერთი პირველი ევროპელი ქალბატონი ბრძანდებოდა, რომელმაც ჩინეთიდან ინდოეთამდე გადაჭიმული „აბრეშუმის გზა“ ფეხით, ცხენით თუ აქლემის საშუალებით გადალახა.
ნიკოლ ფურდაკის ქმარი ჩინელი დიპლომატი გახლდათ, რომელიც საფრანგეთის საელჩოს კულტურის მიმართულებას ხელმძღვანელობდა. ქმრისა და საკუთარი წიგნიერების დამსახურებით, ქალმა შესანიშნავად იცოდა ჩინეთის ისტორია და ტრადიციები, ხოლო მისი წიგნი „აზიური ქარავანი“ ფაქტების სიზუსტით გამოირჩეოდა.

პირენეის ნახევარკუნძულზე ჟერარ ფილიპის განუყრელი მეგობარი და ექსკურსიამძღოლი ნიკოლი გახდა, რომელსაც უძირო ლურჯი თვალები და მდიდარი შინაგანი სამყარო ჰქონდა. ისინი სამოთხის მსგავს მდელოზე აგებულ პატარა ქოხში ცხოვრობდნენ, ერთად სეირნობდნენ, წიგნებს ერთად კითხულობდნენ და სიცოცხლესა და სიკვდილზე კამათობდნენ.

ჟერარი თანდათან ხვდებოდა, რომ ამ მშვენიერი და საინტერესო ქალის გარდა, გვერდით ვერავინ წარმოედგინა. ახალგაზრდა კაცს ნიკოლში ყველაფერი მოწონდა. ისიც, რომ მსახიობი კი არა, ჟურნალისტი იყო, ისიც, რომ დოკუმენტურ კინოზე მუშაობდა და არც ის ეხამუშებოდა, რომ მასზე ხუთი წლით უფროსი გახლდათ. მსახიობის ახალგაზრდულ ჟინსა და ვნებას ის რბილად, მაგრამ ფხიზელი გონების ძალით, მტკიცედ ეწინააღმდეგებოდა.

მომხიბლავი მაცდურისგან თავი შორს რომ დაეჭირა, ქალმა ქმართან გამგზავრება გადაწყვიტა, თუმცა „ფანფანის“ სასიყვარულო წერილებმა არც ჩინეთში მოასვენა. იმდროინდელი პრესა ერთხმად აღნიშნავდა, რომ „პარმის სავანეს“ ერთ-ერთი ეპიზოდის გადაღების დროს, ჟერარ ფილიპმა იმის ნაცვლად, რომ ეთქვა: „რა ჩემი ბრალია, რომ კლელია მიყვარს?“ ზედიზედ სამჯერ გაიმეორა: „რა ჩემი ბრალია, რომ ნიკოლი მიყვარს?“

ხანმოკლე განშორებამ წყვილის გრძნობები უფრო გაამძაფრა და ორივე მიხვდა, რომ უერთმანეთოდ ვეღარ გაძლებდნენ. 1948 წლის სექტემბერში ნიკოლი ქმარს გასცილდა და შვილთან ერთად, საცხოვრებლად ჟერარის სახლში გადავიდა.

ისინი 1951 წლის 29 ნოემბერს დაქორწინდნენ და ბულონის ტყესთან ახლოს, სამსართულიან სახლში დასახლდნენ. ქალმა, ჟერარის თხოვნით, სახელი შეიცვალა და ნიკოლის ნაცვლად, ანა დაირქვა. მალე ყველასთვის ცხადი გახდა, რომ ჟერარმა ანას მიმართ ინტერესი დაკარგა. ის, როგორც ტიპური მონადირე, სურვილის ასრულებისთანავე სხვა ქალებზე გადაერთო, თუმცა ანამ ამის შესახებ დიდი ხნის განმავლობაში არაფერი იცოდა.
მან ჟერარს ვაჟი და ქალიშვილი გაუჩინა და თავის მყუდრო სავანეში თავს სრულიად ბედნიერად გრძნობდა.
ანა მშვენივრად აცნობიერებდა, რომ „დიდ ბავშვთან“ ერთად ცხოვრობდა, რომელიც სახლში მისვლისთანავე, ჭირვეულობდა: „ჟეჟეს შია“, „ჟეჟე დაიღალა და დასვენება უნდა“... ქალი მის ჭირვეულობას საოცარი სიმშვიდით ხვდებოდა და თავნებობის უფლებას აძლევდა, მაგრამ, ბოლოს და ბოლოს, ქმრის რომანების შესახებ ინფორმაციამ მის ყურამდეც მიაღწია.

ქალმა გაიგო, რომ ჟერარი უამრავ მსახიობთან ღალატობდა და მეძავებთანაც ერთობოდა, თუმცა, ყველასთვის მოულოდნელად, ჟერარს ღალატი აპატია და თავისი დიდსულოვნებით თითქმის შეუძლებელი შეძლო - მსახიობის ყინულის გული გაალღო. სინანულით სავსე „ფანფანმა“ აღიარა, რომ მთელი ცხოვრება მხოლოდ ცოლი უყვარდა და არავინ სხვა, თუმცა სიყვარულით ხანგრძლივად ტკბობა არ ეწერა...

