ვარსკვლავური წყვილები, რომელთა სიყვარული სკოლის მერხიდან დაიწყო და დროს გაუძლო

სიყვარულის ისტორიები

11 ნოემბერი 12:00, 2017 წელი

ზოგჯერ ბავშვური სიყვარული ნამდვილ გრძნობად ყალიბდება და ადამიანებს მთელი ცხოვრება მიჰყვება, როგორც ამ წყვილების შემთხვევაში მოხდა. ისინი სულ პატარები იყვნენ, როცა ერთმანეთი შეიყვარეს და მთელი ცხოვრება ამ გრძნობის ერთგულნი დარჩნენ.

რონ ჰოვარდი და შერილ ელი


მომავალმა რეჟისორმა მომავალი მეუღლე სკოლაში გაიცნო და პირველივე დანახვით შეიყვარა. მოზარდები მთელ თავისუფალ დროს ერთად ატარებდნენ, მათი მშობლები კი ნერვიულობდნენ, რომ გამუდმებული პაემნები მათი სწავლის შედეგებზე აისახებოდა. საბოლოოდ, მშობლებმა რონსა და შერილს შეხვედრებისთვის მკაცრი ლიმიტი დაუწესეს - კვირაში მხოლოდ ორი დღე. გონებამახვილმა რონმა გამოსავალი იპოვა, სპორტული სირბილის წრეში ჩაერთო და ყოველდღე, შეყვარებულის სახლის სიახლოვეს, სრულიად ლეგალურად დარბოდა. 1975 წლის 7 ივნისს წყვილი დაქორწინდა და უკვე 42 წელია, ერთადაა.

ლიზა ნიემი და პატრიკ სუეიზი


ლიზა 15 წლის იყო, პატრიკი - 18-ის, როცა პირველად შეხვდნენ ერთმანეთს, თუმცა მათი გაცნობა არც ისე სასიამოვნოდ მოხდა - პატრიკმა სცადა, მასთან საბალეტო კლასში მისული ახალი გოგონასთვის ეჩქმიტა და პასუხად, სახეში ალიყური მიიღო. ეს გოგონა სხვებს არ ჰგავდა და ბიჭმა მის მოსახიბლად უფრო დახვეწილ მეთოდებს მიმართა. პატრიკს საკუთარი მეუღლე მსოფლიოში ყველაზე ლამაზ და ჭკვიან ქალად მიაჩნდა. 2009 წელს, როცა მსახიობმა უკვე იცოდა, რომ დიდხანს ვერ იცოცხლებდა, გადაწყვიტა, გარდაცვალებამდე კიდევ ერთხელ დაედო სიყვარულის ფიცი. ცერემონიაზე ის ნამდვილი რაინდივით, თეთრ ცხენზე ამხედრებული მივიდა, საყვარელ ქალს ხელი მოჰკიდა და, ისევე როგორც წლების წინათ, საკურთხეველთან მიიყვანა. პარტიკ სუეიზი 2009 წლის სექტემბერში, 55 წლის ასაკში გარდაიცვალა.


ჯეფ დენიელსი და კეტლინ როზმარი ტრიო


ერთმანეთი მიჩიგანის სკოლაში გაიცნეს. დროთა განმავლობაში, მათი მეგობრობა დიდ გრძნობაში გადაიზარდა. 24 წლისები იყვნენ, როცა დაქორწინდნენ. მას შემდეგ, 38 წელია, ერთად არიან და სამ შვილს ზრდიან.


ჯეიმს ლებრონი და სავანა ბრინსონი


NBA-ს ვარსკვლავმა და კალათბურთის მეფედ წოდებულმა ჯეიმს ლებრონმა თავისი პირველი და უკანასკნელი სიყვარული კათოლიკურ სკოლაში სწავლის დროს გაიცნო. 16 წლისები იყვნენ, როცა შეხვედრები დაიწყეს და სავანა მსოფლიო კალათბურთის მომავალი ვარსკვლავისთვის მხოლოდ საყვარელი გოგონა კი არა, საიმედო მეგობარიც გახდა. წყვილი 2013 წელს დაქორწინდა, როცა უკვე ორი ბიჭუნას მშობლები იყვნენ. 2014 წელს მათ კიდევ ერთი შვილი, ამჯერად გოგონა შეეძინათ.


სნუპ დოგი და შანტე ტეილორი


ცნობილი რეპერი და სკანდალისტი სნუპ დოგი მრავალი წელია, თავისი პირველი და ერთადერთი სიყვარულის ერთგული რჩება. სნუპმა და შანტემ ერთმანეთი ბავშვობაში გაიცნეს. გოგონა ფეხბურთის იმ გუნდს გულშემატკივრობდა, რომელშიც სნუპი თამაშობდა. ისინი 1997 წელს დაქორწინდნენ, როცა შანტე უკვე მეორე შვილს ელოდებოდა. 2004 წელს მათ ცხოვრებაში კრიზისული პერიოდი დადგა და წყვილმა განქორწინება გადაწყვიტა, თუმცა ორივე ხვდებოდა, რომ ერთმანეთის გარეშე ცხოვრება გაუჭირდებოდათ. ასეც მოხდა. სნუპმა და შანტემ 2008 წელს ხელმეორედ იქორწინეს და დღემდე ერთად არიან.


ელისონ და ბონო ჰიუსტონები


როცა ერთმანეთს შეხვდნენ, ბიჭი 15 წლის იყო და სკოლის როკ-ჯგუფში მღეროდა, ხოლო მისი თაყვანისმცემელი გოგონა ერთი წლით უმცროსი გახლდათ. ლეგენდარული ჯგუფის U2-ს მომღერალი საყვარელ გოგონაზე პირველი შეხვედრიდან შვიდი წლის შემდეგ, 1982 წელს დაქორწინდა და დღემდე პლანეტის ყველაზე სასურველ და მშვენიერ არსებად მიაჩნია. წყვილს ოთხი შვილი ჰყავს: ორი ვაჟი და ორი გოგონა.


 ბონ ჯოვი და დოროთეა ჰარლი



სკოლაში სწავლის პერიოდში ბონ ჯოვი ცნობილი ხულიგანი გახლდათ, ხოლო დოროთეა მისი განუყრელი მეგობარი იყო. სკოლის გამოსაშვები საღამოს შემდეგ მათ ერთად ცხოვრება დაიწყეს, თუმცა ქორწინება მოგვიანებით, 1989 წელს შედგა, როცა მომღერალი უკვე ცნობილი ვარსკვლავი გახდა. „ხულიგანი“ და მისი დოროთეა 28 წელია, ერთად არიან.

წყარო
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?