ჩინური ჰოროსკოპი ქალებისთვის - დაბადების თვის მიხედვით

თემატური ჰოროსკოპი

16 დეკემბერი 14:00, 2017 წელი

ზოდიაქოს ამა თუ იმ ნიშანს ჩინური ჰოროსკოპით გარკვეული ცხოველი შეესაბამება. ჩინელთა რწმენით ქალის დაბადების თვეს მის ბედზე ბევრის თქმა შეუძლია.

იანვარი (ხარის თვე)
იანვარში დაბადებული ქალები ხასიათის სიმტკიცითა და ძლიერი ნებისყოფით გამოირჩევიან. იანვრის ქალი-ხარის ხასიათს ვერაფრით დაამსხვრევ. ის არა მარტო იოლად ლახავს ყველა წინააღმდეგობას, არამედ ამით საყოველთაო აღტაცებას იწვევს. ხარის თვეში დაბადებული ქალების ცხოვრება შეძლებულად ჩაივლის.
კრიზისული წლები: 3, 8, 80.


თებერვალი (ვეფხვის თვე)
ვეფხვებს გულწრფელი, პირდაპირი ხასიათი და თავგანწირვის უნარი აქვთ. ვეფხვის თვეში დაბადებულ ქალებს მიზანდასახულობა და გამარჯვებისკენ სწრაფვა ახასიათებთ. ისინი სიმპათიით სარგებლობენ და მათი ცხოვრება ყოველთვის მრავალფეროვანია. შესაძლებელია ბედნიერი ქორწინება ღარიბ მამაკაცთან.
კრიზისული წლები: 40, 59, 70.


მარტი (კურდღლის თვე)
ეს ქალები ჭკვიანები და უშუალონი არიან, ხშირად მდიდარ ანდა წარჩინებულ მამაკაცებზე ქორწინდებიან. ადამიანები მზად არიან, საკუთარი ნება-სურვილით დაეხმარონ ანდა ემსახურონ მათ. თუკი კურდღლის თვეში დაბადებული ქალი თავის გაუბედაობას გადალახავს, მაშინ კარიერაში არნახულ სიმაღლეებს მიაღწევს.
კრიზისული წლები: 5, 80.


აპრილი (დრაკონის თვე)
დრაკონის თვეში დაბადებული ქალი ძალიან მახვილგონიერია. მას ცხრის ჯერად წლებში (9, 19, 27...) სიფრთხილე მოუწევს, მაგრამ 45 წლისა ძალიან ბედნიერი იქნება. სამწუხაროდ, 47 წლის შემდეგ დრაკონებმა შესაძლოა რაიმე უბედურება ჩაიდინონ.
კრიზისული წლები: 67, 80.


მაისი (გველის თვე)
გველის თვეში დაბადებულ ქალს ახლობლების მზრუნველობა არ მოაკლდებათ. ცამეტ წლამდე ხშირი მოგზაურობები, თავგადასავლები და ავადმყოფობები მოუწევს, მაგრამ შემდეგ მისი ცხოვრება წყნარად ჩაივლის.
კრიზისული წლები: 35, 60, 70, 80.


ივნისი (ცხენის თვე)
ცხენის თვეში დაბადებული ქალი გათამამებული, ჭირვეული და ძალიან ჭკვიანი იქნება. მთელი ცხოვრება მამაკაცების ყურადღება არ მოაკლდება. ის ყველაფერს ადვილად მიაღწევს, მათ შორის დიდებასა და სიმდიდრეს.
კრიზისული წლები: 8, 60, 90.

ივლისი (ცხვრის თვე)
ცხვრის თვეში დაბადებული ქალები რთულები, უჩვეულონი და ძალიან მრავალფეროვნები არიან. მათ დიდი ცხოვრების უნარი, მოხერხება და გონებამახვილობა აქვთ. მათი მთავარი პრინციპი თავისუფლებაა. თუკი ამგვარი ქალი სიკეთეს დათესავს, მაშინ მთელი ცხოვრება სიკვდილამდე სიუხვე დაებედება.
კრიზისული წლები: 47, 50, 60, 80.