ამ შემთხვევიდან რამდენიმე თვის შემდეგ, 1959 წლის 25 ნოემბერს, 37 წლის ჟერარ ფილიპი ღვიძლის სიმსივნით გარდაიცვალა. ანამ ქმარს საშინელი დიაგნოზი არ გაუმხილა, ამიტომ ჟერარს ბოლო წუთამდე გამოჯანმრთელების იმედი ჰქონდა.

ანა ფილიპმა ქმრის გარდაცვალების შემდეგ 30 წელი იცოცხლა. აღარასოდეს გათხოვილა და თავისი „დიდი ბავშვის“ სიყვარული მარადიულად შეინახა. 

ის მთელი ცხოვრება ეწინააღმდეგებოდა ქმრის იდეალიზაციას: „რატომ არ მსურს, რომ ჟერარი იდეალურად წარმოაჩინონ? იმიტომ, რომ მიყვარს! ჩემთვის ადამიანის სიყვარული, სხვა დანარჩენის გარდა, მის ამოცნობას ნიშნავს. ადამიანად ყოფნა ერთდროულად, სილამაზისა და სიმახინჯის, კეთილისა და ბოროტის, ჭკუისა და უჭკუობის, კარგისა და ცუდის ერთობლიობას ნიშნავს. ამქვეყნად სიყვარულისთვის მოვდივართ. ყველა ურთიერთობა, რომელიც თავისუფალია ყოველგვარი ძალდატანებისგან და სითბოთი და თავგანწირვით სავსეა, მხოლოდ უახლოესი ადამიანისთვის და მასთან მთლიანად შერწყმისთვის არსებობს. თავად სიყვარული ილუზია არ გახლავთ, თუმცა ის, როგორც წამალი, აუცილებელია ტკივილის, მარტოობისა და სევდის ასაცილებლად. სიყვარული სტიქიაა, რომელიც ემოციებს აღემატება. ძალა, რომელსაც შეუძლებლის გაკეთება შეუძლია. მისი შედარება მხოლოდ სიკვდილთან შეიძლება, თუმცა სიყვარულის მოსპობა არც სიკვდილს ძალუძს, რადგან სიყვარული არასოდეს ქრება“.



 

წყარო
დღის ჰოროსკოპი

22 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ბოსტნეულის კატლეტი - დაბალკალორიული და ჯანსაღი საკვები

ბროკოლი და ყვავილოვანი კომბოსტო - ჯანსაღი კვების ორი „დედოფალი“. დანარჩენი კომპონენტები კი მათ ნაზ სტრუქტურასა და დიდებულ გემოს უსვამს ხაზს.
საკნატუნო ამბები

GoPro პენისისთვის - ინტიმური ვიდეოკამერა (+18)

ლაივის ჩართვის ფუნქცია ჯერჯერობით არ აქვს, თუმცა, მსგავსი ფუნქცია იგეგმება. დაველოდოთ...  
დღის ჰოროსკოპი

21 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ლეგენდარული ფილმები, რომლებიც ქალებმა გადაიღეს

რეჟისორობა დიდი ხანია აღარ მიიჩნევა მამაკაცურ პროფესიად. მშვენიერი სქესის წარმომადგენლები უკვე საუკუნეა, გადაღებების პროცესს ხელმძღვანელობენ და საკულტო ფილმებს იღებენ.
ამბები

თბილისში ლილიპუტების ცირკის დაუვიწყარი სანახაობა გაიმართება

31 მარტს, თბილისის „მოზაიკის“ საკონცერტო დარბაზში, ლილიპუტების ცირკის თეატრალიზებულ-საცირკო სანახაობა გაიმართება.
დღის ჰოროსკოპი

20 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

13 ფოტო, რომლებმაც მსოფლიო აალაპარაკა

ვარსკვლავებს ყოველდღიურად ასობით, იქნებ ათასობითაც, ფოტოს უღებენ, მაგრამ მხოლოდ ერთეულები ხვდება საზოგადოების yuradRebis centrSi.
საკნატუნო ამბები

კომბოსტო-ვაშლი-ფორთოხალი - საგაზაფხულო დიეტა

ზამთარში დაგროვილი კილოგრამების მოშორების სეზონი დაიწყო - დაიწყეთ გაზაფხული ახალი წონითა და შესანიშნავი ფორმებით.
საკნატუნო ამბები

6 პოზა მათთვის, ვისაც ძალიან ეზარება, მაგრამ სექსი უნდა

სექსის სურვილი ცეცხლს გიკიდებთ, მაგრამ ცოტა მაინც გეზარებათ, რადგან ხვალ ადრე უნდა ადგეთ. ლტოლვა კი არ გეშვებათ - ნაცნობი სიტუაციაა? ჰოდა, სპეციალურად თქვენთვის - 6 პოზა, პირობითი სახელით: „მინდა, მაგრამ მეზარება“.  
დღის ჰოროსკოპი

19 მარტის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 მარტისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?