ნუგზარ კვაშალი: „სანამ ანსამბლის ბოლო ჯარისკაცი ცოცხალი იქნება, „ივერია“ იარსებებს“

სტუმრად ცნობილებთან

3 ოქტომბერი 20:00, 2017 წელი

„მარჯანიშვილის თეატრში 1968 წელს ანსამბლი „ჯეჯილი“ შეიქმნა. მსახიობი ზურა ყიფშიძე დრამერი იყო. მაშინ ვჰიპობდით. გრიბოედოვის ძეგლთან ვიკრიბებოდით და ვუკრავდით. პოლიცია გრძელი თმის ან სხვა წვრილმანის გამო დაგვიჭერდა და საღამოს ისევ გარეთ გაგვყრიდა ხოლმე. შემდეგ იყო „ციცინათელა“. ის რომ დაიშალა, ანსამბლის წევრები „ივერიაში“ გადავედით“, - მომღერალი ნუგზარ კვაშალი კარიერის დასაწყისსა და „ივერიის“ ოქროს ხანას იხსენებს.

- „ივერიაში“ სიმღერა ოცნებად მქონდა. რას ვიფიქრებდი, თუ ერთ დღესაც ანსამბლის წევრი გავხდებოდი. იმ პერიოდში პუშკინის პედაგოგიურ ინსტიტუტში ვსწავლობდი. კონცერტებს გამო გაცდენა ხშირად მიწევდა, ამიტომ გამომრიცხეს. ივ. ჯავახიშვილის სახელობის უნივერსიტეტის რექტორი მაშინ დავით ჩხიკვიშვილი იყო და იქ გადამიყვანეს. სანამ ჩვენი ბოლო ჯარისკაცი ცოცხალი იქნება, „ივერია“ ყოველთვის იარსებებს.


- „ივერია“ მალე 50 წლის გახდება. ანსამბლის იუბილესთვის რა გეგმები გაქვთ?
- რადგან „ივერია“ და თბილისის „დინამოს“ ფეხბურთელები ყოველთვის ერთად ვიყავით, 50 წლის იუბილეს იმ დღეს აღვნიშნავთ, როცა ბიჭებმა დიუსელდორფში გაიმარჯვეს და თასების მფლობელთა თასი აიღეს. დაბადების დღეზე გვინდა მაყურებელს ვაჩვენოთ, რომ ჩვენ ისევ ფორმაში ვართ.


- დღეს „ივერია“ რა შემადგენლობითაა წარმოდგენილი?
- მე, ვახო ტატიშვილი, ჯემალ ბაღაშვილი, თემურ წიკლაური, დათო აბულაძე, მანანა თოდაძე, ლუიზა კობალაძე, ლილი ზღვაური... თუმცა ასაკიც და დროც თავისას ითხოვს. ლუიზა კობალაძე 65 წლის რომ გახდა, დავურეკე და მივულოცე, 80 წლის იუბილეს გილოცავ-მეთქი, რაზეც ძალიან მეჩხუბა. ახლა კი მეუბნება, წლების წინათ მოლოცვა ლოცვასავითი გამოგივიდაო. მომავალ წელს 80 წლის ხდება და სცენაზე თვითონაც აღარ უნდა. მეუღლის, ალექსანდრე ბასილაიას შემოქმედებით საღამოზე თუ მოვა სტუმრად და ერთ სიმღერასაც იმღერებს. ხმა კი ისევ ისეთი აქვს, როგორიც წლების წინათ ჰქონდა.


- ღონისძიებებზე რა შემადგენლობით დადიხართ?
- ღონისძიებებზე, ძირითადად, მე, მანანა თოდაძე, ვახო ტატიშვილი და თემურ წიკლაური დავდივართ. წელს ვახო 75 წლის გახდა, მე - 65-ის. პატარა ბიჭები აღარ ვართ. არც ვახომ იცის, 76 წლის გახდება თუ არა და არც მე ვიცი, 66-ს თუ მივაღწევ. ამიტომ დაბადების დღეს ყოველ წელს აღვნიშნავთ ხოლმე. მე და ვახომ ჩვენს იუბილესთან დაკავშირებით ბავშვებისთვის 80 კონცერტი გავმართეთ. გვიხარია, რომ მათ ჩვენი სიმღერები - „ორად ორი მეგობარი“, „წვიმა იყო“, „სოფლის შენებას რა უნდა“ და სხვები ზეპირად იციან. ხალხი ჩვენდამი ზუსტად ისევე  გამოხატავს სიყვარულს, როგორც წლების წინათ. გასულ წელს ბათუმში ვიყავით. ვახომ მითხრა, მგონი, ხალხს აღარ ვახსოვართ და მოდი, სასტუმრომდე ფეხით გავიაროთო. გზაში იმდენმა ადამიანმა გაგვაჩერა და იმდენმა გადაიღო ფოტო, სასტუმროში საათ-ნახევრის დაგვიანებით მივედით. 


