მოდელები, რომლებმაც სიყვარულის გამო სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულეს

სიყვარულის ისტორიები

20 იანვარი 12:00, 2018 წელი

მოდის სამყარო რეალობაში სულაც არ ჰგავს ზღაპარს. ამ ლამაზ გოგოებსაც გამოუცდიათ უიღბლო სიყვარული, ღალატი, წარუმატებლობა. მათთვის უცხო არ არის დეპრესია და სულიერი აშლილობები. ზოგიერთები ამასთან გამკლავებას ახერხებენ, ზოგიერთები - ვერა...

მარგო ჰემინგუეი (გარდაიცვალა 1996 წლის 1-ელ ივლისს)



ერნესტ ჰემინგუეის შვილიშვილმა და 90-იანი წლების ცნობილმა მოდელმა ბაბუას თვითმკვლელობის 35 წლისთავის წინა დღეს სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.
იმ დროს მოდის ინდუსტრიაში სახელოვანი ბაბუას შვილიშვილობა არაფერს ნიშნავდა. მარგომ წარმატებულ კარიერას სიმაღლის (180 სმ) და ეფექტური გარეგნობის წყალობით მიაღწია, თუმცა მისი „სავიზიტო ბარათი“ მაინც ფართო და ხშირი წარბები გახდა.
1975 წელს ჟურნალმა Time-მ მარგო ჰემინგუეის თაობის სახე და ამერიკის ყველაზე სასურველი მოდელი უწოდა. სახელოვანი მწერლის შვილიშვილი პირველი მოდელი გახდა, რომელმაც იმ დროისთვის წარმოუდგენლად დიდი ჰონორარი - 1 მლნ დოლარი მიიღო.
მარგო გამუდმებით დიეტაზე იყო და დაუღალავად ვარჯიშობდა. საბოლოოდ, ულამაზეს ქალს, რომლის ფოტოები ყველაზე ცნობილი ჟურნალების ყდებს ამშვენებდა, ბულიმია და ანორექსია დაემართა და ალკოჰოლს და აკრძალულ პრეპარატებს მიეძალა. მოდის იმპერიაში მოპოვებული წარმატების შემდეგ, მარგომ ბედი კინოშიც მოსინჯა, თუმცა მის ფილმებს კრიტიკის ქარ-ცეცხლი დაატყდა.
კინოში წარუმატებლობა, შერყეული ჯანმრთელობა და, რაც მთავარია, ორ სიყვარულში იმედგაცრუება მოდელის ფსიქიკურ მდგომარეობაზე აისახა და, ბაბუას მსგავსად, მარგომაც სუიციდის გადაწყვეტილება მიიღო. „მარგოს არასოდეს სჯეროდა რეინკარნაციის, თუმცა დარწმუნებული ვარ, რომ სადღაც აფრიკის ჯუნგლებში დაძრწის გეპარდი, რომელსაც მარგოს თვალები და გული აქვს“, - თქვა მის შესახებ ჟურნალისტმა დინ ბარტ პეტიტკლერკმა.


რაუდა ატიფი (გარდაიცვალა 2017 წლის 31 მარტს)



21 წლის რაუდა ატაფი მსოფლიომ ინდური „ვოგის“ გარეკანიდან გაიცნო. რაუდა ბანგლადეშის ერთ-ერთი უნივერსიტეტის სამედიცინო ფაკულტეტზე სწავლობდა და პარალელურად მოდელობდა. ეგზოტიკური გარეგნობის ლამაზმანი, რომელიც მოდის იმპერიაში ყველაზე ლამაზი თვალების პატრონად აღიარეს, სტუდენტური საერთო საცხოვრებლის ოთახში გარდაცვლილი ნახეს. ოთახის კარი შიგნიდან იყო დაკეტილი. ამასთანავე, გოგონას სხეულზე ძალადობის კვალი არ აღმოაჩნდა. ამის გამო პოლიციამ წამოაყენა ვერსია, რომ მოდელმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა.