აგვისტო (მაიმუნის თვე)
მაიმუნის თვეში დაბადებულებს არანაირი გაჭირვება არ შეაწუხებთ. ამგვარ ქალებს, როგორც წესი, ერთი ქორწინება ელით. მათი ცხოვრება განცდებით იქნება აღსავსე. სიმშვიდე მხოლოდ 50 წლის შემდეგ დადგება. 53 წლისას მაიმუნის თვეში დაბადებული ქალი დიდ მწუხარებას გადაიტანს. 60 წლის ასაკი ყველაზე მნიშვნელოვანია: ამ წელს ან სახელს გაითქვამს ანდა გამდიდრდება.
კრიზისული წლები: 28, 32, 60, 85.


სექტემბერი (მამლის თვე)
ჭკუა და მიზანდასახულობა - აი, მამლის თვეს დაბადებული ქალების მთავარი ნიშანი. ამ თვისებების გამო მათ შეძლებული ცხოვრება ელოდებათ. ყველაზე ხელსაყრელი პერიოდი 33 წლის შემდეგ დადგება.
კრიზისული წლები: 19, 70, 90.


ოქტომბერი (ძაღლის თვე)
ძაღლის თვეს დაბადებული ქალები სიკეთით და ერთგულებით გამოირჩევიან. ამგვარი ქალი იღბლიანია, მათ შორის სიმდიდრის მოპოვების საქმეშიც. 18 წლისა შესაძლოა, სერიოზულად დაავადდეს. მოწიფულ ასაკში შესაძლოა, ელიტური უძრავი ქონების ანდა დიდი წარმოების მფლობელი გახდეს.
კრიზისული წლები: 50, 60.


ნოემბერი (ღორის თვე)
ღორის თვეში დაბადებული ქალი ძალიან მზრუნველი შვილია. მოზრდილი მამაკაცებში დიდი მოწონებით ისარგებლებს. 30 და 40 წლისას გამდიდრების კარგი შანსი მიეცემა.
კრიზისული წლები: 33, 53, 60, 90.


დეკემბერი (თაგვის თვე)
თაგვის თვეს დაბადებული ქალი პატიოსანი, მეოცნებე და სუფთა ზრახვების მქონეა. სავარაუდოდ, დიდებულ ადამიანს გაჰყვება ცოლად, რომელიც მას ყოველმხრივ დააფასებს და გაათამამებს.
კრიზისული წლები: 30, 40, 60, 70.

წყარო
დღის ჰოროსკოპი

21 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 21 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

20 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 20 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

19 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 19 დეკემბრისთვის  ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

18 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 18 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

ფსიქოთერაპია სამედიცინო პერსონალისთვის - ის რაც Covid-19-თან ბრძოლისას ნიღაბზე არანაკლებ მნიშვნელოვანია

Covid-19-თან მებრძოლ სამედიცინო პერსონალს Responsible.ge ფსიქოთერაპიის კურსებს უფინანსებს
დღის ჰოროსკოპი

17 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 17 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

16 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 16 დეკემრითვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
NEW

მუზეუმების კონკურსი მთელი საქართველოს მასშტაბით

„საქართველოს დებატებისა და განათლების ინსტიტუტი“, საერთაშორისო პროექტის - დებატები მუზეუმებში - ფარგლებში, რომელიც მხარდაჭერილია „ვიზეგრადის” ფონდის მიერ, იწყებს კონკურსს მუზეუმებისთვის მთელი საქართველოს მასშტაბით.
დღის ჰოროსკოპი

15 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 15 დეკემბრისთვის ბიზნესის, ჯანმრთელობისა და სიყვარულის მიმართულებით?!  
NEW

სასარგებლო რჩევები, სანამ გამათბობელს ჩავრთავთ

ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ რაც უფრო ცხელა სახლში, მით უფრო კარგად მუშაობს გათბობის სისტემა. თუმცა, როგორც ყველგან, აქაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ პროფესიონალების რჩევები გავითვალისწინოთ და სახლში ტემპერატურა ისე დავარეგულიროთ, რომ პროცესმა ჩვენს ჯანმრთელობას საფრთხე არ შეუქმნას.
დღის ჰოროსკოპი

14 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 14 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?
დღის ჰოროსკოპი

13 დეკემბრის ასტროლოგიური პროგნოზი

რას გვირჩევენ ვარსკვლავები 13 დეკემბრისთვის ჯანმრთელობის, ბიზნესის და სიყვარულის მიმართულებით?