ნიკო და გიორგი ბერიძეები - ბათუმელი ძმების „ხულიგნობები“ და გეგმები

სტუმრად ცნობილებთან

3 აგვისტო 18:00, 2015 წელი

ნიკო: სერიოზულად ცხოვრებაში ერთხელ ვიჩხუბეთ, ეს იყო მესამე მსოფლიო ომი... მაგრამ იმავე საღამოს მივაკითხე და შევურიგდი.

ნიკო და გიორგი ბერიძეებს ბათუმში ვესტუმრეთ.
ბერიძეები ძალიან კარგი  და მხიარული მასპინძლები აღმოჩნდნენ.
დავათვალიერეთ მათი კასეტების კოლექცია, მომღერალმა ძმებმა ჩვენთვის გიტარის აკომპანიმენტით სიმღერაც შეასრულეს..



 


ძმები იმ დროს გაიზარდნენ, როცა თითქმის არასდროს იყო შუქი, შესაბამისად - არც ვიდეოთამაშები, თუმცა ბავშვობის წლებს მაინც სიყვარულით იხსენებენ.
ნიკო ყვება, რომ გიორგისთან ერთად გასართობს ყოველთვის პოულობდა. ეზოში ხან ფეხბურთს თამაშობდნენ, ხან - სხვა თამაშებს და, რა თქმა უნდა, როგორც ყველა ბიჭის ცხოვრებაში იყო, მათაც არ აკლდათ მცირე „ხულიგნობები“.



 


ნიკო გიორგიზე 4 წლით უფროსია, ამიტომ ძმის დაცვა და მასზე ზრუნვა პატარაობიდან მოვალეობად მიაჩნია. ამბობს, რომ ბავშვობაში თავი სუპერგმირად წარმოედგინა, რომელსაც პატარა ძმა ნებისმიერ ფასად უნდა დაეცვა და გადაერჩინა.



 


სერიოზულად ცხოვრებაში მხოლოდ ერთხელ იჩხუბეს - ისიც ძალიან არასერიოზული მიზეზით. 
თუმცა იმ საღამოსვე შერიგდნენ. ამბობენ, რომ საუკეთესო მეგობრები არიან.



 


არის პერიოდები, როცა მარტო ყოფნა სჭირდებათ. საკუთარ თავზე ძალიან ბევრს მუშაობენ.
ზოგიერთ რამეში ერთმანეთს ძალიან ჰგვანან, თუმცა არის რაღაცები, რაშიც ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავდებიან.
რაც შეეხება პირად ცხოვრებას, ნიკო ამბობს, რომ ახლა თავისუფალია.


 



 


გიორგი კი მაიკოზე გვიყვება - გოგოზე, რომელთანაც თავს ყველაზე კომფორტულად და მშვიდად გრძნობს. ამბობს, რომ ის ძალიან „მისიანია“ და ერთმანეთი ძალიან უყვართ.  
მიუხედავად იმისა, რომ ახლა გიორგი ბათუმშია, მაიკო კი - თბილისში, სულ მალე ისევ ერთად იქნებიან. გიორგი ორ განსხვავებულ პროექტზე ერთად მუშაობს, საკუთარი სიმღერების შექმნა სურს და თავის შემოქმედებაში მაიკო ჯანგულაშვილის ლექსების ჩართვასაც აპირებს.   


დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?