ვივეკა ბაბაჯანი (გარდაიცვალა 2010 წლის 25 ივნისს)



ინდური მოდის ინდუსტრიის კიდევ ერთი წარმომადგენელი და ცნობილი ბოლივუდელი მსახიობი ვივეკა ბაბაჯანი თავის ოთახში გარდაცვლილი ნახეს. დღიურში ჩანაწერებიდან და ოჯახის წევრების მონაყოლიდან ირკვევა, რომ ტრაგედიის მიზეზი უიღბლო სიყვარული გახდა. გოგონას დღიურის ბოლო ჩანაწერი მეგობარ მამაკაცს, გაუტამუ ვოხრუს ეხება: „გაუტამ, შენ მე მომკალი...“



ტომ ნიკონი (გარდაიცვალა 2010 წლის 18 ივნისს)



22 წლის ტომ ნიკონს მოდის სამყაროში კარგად იცნობდნენ. ტომი დონატელა ვერსაჩესა და კიმ ჯონსის საყვარელი მოდელი იყო და Louis Vuitton-ის მამაკაცის ხაზს წარადგენდა. ახალგაზრდა კაცმა სიცოცხლესთან გამოთხოვება მილანის მოდის კვირეულის გახსნის წინ გადაწყვიტა, სადაც Versace, Giorgio Armani და სხვა ბრენდების კოლექცია უნდა წარედგინა. პოლიციის ვერსიით, ტომ ნიკონის თვითმკვლელობის მიზეზი საყვარელ გოგონასთან დაშორება გახდა.


ნატაშა დუნკანი (გარდაიცვალა 2001 წლის 23 ივლისს)



ერთ-ერთი პირველი პლუს ზომის მოდელი, მწვანეთვალება ნატაშა დუნკანი ემოციურად გაუწონასწორებელი ადამიანი იყო და ფსიქიკური აშლილობით იტანჯებოდა, თუმცა მოდის სამყაროში დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ. გარდაცვლილის ძმის თქმით, სიკვდილამდე რამდენიმე დღით ადრე ის მეგობარ ბიჭთან პრობლემების გამო დარდობდა.

წყარო
კულინარია

ქაშაყი კეფირისა და მდოგვის სოუსით - სცადეთ, არ ინანებთ

ერთი შეხედვით, ამ ყოვლად შეუთავსებელი ინგრედიენტებით უგემრიელესი კერძი გამოდის.
დღის ჰოროსკოპი

26 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 26 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
სილამაზე/ჯანმრთელობა

ჩვევები, რომლებიც ტვინს აზარმაცებს

ისევე, როგორც სხეულს, ტვინსაც სჭირდება ვარჯიში. და თუ გინდათ, ღრმა სიბერემდე შეინარჩუნოთ ნათელი გონება, უარი თქვით ქვემოთ ჩამოთვლილ მავნე ჩვევებზე:
დღის ჰოროსკოპი

25 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 25 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
ამბები

ცესკომ პარლამენტის შუალედური არჩევნების მეორე ტურის ღონისძიებები განსაზღვრა

24 მაისს, კომისიაში გამართულ სხდომაზე, მეორე ტურის სავარაუდო თარიღად 9 ივნისი დასახელდა.  
კინო

საუკეთესო ფოტოები „სამეფო კარის თამაშების“ გადასაღები მოედნიდან

ლანისტერების მხიარული ოჯახი და მარტორქიანი მაისურები აბჯრის ნაცვლად...
დღის ჰოროსკოპი

24 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 24 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

მაკარონი ღვიძლით - დაუვიწყარი გემო

ვისაც ძალიან გიყვართ макароны по-флотски და არ მოგწონთ მასში ფარშის გემო, სცადეთ ღვიძლით. თუ საყვარელ სოუსსაც დაუმატებთ, ბოლო ლუკმამდე ვარ გაჩერდებით.
საკნატუნო ამბები

(+18) ქალის სხეული მთელი თავისი მშვენიერებით (20 ფოტო)

კესლერ ტრანი უფლებას აძლევს მოდელებს, თავისუფლად გამოხატონ საკუთარი გრძნობები. ქალის სხეულის სილამაზეს ადიდებს, რაც მის ნამუშევრებში უდავოდ ჩანს.
დღის ჰოროსკოპი

23 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 23 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

ცნობილი მამების სიმპათიური ვაჟები

წარმოგიდგენთ ყველაზე ნიჭიერი, მომხიბვლელი და ცნობილი მამების ძალიან სიმპათიურ ვაჟებს.
დღის ჰოროსკოპი

22 მაისის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 22 მაისისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?