- დღეს რაზე გწყდებათ გული?
- ცხოვრებას თავიდან რომ ვიწყებდე, იგივე გზას ავირჩევდი. უბრალოდ, გული მწყდება იმაზე, რომ ალექსანდრე ბასილაია გვერდით აღარ გვყავს. 67 წლის ასაკში გარდაიცვალა... რამდენ ჰიტს შექმნიდა, მაგრამ... აღარც ავთანდილ შარაშენიძე, ამირან ბოჭორიშვილი და თენგიზ ჩხეიძე არიან ჩვენ გვერდით.


- თქვენს ოჯახზეც გვიამბეთ...
- მე და ჩემს მეუღლეს თინა ჩიქოვანს მალე ქორწინებიდან 45 წელი შეგვისრულდება. წელიწადში 8 თვე გასტროლზე ვიყავი, მაგრამ ურთიერთობაში პრობლემა არასდროს შეგვქმნია. ჩემს მეუღლეს უცხო ენები აქვს დამთავრებული, მაგრამ ამჟამად შვილიშვილის აღზრდის სპეციალისტია. 8 წლის შვილიშვილი, ბალერინა ანა უმცროსი შვილისგან ალექსანდრესგან გვყავს. უფროს ბიჭს ცოლი არ მოჰყავდა, რასაც მე და ჩემი მეუღლე ძალიან განვიცდიდით და ორი თვის წინ დაოჯახდა. ჩემი რძალი გურული გოგოა, ანა ბურჭულაძე. უბედნიერესი ადამიანი ვარ, რომ რძლებში გამიმართლა.

ფოტოგრაფი: ალექსანდრე სხულუხია
ამბები

„ამ კომპანიაში არ არის აუცილებელი, იყო ვიღაცის ნათესავი, მთავარია, იშრომო შენი მიზნისთვის“

23 წლის ანანო სოხაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში ის  დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. ანანო თავად მოგვიყვება, რა ეტაპები გაიარა კომპანიაში მოხვედრამდე.
FUN-ტესტი

აირჩიეთ ზედმეტი ფიგურა

ეს უჩვეულო ტესტი დაგეხმარებათ, საკუთარი ხასიათის იდუმალი მხარეები გახსნათ...
საკნატუნო ამბები

როგორ უკავშირდება სექსის სურვილი ხორცის ჭამის სურვილს?

„კაცებს, რომლებიც სიამოვნებით კავდებიან სექსით, უფრო მეტად უყვართ ხორცი“. მართალია, გრილის მწარმოებელი სარეკლამო სლოგანივით ჟღერს, თუმცა, ავსტრალიელმა მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი სექსსა და ხორცის ჭამის სურვილს შორის.
დღის ჰოროსკოპი

18 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კულინარია

ქათმის ფილე რძეში

თუ აქცენტს ჯანსაღ კვებაზე აკეთებთ და არა დიეტებზე, რძეში მოხარშული ქათმის ფილე აუცილებლად დააგემოვნეთ.
დღის ჰოროსკოპი

17 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
საკნატუნო ამბები

1980-90-იანი წლები - ქალის სხეული სილიკონის გარეშეც ულამაზესია

ეს იყო პერიოდი, როცა ვარსკვლავები ასე მასობრივად არ იყვნენ გატაცებულნი პლასტიკური ქირურგიით. ნახეთ, როგორ გამოიყურებოდნენ...
საკნატუნო ამბები

პროდუქტები, რომლებიც შაკიკს დაგავიწყებთ

თავის ტკივილებში შაკიკი პირველ ადგილზეა და ის პლანეტის ყოველ მეხუთე ადამიანს აწუხებს. სამწუხაროდ, საბოლოოდ ჯერ კიდევ არ არის დადგენილი მისი წარმოქმნის მიზეზები.
საკნატუნო ამბები

(+18) პორნოგრაფიის ელემენტები, პროვოკაციული სიუჟეტი და შიშველი სხეული

ჯონათან ლედერი დარწმუნებულია, რომ ფოტო პროვოკაციული უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში ის მოსაწყენი იქნება.
დღის ჰოროსკოპი

16 თებერვლის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 თებერვლისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესისა და სიყვარულის მიმართულებით?
კინო

10 მსახიობი, რომლებიც პირდაპირ გადაღებებზე შეცვალეს

ფილმის წარმატება თუ ჩავარდნა ბევრწილად მსახიობის სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული, ქასტინგის შეცდომა კი ზოგჯერ პირდაპირ გადაღებებზე იჩენს ხოლმე თავს...
ამბები

„როცა ახალი ხარ, ამ კომპანიაში ყველა გვერდით გიდგას, რომ საქმე საუკეთესოდ გამოგივიდეს“

ანა კუპატაძე დღეს სადაზღვევო კომპანია „ჯიპიაი ჰოლდინგის“ საცალო გაყიდვების სპეციალისტია. ამ სფეროში  2017 წელს, დასაქმების ფორუმის მეშვეობით მოხვდა. თუ რას საქმიანობდა მანამდე და რა გზა გაიარა კომპანიაში, ამას თავად მოგვიყვება.